x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ქალი ისტორიაში, რომელთა სექსუალური ცხოვრებისაც თვით კაზანოვასაც კი შეშურდებოდა

ყოველ ჩვენთაგანს სმენია კაზანოვას შესახებ. ლეგენდის თანახმად, პირველი სექსუალური გამოცდილება მან 11 წლის ასაკში მიიღო, 15 წლისას კი უკვე ნებისმიერი ქალის შეცდენა შეეძლო. სასიყვარულო ურთიერთობებით ცნობილები არიან ასევე იმპერატორი კალიგულა, მარკიზ დე სადი, რასპუტინი... მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ ქალების შესახებ, რომლებიც ამ მამაკაცებს ნამდვილად არაფრით ჩამორჩებოდნენ:

image

1. კასტილიონის გრაფინია: ქალი, რომელმაც ქვეყანა გააერთიანა საწოლის საშუალებით

ვირჯინია ოლდოინი იტალიასი, ტოსკანაში დაიბადა 1837 წელს დიდგვაროვნების ოჯახში. 17 წლის გოგონა მასზე 13 წლით უფროს მამაკაცზხე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ, ვირჯინიას ბიძასვილმა გადაწყვიტა, რომ გოგონას თავისი სოციალური მდგომარეობის და ასევე ქვეყნის გაუმჯობესებისთვის საფრანგეთის იმდროინდელი მმართველი, ნაპოლეონ III უნდა შეეცდინა.

იმ პერიოდში იტალია არ იყო გაერთიანებული. ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთი მომხრე კი ვირჯინიას ბიძაშვილი გახლდათ, მან შეამჩნია ნათესავის სილამაზე და იფიქრა, რომ თუკი გოგონა ქმარს ერთი ორჯერ უღალატებდა საფრანგეტის მეფესთან, ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებოდა და ქვეყანასაც.

ვირჯინია (იმ დროისთვის უკვე კასტილიონის გრაფინია ) მალე გახდა იმპერატორის საყვარელი. მისი ძმის მოლოდინი გამართლდა: წელიწადნახევრის შემდეგ მეფემ გაგზავნა ჯარი აპენინის ნახევარკუნძულზე იტალიის გასაერთიანებლად. ყველა ისტორიკოსს არ სჯერა, რომ სწორედ ვირჯინია გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი ფიგურა. ფაქტია, რომ იმ დროს თითქმის ერთდროულად ხდებოდა ხელშეკრულებების გაფორმება, ყველანაირი ინტრიგების ქსოვა, პოლიტიკური დაპირისპირება და მრავალი სისხლიანი ბრძოლა.

ვირჯინია მხოლოდ ნაპოლეონ III-ს არ მოსწონდა, მასზე უამრავი დიდგვაროვანი ოცნებობდა და მზად იყვნენ ერთი ღამისთვის ყველაფერი გაეცათ. ასე რომ, გრაფინია ღალატობდა ქმარს და ბედნიერადაც ცხოვრობდა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვირჯინიამ უხამსი შემოთავაზება მიიღო მდიდარი გრაფის, ჰერტფორდის მხრიდან. სანაცვლოდ მამაკაცი იმ დროისთვის დაუჯერებელ თანხას, 1 000 000 -ს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი ქალს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რასაც გრაფი სთხოვდა. ქალი რა თქმა უნდა დათანხმდა და როგორც ამბობენ, იმ ღამის შემდეგ მას მთელი 3 დღე არ შეეძლო დაჯდომა. მას შემდეგ კი საყვარლები ერთმანეთს გაურბოდნენ.

image


2. პეგი გუგენჰეიმი: კაზანოვას მემკვიდრე

როგორც ცნობილია, პეგი გუგენჰეიმს ჭეშმარიტად გიჟური სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. ის 2-ჯერ იყო დაქორწინებული და შვილები ორივე მეუღლისგან გააჩინა, მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანებია. ერთხელ მას ჰკითხეს მამაკაცების რაოდენობის შესახებ, რაზეც გუგენჰეიმმა უპასუხა: "ჩემს კაცებს გულისხმობთ თუ სხვებისას?" პეგის ბიოგრაფების თქმით, მას სიცოცხლეში ათასი საყვარელი მაინც ჰყავდა.

