x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტალღებზე მორბენალი - ჩინელმა ბერმა ბიბლიური იგავი გააცოცხლა

image

















წყალზე სიარულის ბიბლიური იგავი გააცოცხლა ჩინეთში, სამხრეთ შაოლინის ტაძრის ბერმა, ში ლილიანგმა. წყალსაცავის ზედაპირზე მოტივტივე, მცურავი 200 პლაივუდის დაფის გამოყენებით მან მოახერხა წყალზე 125 მეტრის გავლა.

თავისი ექსპერიმენტები ში ლილიანგმა დაიწყო 2007 წელს - თავიდან მან მხოლოდ 18 მეტრის გავლა შეძლო წყალზე. იქიდან მოყოლებული ბერი ყოველწლიურად აუმჯობესებდა თავის რეკორდს ისე, რომ 2014 წელს ში ლილიანგმა წყალზე 120 მეტრი გაიარა. 2015 წელს მან მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო შედეგის გაუმჯობესება და წყალზე 125 მეტრის გავლა.

როგორც ტელეგრაფი აღნიშნავს, ეს ყველაფერი ჰგავს სცენას კუნგ-ფუს ოსტატების შესახებ ბოევიკიდან, რომელთა გმირებიც ასრულებენ ტრიუკებს, ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ. ამასთან, ჩინელი ბერი არ თვალთმაქცობს: ის უბრალოდ იყენებს სირბილის სიჩქარისა და წონასწორობის დაცვის სწორ კომბინაციას.














image

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0