x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
როლები, რომლებიც ცნობილმა მსახიობებმა შეასრულეს თავიანთი კარიერის დასაწყისში, ჩვენ კი არ გვახსოვს

ჰოლივუდის ბევრმა მსახიობმა თავიანთი კარიერის ვარსკვლავურ როლამდე მონაწილწობა დაბალბიუჯეტურ პროექტში მიიღო, შეიძლება ისეთი პატარა როლით, რომ ვერც გავიხსენებთ:


კერი-ენ მოსი სერიალში “მალიბუს მაშველები''

ბევრ ჩვენგანს მსახიობი მატრიცას ტრილოგიიდან გვახსოვს ტრინიტის როლში, მუდამ მოკლე თმით და ლატექსის კოსტიუმში. აბსოლუტურად სხვა ამპლუაშია ის ცნობილი “მალიბუს მაშველებში". ახალგაზრდა მსახიობი სერიალის მეოთხე სეზონში მონაწილეობს.image


ემი ადამსი სერიალში “სმოლვილი"

დღეისთვის ყველასთვის ცნობილი მსახიობი პოპულარულ თინეიჯერულ სერიალში მონაწილეობდა. მას ერგო გოგონას როლი, რომელიც ჭარბი წონის გამო იტანჯება და სიტუაციას ართულებს ბოსტნეული, რომელიც უცხოპლანეტის ნიადაგზეა გაზრდილი.image


დევიდ დუხოვნი სერიალში ტვინ-პიკსი (1990–1991)

ბევრისთვის ეს მსახიობი “საიდუმლო მასალებთან" ასოცირდება. ცოტას თუ ახსოვს რომ ასევე პოპულარულ სერიალში “ტვინ-პიკსი" მონაწილეობს და ეფ ბი აის აგენტის როლი აქვს.image


ტეილორ მომსენი ფილმში “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"

მსახიობი და მუსიკოსი სერიალ “ჭორიკანას" ვარსკვლავია. ამ სერიალის ფანებმა ნამდვილად იციან, რომ მსახიობი გრინჩის ფილმში მონაწილეობს და პირიქით.image


სარა პოლსონი სერიალში “სასოწარკვეთილი დიასახლისები"

“ამერიკული საშინელებათა ისტორიის" ვარსკვლავი მრავალ პროექტში გვხვდება, მაგრამ სავარაუდოდ სასოწარკვეთილ დიასახლისებში მას ვერ წარმოიდგენდით. ის 408 სეზონებში მონაწილეობდა.image


ნორმან რიდუსი სერიალში “მოჯადოებულნი"

მსახიობი დღეს ყველასთვის მოსიარულე მკვდრებთან ასოცირდება. როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა პატარა როლი შეასრულა საკულტო სერიალის “მოჯადოებულნის" მეხუთე სეზონში, სადაც ერ|თ-ერთი დის, პეიჯის შეყვარებულის როლი ჰქონდა.image


კილიან მერფი ფილმში “გოგონა მარგალიტის საყურით"

ცნობილი მსახიობი კარიერის დასაწყისში გვხვდებს პოპულარულ ფილმში “გოგონა მარგალიტის საყურით", სადაც ყასაბის შვილის როლი აქვს, ვისთანაც სკარლეტ იოჰანსონის გმირი დადის.image


ბენედიქტ ქამბერბეჩი ფილმში “კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან"

ცნობილი “შერლოკი" კარიერის დასაწყისში გვხვდება ფილმში “კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან", სადაც სკარლეტ იოჰანსონთან და ნატალი პორტმანთან ერთად თამაშობს. მას მარია ბოლეინის ქმრის როლი ჰქონდა.image


ელ ფენინგი სერიალშო “ექიმი ჰაუსი"


ცნობილი მსახიობი ექიმი ჰაუსის მეორე სეზონში მონაწილეობს, მაგრამ სავარაუდოდ არც არავის ახსოვს.image











0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0