x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კონფლიქტი „ოცნებაში“ - მმართველი გუნდი მორიგი ცვლილებების მოლოდინშია

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე საინფორმაციო სააგენტო "CNews" -ის ექსკლუზიურ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში "ქართულ ოცნებაში" მორიგი ცვლილებები იგეგმება. სააგენტო პირად წყაროზე დაყრდნობით აცხადებს რომ კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისგან ყველაზე დესტრუქციული პერსონის - ირაკლი კობახიძის პროცესებიდან ჩამოშორება მოითხოვა. "CNews" - ის ინფორმაციით ამის შესახებ ივანიშვილი კობახიძეს პრემიერ მინისტრის მეშვეობით ეკონტაქტა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაც მოსთხოვა. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდება, კობახიძე კი გადადგომის შეთხვევაში საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ითხოვს: "CNews-ს "ქართული ოცნების" კულუარებში კარგად გათვითცნობიერებულმა წყარომ განუმარტა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა პარტიის ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს შარლ მიშელის გზავნილი გადასცა: "ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს". აღნიშნული გზავნილი "ქართული ოცნების" ფორმალური თავმჯდომარისა და მისი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რისი შედეგიც ჩაშლილი მეორე რაუნდია. ევროკავშირის მიერ გამოთქმული უკმაყოფილებისა და ევროპარლამენტარების ღია და მკვეთრი გზავნილის შემდეგ, ივანიშვილი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით ეკონტაქტა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსთხოვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. კობახიძე პოსტიდან გადადგომის შემთხვევაში ან საკონსტიტუციო, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ითხოვს. ასევე ცნობილი ხდება, რომ კობახიძის გუნდი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისგან თავის შეკავებას და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევა - დალაგებას ურჩევს"- ნათქვამია "CNews" - ის მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი 2021 წლის 16 იანვარს დაიკავა. მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.


















0
429
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
429