x
image
ივერიონი
რამდენიმე ფეიკ ციტატა, რომელთაც გამოჩენილ ადამიანებს მიაწერენ
"ჩემი სამეფოს ნახევარი ცხენისთვის!" - უთხრა ერთხელ ზიგმუნდ ფროიდმა მერლინ მონროს. სინამდვილეში მან მერლინს უთხრა: "კარგი გოგონები მიდიან სამოთხეში და ცუდი გოგონები სადღაც იკარგებიან".
image

გალილეო გალილეი: "ის მაინც ბრუნავს!"

ეს სკოლაში გვითხრეს: დიდი ფიზიკოსი და ასტრონომი გალილეო გალილეი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის მრწამსზე, მაგრამ ბოლო მომენტში მან გადაიფიქრა და საჯაროდ გამოაცხადა: "E pur si muove!"

არა, მან ეს არ გააკეთა. დემონსტრაციული მონანიების შემდეგ მისი შეხედულებები არ შეცვლილა, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გალილეომ თქვა მსგავსი რამ. გალილეოს ბიოგრაფია, რომელიც დაწერილია 1655-1656 წლებში მისი მოსწავლე ვინჩენცო ვივიანის მიერ, ამ გამონათქვამს არ შეიცავს.



შეგახსენებთ, რომ ფიზიკოსი თავის საწოლში გარდაიცვალა, ავადმყოფი და ბრმა. პირველად ეს სიტყვები იტალიელმა ჟურნალისტმა ჯუზეპე ბარეტიმ 1757 წელს მიაწერა გალილეოს.


image

მარი ანტუანეტა: "თუ მათ პური არ აქვთ, დაე, ნამცხვრები ჭამონ!"


პირველად ფრაზა "დაე, მათ ნამცხვრები ჭამონ" (Qu'ils mangent de la brioche) გამოჩნდა ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიაში "აღსარება", რომელიც დაიწერა 1765 წელს - როდესაც ანტუანეტა ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

image

იულიუს კეისარი: "შენც, ბრუტუს?"

ლათინური გამოთქმა "Et tu, Brute?" ფრთიანი გახდა მას შემდეგ, რაც იულიუს კეისარი მოკლა საკუთარმა მეგობარმა - მარკ იუნიუს ბრუტუსმა.

ეს ფრაზა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსაუბრე თვლის, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობოდა, აღმოჩნდა მოღალატე.

ძვ. წ 44 წლის მარტში შეთქმულებმა, ბრუტუსისა და კასიუს ლონგინუსის ხელმძღვანელობით, მართლაც მოკლეს კეისარი. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კეისარი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია მკვლელებისთვის, მაგრამ როდესაც მათ შორის მისი მეგობარი დაინახა, იმდენად შეძრწუნდა, რომ თქვა: "შენც, ბრუტუსო?" და გარდაიცვალა.

image

სხვადასხვა თანამედროვე წყაროების თანახმად, იგი გარდაიცვალა სიტყვის წარმოთქმის გარეშე ან ბერძნულად გამოითქვა: "და შენ, ჩემო შვილო". სხვა ვერსიით ნათქვამია, რომ მან ლათინურად თქვა: "შენ კი, ბრუტუს, ჩემო შვილო!" (ლათ. Tu quoque, Brute, fili mi!) და ის ვერსია, რომელიც ჩვენ ვიცით, შექსპირის კალამს ეკუთვნის - მის პიესაში „იულიუს კეისარი“.


image

შერლოკ ჰოლმსი: "ელემენტარულია ჩემო ძვირფასო უოტსონ!"




გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ცნობილ გამოგონილ დეტექტივს შერლოკ ჰოლმსს ეს არასოდეს უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, არა კონან დოილთან. "ელემენტარული" და "ჩემო ძვირფასო უოტსონი" - ეს ფრაზები ცალ-ცალკე კი, რა თქმა უნდა მას ეკუთვნის




უინსტონ ჩერჩილი: "ნუ მიქებთ სამხედრო–საზღვაო ტრადიციებს, რადგან ეს არის ოდენ შოლტი, რომი და სოდომი".

image

ამ ციტატას უინსტონ ჩერჩილს მიაწერენ, რომელმაც თავად აღიარა, რომ ძალიან ნანობდა, რომ არ გამოთქვა ეს ფრაზა. ნამდვილი ავტორია მისი თანაშემწე, სერ ენტონი მონტაგ-ბრაუნი.

0
203
5-ს მოსწონს
ავტორი:ივერიონი
ივერიონი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0