x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ფილმი, სადაც ეკრანულ წყვილებს ერთმანეთის კოცნა ყველაზე მეტად გაუჭირდა

image
უყვარდებათ თუ არა მსახიობებს რეალურად ერთმანეთი როდესაც კადრში მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ? ამ "ბავშვურ" კითხვაზე პასუხი მარტივია - რაღა თქმა უნდა, არა. ვინაიდან როგორც წესი, ეკრანული ვნება - ისეთივე ილუზიაა, როგორც ეკრანული სიკვდილი, მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ და, ისეც ხდება რომ ეკრანულ წყვილებს რეალურად ერთმანეთი არა თუ მოსწონთ, არამედ კოცნის სცენებში ერთმანეთს მთელი სიძულვილითა და ზოგჯერ ზიზღითაც კი ეამბორებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ათ ცნობილ კინოსურათს, რომლის გადასაღებ მოედანზეც პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამოხატვა და კოცნა ყველაზე მეტად გაუჭირდა.


ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი - "მიყვარს უსიამოვნებები" 1994 წელი


image


მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი ფილმში ერთად შესანიშნავად გამოიყურებიან, რეალურ ცხოვრებაში რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ ერთმანეთის ატანა არ აქვთ, ამიტომ მსახიობები ყველანაირად ცდილობდნენ ერთსა და იმავე სცენებში რაც შეიძლება იშვიათად ეთამაშათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი დუბლიორები გამოეყენებინათ.






კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი - "ცხრანახევარი კვირა", 1986 წელი


image


მართალია, მიკი ახალგაზრდობაში საოცრად მომხიბვლელი იყო, თუმცა უბედურება ის გახლდათ რომ - მას ყოველთვის თამბაქოს საშინელი სუნი ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ მოსწონდა კიმს მასთან ერთად სასიყვარულო სცენებში თამაში, რადგან მისთვის კოცნა ეს იგივე იყო საფერფლისთვის გეკოცნა.



შონ იანგი და ჰარისონ ფორდი - "დანის პირზე მორბენალი", 1982 წელი


image


ჰარისონ ფორდის ყველა პარტნიორი ქალბატონი ერთხმად აღიარებს, რომ ის კოცნის ხელოვნებას საერთოდ ვერ ფლობს, მეტიც, აღნიშნული ფილმის გადაღებისას შონ იანგი მასთან არც თუ საუკეთესო ურთიერთობაში იმყოფებოდა, რასაც ის უსიამოვნო ფაქტიც დაემატა, რომ იანგის თქმით, სასიყვარულო სცენის გადაღების შემდეგ, ფორდმა მას წვერის გამო მთელი სახე დაუფხაჭნა.





ტენდი ნიუტონი და ტომ კრუზი – "შეუსრულებელი მისია 2", 2000 წელი


image


როგორც აღმოჩნდა, ნიუტონს ათობით კოლეგის წინაშე კოცნა საერთოდ არ ხიბლავს, გარდა ამისა, თურმე კრუზი მეტისმეტად "სველი" კოცნის მოყვარულიც ყოფილა.




ჯენიფერ ლოურენსი, ლიამ ჰემსვორთი და ჯოშ ჰატჩერსონი - "შიმშილის თამაშები", 2012-2015 წლები



image


მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე ყველა მსახიობი დამეგობრდა, ეს მათ ურთიერთსიმპათიაზე მაინც არ ასახულა. ჰემსვორთისთვის ნერვების მოსაშლელად ლოურენსი სასიყვარულო სცენების წინ, უსიამოვნო გემოსა და სურნელის მქონე საჭმელს სპეციალურად მიირთმევდა, ხოლო მოგვიანებით ჰატჩერსონმა აღიარა, რომ მას ჯენიფერის მეტისმეტად "სველი" კოცნა აღიზიანებდა.




ჰელენა ბონემ კარტერი და ვუდი ალენი - "დიდებული აფროდიტე", 1995 წელი


image


ვუდიმ მისთვის კოცნის ჩარჩოები და წესები წინასწარ განსაზღვრა, და განაცხადა: "არანაირი "სველი" კოცნა და ნერწყვის ურთიერთგაცვლა!", რის შემდეგაც გადასაღებ მოედანზე მასთან რაიმე სახის რომანზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.




ტობი მაგუაიერი და კირსტენ დანსტი - "ადამიანი- ობობა", 2002 წელი


image


ტობი "ადამიანი - ობობას" ცნობილ კოცნას დღემდე საშინლად იხსენებს, მაგრამ არა პარტნიორის გამო. მოგეხსენებათ, სცენას ხელოვნურ წვიმაში იღებდნენ, შესაბამისად, წყალი მას ხელს სუნთქვაში უშლიდა, კოცნის დროს კი, უჰაერობა მაგუაიერს კიდევ უფრო მეტად სტანჯავდა.




რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი - "ჰარი პოტერი", 2001-2011 წლები


image


რუპერტი ემას თავის დად მიიჩნევდა, ამიტომ კოცნაზე ფიქრიც კი მას მთელ რიგ უსიამოვნო შეგრძნებებს უჩენდა: "აკოცო შენს დას?! ფუ!". მსახიობის თქმით, მას ეს გადაღებები წესიერად არც კი ახსოვს.





რიზ უიზერსპუნი და რობერტ პატინსონი - "წყალი სპილოებისათვის!" 2011 წელი


image


"ბინდის" ვარსკვლავი გადაღების დროს საშინლად გაციებული გახლდათ. მას ცხვირიდან ყოველ წუთს ჩამოსდიოდა და აცემინებდა. აბა, მითხარით, ვის ესიამოვნებოდა ავადმყოფ ადამიანთან ამბორი?





ჯენიფერ ლოურენსი და კრის პრეტი - "მგზავრები", 2016 წელი


image


ჯენიფერ ლოურენსს ამ ფილმში დაქორწინებულ მამაკაცთან კოცნა პირველად მოუწია, რაც გოგონას ცხოვრების კრედოს მთლიანად ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, გამბედაობისთვის მან გადაღებამდე ალკოჰოლური სასმელიც კი დალია, თუმცა ამან ჯენიფერი დანაშაულის გრძნობისა და სირცხვილისგან მაინც ვერ იხსნა.



0
388
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
388