x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110265
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
რატომ ყოფს კატა ენას? - გაიგეთ მიზეზი, რადგან ეს ქცევა შეიძლება, საგანგაშო იყოს


image














ზოგჯერ კატის პატრონი ამჩნევს, რომ თავისმა ოთხფეხა მეგობარმა ენა გამოყო. რა თქმა უნდა, კატისათვის ეს ჟესტი სულაც არაა დამახასიათებელი, ბუნებრივი ქცევა, განსხვავებით ძაღლისაგან. ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ კატის უჩვეულო ქცევას.

თუ თქვენმა კატამ ენა გამოგიყოთ, სჯობია, ვეტერინართან გააქანოთ“ რამდენადაც ამ ქცევას შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი:

1.შეიძლება, განპირობებული იყოს დაავადებით, პაროდონტოზით და ცხოველი ენას ტკივილის შესამსუბუქებლად ყოფდეს გარეთ.

2.ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომებს, როგორიცაა: უსიამოვნო სუნი პირის ღრუში; წკმუტუნი ღეჭვისას; ქცევითი მახასიათებლები - კატა იწყებს ჭამას, მაგრამ მალევე გარბის ჯამისაგან და ტკივილისაგან "ტირის". ასეთი სიმპტომების მიზეზი ძირითადად ენის წყლულები, ან ვირუსული ინფექციები.

3.ასევე, თანდევი სიმპტომები: კატას სულ ეძინება, ლეთარგიულია; უმადოდაა; დეპრესიულია; არ გრძნობს შიმშილს და შეიძლება, ღებინება, დიარეა (ფაღარათი), ან მუცლის ტკივილიც ჰქონდეს.

4.კიდევ ერთი ვარიანტია ჰიპოქსია. კატა, ძაღლისაგან განსხვავებით, არასოდეს სუნთქავს ღია პირით. ამიტომაც თუ თქვენი კატა ასე იქცევა, გამოდის, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს და სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან.

5.კიდევ ერთი მიზეზი კატის მიერ ენის გამოყოფისა შეიძლება, იყოს პირის ღრუში უცხო სხეულების მოხვედრა.


0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0