x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალს ვაქცინაციის შემდეგ ტანზე გამოაყარა და ორი კვირაა ტკივილებით იტანჯება
image

41 წლის პარიკმახერმა შოტლანდიის ლამკაშირიდან ლეა კინგმა 12 მარტს გაიკეთა აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით, რა დროსაც მალევე გამოუვლინდა გვერდითი მოვლენა ძლიერი დისკომფორტით: კანზე გამოაყარა, დაეწყო ძლიერი ქავილი და ისეთი წვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.



"კანი ძალიან მტკივა და მუდმივად მეწვის. აქამდე ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია. რომ ვთქვა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდია, ნამდვილად ასეა"



რეკომენდაციების შესაბამისად, 48 საათიანი ლოდინის შემდეგ, ლეამ საავადმყოფოს მიაკითხა. თუმცა, პაციენტის თქმით, მას რამდენჯერმე უარი უთხრეს დახმარებაზე.


image

ტკივილები აუტანელი გახდა და ორი კვირის შემდეგაც არ ჩერდებოდა. ამის გამო ქალმა ვერ შეძლო ეზრუნა საკუთარ 13 წლის ვაჟზე, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. გარდა ამისა, ბიჭს ეშინია დედასთან მიახლოება წითელი გამონაყარის გამო.

image

ლეამ დასძინა, რომ ის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გრძნობს, რომ იგი "ყველა დონეზე გადააგდეს", რადგან ქალმა ვერაფრით მიიღო დახმარება. ახლა პაციენტი ელოდება დერმატოლოგთან კონსულტაციას, წერს The Sun.ქალს სურს ნამდვილად დარწმუნდეს, რომ მართლაც ვაქცინამ გამოიწვია თუ არა ასეთი საშინელი მდგომარეობა.

3
865
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
865
  
2021, 7 აპრილი, 15:19
ეს იმის ბრალია, ადამიანები საუკუნეში ერთხელ რომ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევას. არც კი იციან, რაზე არიან ალერგიულები, როგორია სისხლში პროთრობმინის ოდენობა.
2021, 7 აპრილი, 12:55
ღმერთმა დაიფაროს ..სულ 10 000 კაცია აცრილი საქართველოში და მაგ რაოდეობაშიც თუ რაიმე გართულება იქნა არ ყოფილა საშველი და ეგაა..ისიც გვეყოფა ის ახალაგაზრდა ექთანი რომ დაიღუპა...აქ არის საუბარი 100 000-ში ერთი შემთხვევა და უფრო მეტიც -მილიონში ერთი....
2021, 7 აპრილი, 12:45
ჩემ ირგვლივ ყველა , ვიბც +65 იყო, აიცრა ზოგი ფაიზერით და ზოგიც ასტრა-ზენეკათი. არცერთს არ გართულებია არანაირად. ყურადღებით ვაკვირდები
0 1 3