x
image
თორ ნიკე
Mediator image
ხელოვნური საშვილოსნო
ხელოვნური საშვილოსნო


ადამიანის ჩანასახს სრული განვითარებისთვის სჭირდება, რომ 37 კვირა დაჰყოს დედის საშვილოსნოში და შემდეგ დაიბადოს, მაგრამ ყველა ადამიანს არ უმართლებს და ვერ სარგებლობს ამ ბიოლოგიური ფუფუნებით. ყოველ წელს 2010-2021 წლებში, დაახლოებით 15 მილიონი დღენაკლული ჩვილი იბადება. იმისთვის, რომ დაბადებული ჩვილი საკმარისად სიცოცხლისუნარიანი იყოს, ყველაზე ცოტა 24 კვირა მაინც უნდა დაჰყოს საშვილოსნოში. თუ ამაზე ადრე დაიბადება, მაშინ მისი გადარჩენის შანსები ძალიან მცირდება და თუ გაუმართლებს და გადარჩება, მაინც ექნება ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ფილტვების ფუნქციის დარღვევები და ტვინის დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბავშვთა ინკუბატორები, რომლებიც ასეთი ჩვილების სიცოცხლის და დაავადების გართულების რისკებს ამცირებს, მათი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია, მაგალითად თუ ჩვილი 22 კვირის ვადაზე დაიბადა, ინკუბატორი მას ვეღარ გადაარჩენს. ხელოვნური საშვილოსნო არის ჩვილთა ინკუბატორების გაუმჯობესებული ვერსია და ის როგორც ჩანს, გადაჭრის დღენაკლული ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ.


ხელოვნური საშვილოსნო


ის შეიცავს სითხით სავსე კაფსულას, რომელსად ეწოდება ინკუბაციური განყოფილება და სადაც მოთავსებული იქნება დღენაკლული ჩვილი, რომელიც რამდენიმე დარჩენილი თვის განმავლობაში მომარაგდება ხელოვნურად საკვები ნივთიერებებით, რაც მას ესაჭიროება და ასევე სითხეს ექნება ზუსტად ისეთივე მჟავა-ტუტოვანი, ნუტრიენული და ტემპერატურული გარემო, როგორც ბუნებრივ გარემოში, დედის საშვილოსნოში არსებულ ამნიონურ სითხეს აქვს. ინკუბაციური განყოფილების ქვეშ არის ჟანგბადით გაჯერებული სისხლით ნაყოფის მუდმივად მომმარაგებელი განყოფილება. ნაყოფის განვითარებას ასევე გააკონტროლებს მაღალმგრძნობიარე სენსორები, რომლებიც გაკონტროლებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ და მეთვალყურეობას გაუწევს ნაყოფის გულისცემის სიხშირეს, ტვინის განვითარებას, სუნთქვას და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს. ხელოვნურ საშვილოსნოს ასევე ექნება ეკრანი, სადაც პირდაპირ რეჟიმში იქნება მოცემული ნაყოფის განვითარების მაჩვენებლები.



ხელოვნური საშვილოსნო


დედის საშვილოსნოს გარეთ ნაყოფის განვითარებას ეწოდება ექტოგენეზი (ექტო - გარე, გენეზის - განვითარება) და ეს არ არის ახალი იდეა. ხელოვნური საშვილოსნოს პირველი გეგმა და დიზაინი ჩამოაყალიბა ემანუელ გრინბერგმა 1955 წელს და დააპატენტა. მის მიერ შექმნილი ხელოვნური საშვილოსნო უზრუნველყოფდა დაბადებული დღენაკლული ჩვილების ბოლომდე ჩამოყალიბებას, მაგრამ ვინაიდან მაშინ უკვე არსებობდა ჩვილების ინკუბატორები, ამიტომ ამ იდეის ხორცშესხმას აღარ მიექცა ყურადღება. 1990-იან წლებში კი იაპონიის ტოკიოს უნივერსიტეტის სამედიცინო განყოფილების მკვლევარებმა, პროფესორ იოშინორი კუვაბარას ხელმძღვანელობით დაამზადეს ხელოვნური საშვილოსნოს პირველი საცდელი მოდელი და მასში თხის საშვილოსნოდან ამოყვანილი 120 დღის განვითარების ნაყოფი გადაიყვანეს, მისი ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოში დაასრულეს და 17 დღის შემდეგ სრულად განვითარებული, ამ ხელოვნური საშვილოსნოდანაც ამოიყვანეს.


ხელოვნური საშვილოსნო


2002 წელს ჩატარდა ემბრიონის იმპლანტაციის ექსპერიმენტი. მეცნიერებმა კორნელის უნივერსიტეტიდან შექმნეს ხელოვნური საშვილოსნოები, სადაც მოათავსეს არა დღენაკლული ჩვილები, არამედ ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ზიგოტები და მოათავსეს ლაბორატორიულად გამოყვანილ საშვილოსნოებში, რომლებიც მიღებულ იყო ქალებისგანვე აღებული უჯრედებისგან. ზიგოტები წარმატებით მიემაგრნენ მათ კედელს და დაიწყეს განვითარება, თუმცა აშშ-ს ინ-ვიტრო განაყოფიერების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით, მე-5 დღეს იქნენ განადგურებულნი. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ქალებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ საშვილოსნო ან/და საკვერცხეები და არ შეუძლიათ შვილის ყოლა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაუწყდებათ და ჩვეულებრივად იყოლიებენ საკუთარ შვილებს.


ხელოვნური საშვილოსნო


2017 წელს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფომაც წარმატებით შეძლო და გაზარდა ძუძუმწოვარი, კერძოდ ცხვარი, ხელოვნურ საშვილოსნოში ყოველგვარი უმაღლესი ტექნოლოგოების (მაგ. ხელოვნური ინტელექტის) გამოყენების გარეშეც კი. ის წარმატებით გაიზარდა, მოიმატა წონაში, გაახილა თვალები, ბოლომდე ჩამოყალიბდა, რის მერეც მოხდა მისი ამოყვანა ხელოვნური საშვილოსნოდან.





კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0