x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბაგა -ბაღების თემებისთვის ლექსები

თემა "პროფესიები"

მღებავი

პროფესიად მღებავობა
აირჩია მერაბმა,
ფუნჯითა და საღებავით
ჭერი გააფერადა


დალაქი

გაბურძგნული ბიჭებით
გადაივსო ქალაქი
ალბათ, არ ეყოლებათ
ამ ქალაქში დალაქი

მზარეული

ბოსტნეული წვრილად დაჭრა
და ქვაბშია არეული,
გემრიელ კერძს მოგვიმზადებს
ჩვენი გამრჯე მზარეული

ექიმი

როცა ავა გავხდები,
მობრძანდება ექიმი,
ნაზად მსინჯავს, მიღიმის
და მეც ხათრით ვერ ვტირი.

გამომიწერს აბებს და
მზრუნველად მარიგებს
თუკი არ დავუჯერებ
იმ წუთშივე გაიგებს.


0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:ივერიონი
ივერიონი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0