x
image
Yoona
Mediator image
შფოთვა შიშს და ორჭოფობას ბადებს: მის მოშორებას ცისფერი ნივთებით შეძლებთ
მოგწონთ ცისფერი ნივთები? ფსიქოლოგების აზრით, ამ ფერს, რომელიც ზღვის სიმბოლოდ ითვლება, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ბოლო კვლევებით, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, ცისფერი ადამიანს ამშვიდებს და სტრესულ სიტუაციაში თავს კარგად აგრძნობინებს.

image

თუ გარკვეული ვითარების გამო სტრესს და შფოთვას ხშირად განიცდით, შეგიძლიათ თქვენი კარადა ცისფრად შეღებოთ ან სახლი ცისფერი ნივთებით მორთოთ. ასე მშვიდ გარემოს შექმნით. 6 ნივთი, რომელიც ცისფერ ფერში უნდა შეარჩიოთ.


ინტერიერის ნივთები


სახლისთვის ცისფერი ფარდა, ხალიჩა, კომოდი ან სხვა ინტერიერის ნივთი იყიდეთ. ასე სტრესს მოიშორებთ. სახლში შესვლისთანავე ცისფერ ხალიჩას ან ფარდას დაინახავთ, რაც დამამშვიდებელ ეფექტს შექმნის.

image

ფინჯანი

ცისფერი ფინჯანი შეიძინეთ და ყოველდღე მისგან ჩაი ან ყავა დალიეთ. ყოველჯერზე, როცა ჩაის დალევა მოგინდებათ, ცისფერი ფინჯანი აიღეთ და დამშვიდდებით.

image

პირსახოცი

კვლევის თანახმად, წითელი ან ღვინისფერი პირსახოცი ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და გაღიზიანებას იწვევს. სჯობს ცისფერი პირსახოცი გამოიყენოთ.

image

ტანსაცმელი

არავინ ამბობს, რომ თეთრი ან შავი ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვათ, ეს ნორმალურია. თუ შფოთვა გაწუხებთ, ცისფერი ტანსაცმელი ცუდ განწყობას მოგაშორებთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტანსაცმელი: ფეხსაცმელი, შარვალი ან მაისური.

image

სკამი

სპეციალისტების ერთი უჩვეულო რჩევა. ცისფერი სკამი შეიძინეთ და დადეთ ოთახში, სადაც ხშირად ისვენებთ. ეცადეთ მასზე ხშირად დაისვენოთ. ეს განწყობაზე დადებითად აისახება.

image

კედლები

თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ, ოთახების კედლები ცისფერში შეღებეთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს უძილობის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი მეთოდია. ცისფერი თვალებს ამშვიდებს და თქვენ მოდუნებას შეძლებთ.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები

image

იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

image

შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება

image

ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ

image

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
15