პეგის 200-გვერდიან ავტობიოგრაფიაში, „ხელოვნების მოყვარულის მოგონებები“, ხელოვნება თავისთავად საერთოდ არ არის ნახსენები პირველ 110 გვერდზე. რატომ? გუგენჰეიმ გადაწყვიტა წიგნის დიდი ნაწილი დაეთმო სასიყვარულო ისტორიებსა და სექსუალურ სიამოვნებებზე.

პეგის ჰქონდა ურთიერთობა ბევრ ცნობილ ადამიანთან - მხატვრებთან, დრამატურგებთან და მსახიობებთან. თუკი მათ შეცდენას გარეგნობით ვერ ახერხებდა, მაშინ ფულს იყენებდა. სიბერეშიც კი ეძებდა საკუთარ თავზე ბევრად უფრო ახალგაზრდას ინტიმური გართობისთვის. ცნობილია, რომ 75 წლის პეგი ფულს უცდიდა 25 წლის ბიჭებს მასთან ურთიერთობებისთვის.

ცნობისთვის, პეგი ისეთი ლამაზიც არ იყო, როგორც მისი შეგროვებული ნახატები. ჯექსონ პოლოკი ამტკიცებდა, რომ "სექსის დროს მისნაირმა პირმა პირსახოცი უნდა დაფაროს სახეზე". ქალს აკომპლექსებდა მისი დიდი და უშნო ცხვირი.image


3. ა
ფრიკელი დედოფალი


1583 წელს ნზინგა მბანდი ნგოლა დაიბადა ნდონგოს (თანამედროვე ანგოლა) და მბუნდუს მაშინდელი მმართველის ოჯახში.

პორტუგალიელები გამუდმებით იჭრებოდნენ ანგოლას ტერიტორიაზე, ნზიგას ძმა, იმ დროინდელი მმართველი ყოვლად უვარგისი გამოდგა ქვეყნის დაცვაში. მაგრამ როდესაც პორტუგალიელებმა დაიწყეს მასიურად ხალხის გაგზავნა ბრაზილიაში და მათი მონათმფლობელებისათვის მიყიდვა, მბუნდუს ტომმა დახმარება სთხოვა ნზინგას.დიდი ფიქრის გარეშე მან მოკლა თავისი ძმა, აიღო ხელში მმართველობის სადავეები და შეეცადა მტრებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეს მცდელობა გიჟური ჩანდა, რადგან იმ დროს პორტუგალია ერთ-ერთ უძლიერეს მსოფლიო ძალად ითვლებოდა. თუმცა ნზინგა 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ომს პორტუგალიელი დამპყრობლების წინააღმდეგ.

ამასთან, ქალი ცნობილი გახდა არა მხოლოდ სამხედრო მიღწევებით, არამედ სასიყვარულო ისტორიებითაც. ნზინგას არა მხოლოდ საკუთარი არმია, არამედ უზარმაზარი ჰარემიც ჰყავდა, რომელშიც ასობით კაცი ცხოვრობდა. დედოფალი ხშირად აიძულებდა მათ ქალების ტანსაცმლის მორგებას.

როგორც ლეგენდა ამბობს, ნზინგა ხშირად ვერ ირჩევდა იმ მამაკაცს, რომელთანაც ღამის გატარება სურდა. მან ეს პრობლემა თავისებურად გადაჭრა, ორი მამაკაცს სიკვდილამდე ბრძოლას აიძულებდა ერთმანეთთან.
გამარჯვებული მასთან მთელ ღამეს ატარებდა, დილით კი... კლავდნენ.

