მართალია, მსგავსი სტატია უამრავია... ბევრი დაწერილა, დაიწერება...მავანი იტყვის და გაიმეორებს... მე ერთს ვეტყვი... ის სხვას და სხვა სხვას... მაგრამ მაინც იქნება ისეთი, ვისაც შეეშლება და არ დაიმახსოვრებს სწორად.

თუ კი ფიქრობთ ასეთი შეცდომების დაშვება ნორმალურია და მერე რა მოხდა თუ არასწორად თქვით, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა... მაგრამ თუ კი თვლით, რომ მსგავსი ტიპის შეცდომები ქართველს არ ეპატიება, ან არაქართველს რომელსაც სურს, რომ ქართული სრულყოფილად შეისწავლოს, მაშინ ეს მითითებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ...

ჩემი აზრით კი მსგავსი ტიპის შეცდომები ენის დამახინჯება და შეურაწყოფაა... შეძლებისდაგვარად უნდა ვიმეტყველოთ სწორად და გავავრცელოთ სწორი ფორმები... განსაკუთრებით მნმიშვნელოვანი სიტყვები, რომლის დამახინჯებაც განსაკუთრებით საუბრის დროს ხდება უმარავია, მაგრამ აქ მაგალითისთვის მხოლოდ ათი მაქვს მოყვანილი...



1. ალბად


შეცდომაა : ალბად, ყველაფერი კარგად იქნება

სწორია : ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება

2. რამის

შეცდომაა : რამის ყველაფერი წყალში ჩამეყარა

სწორია : ლამის ყველაფერი წყალში ჩამეყარა

3. საავანტყოფო

შეცდომაა : მამაკაცი საავანტყოფოში კორონა ვირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს

სწორია : საავადმყოფოში

4. მაგრათ

შეცდომაა : მაგრათ გავერთეთ და ვიმხიარულეთ

სწორია : მაგრად გავერთეთ და ვიმხიარულეთ

5. ბევრჯელ

შეცდომაა : ბევრჯელ გაპატიე და შეგინდე

სწორია : ბევრჯერ

6. არაფლის

შეცდომაა: არაფლის

სწორია : არაფრის...


7. საქმის ყურში

შეცდომაა: ჩვენ ყველაფრის საქმის ყურში ვართ

სწორია : საქმის კურსი



8. ჩემ ამპულაში

შეცდომაა : ჩემ ამპულაში ვარ მთელი დღეა.

სწორია : ჩემს ამპლუაში ვარ მთელი დღეა.


9. ბიზმესმენი

შეცდომაა : ეს ახალგაზრდა კაცი ბიზმესმენია

სწორია : ბიზნესმენია


10. რეამინაცია

შეცდომაა : ბიძაჩემი რეამინაციაში გადაიყვანეს

სწორია : რეანიმაცია