x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსამართლემ, რომელიც აშშ- ში შვილს ჩააკითხა და დარჩა, ამერიკაში მუშაობა დაიწყო

image

შვებულებაში წასულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მაია სვიანაძე აშშ-ში წავიდა შვილთან და იქვე დარჩა "ფეისბუქზე" პირველად ოქტომბრის თვის შემდეგ სტატუსი განაახლა, სადაც გვაუწყებს, რომ ნიუ-იორკში ახალ სამუშაოზე მოეწყო.

image


"გუშინ მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მაია სვიანაძემ დღეს უკვე მუშაობა დაიწყო აშშ-ში.


რაც მთავარია ფეისბუქი გააქტიურა, ოქტომბრის მერე ერთი სტატუსიც არ დაუდია და ბოლო საათებში 9 რაღაც დადო, მას შემდეგ რაც მე დავწერე მის წასვლის შესახებ. მოსამართლის თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს, "- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
გუშინ ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
56 წლის მაია სვიანაძე 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ამავე 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0