75 წლის ასაკში ნზიგამ გადაწყვიტა, რომ ჰარემი არარ სჭირდებოდა და დაშალა, 7 წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.

image


4. ესპანეთის მეფის, ფილიპე V-ს მეუღლეები

შუა საუკუნეებში ვერავინ გაბედავდა ქვეყნის მმართველისთვის უარის თქმას. მეფეებსაც უამრავი საყვარელი ჰყავდათ, გამონაკლისი ფილიპე V იყო. მართალია მას სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან უყვარდა და თუ სექსი რამდენიმე დღე არ ექნებოდა ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა, მაგრამ მორწმუნე კატოლიკე იყო, რელიგია კი კრძალავს მეუღლის ღალატს. მეფემ გამოსავალი მარტივად იპოვა. ცოლი ყველა საქმიან შეხვედრაზე დაჰყავდა იმ შემთხვევისთვის, თუკი უეცრად გართობა მოუნდებოდა. გარდა ამისა, მათ ერთ საწოლში ეძინათ, რაც იმ დროისთვის მიუღებელი იყო.

ფილიპე V- ს ორი ცოლი ჰყავდა: მარია ლუიზა სავოიელი და იზაბელა ფარნეზი. თითოეულმა ქალმა დიდი გავლენა მოახდინა ესპანეთის სახელმწიფოს მართვაზე. მარია მეფეზე იყო დაქორწინებული ომის დროს (1701 – დან 1714 წლამდე). ფილიპე ხშირად ეკითხებოდა რჩევას, თუ რა გადაწყვეტილების უნდა მიეღო მოცემულ სიტუაციაში. თუკი რჩევას ყურადრებას არ აქცევდა, მარია მასტან დაწოლაზე უარს ამბობდა. რამდენიმე საათის შემდეგ მეფე ნებდებოდას და გადაწყვეტილებას ცვლიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მარია სავოიელიც ძალიან იყო გატაცებული სექსით.

მაშინაც კი, როდესაც მარია ძალიან იყო ავად, უწევდა ქმრისთვის ესიამოვნებინა დღეში 2-3 ჯერ მაინც. როდესაც დედოფალი გარდაიცვალა, ფილიპე დეპრესიაში ჩავარდა და ქალებზე უარი თქვა. რამდენიმე თვეში კი იზაბელა ფარნეზი გაიცნო, რომელმაც ყველაფერი დაავიწყა.

image


5. ტალულა ბენკჰედი

1917 წელს 15 წლის ტალულა ბანკჰედმა გადაწყვიტა სკოლის მიტოვება სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იმ დროისთვის ის უკვე საკმაოდ გამოცდილი საყვარელი იყო. თუმცა მას მამაკაცები არ აინტერესებდა. ტალულამ პირველი სექსუალური გამოცდილება მიიღო დედათა მონასტრის სკოლაში სწავლების დროს.

იმ დროისთვის, როდესაც ტალულა ცნობილი გახდა, რასობრივი და, რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ურთიერთობები უკანონოდ ითვლებოდა და ისჯებოდა კანონით. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტალულასთვის, რომ სხვა ცნობილ ქალებთან გაება რომანი. მათ შორის იყვნენ გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი, ჰეტი მაკდენიელი, ბილი ჰოლიდეი.

ტალულა მალე დაიღალა მხოლოდ ქალებთან ურთიერთობებით და ყურადღება მამაკაცებისკენ მიიპყრო. როგორც ჩანს, მსახიობი ზედმეტად ზედაპირულად უყურებდა საყვარლების არჩვას: მან სექსუალური გზით გადამდები დაავადებების მთელი „ბუკეტი“ მიიღო, რის გამოც ექიმებს საშვილოსნოს ამოღება მოუწიათ.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კი ტალულამ ისევ განაგრძო მამაკაცების ხელთათმანებივით გამოცვლა.image



1
640
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
640
  
0 1 1