x
image
თუთიკო ბერძენა
დაუბრუნდება თუ არა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან "ქართულ ოცნებაში" გადაპარული კობახიძე მშობლიურ პარტიას?

image


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილს "ყველაზე დესტრუქციული პერსონის" ირაკლი კობახიძის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა პარტიის ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს შარლ მიშელის გზავნილი გადმოსცა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

როგორც ცნობილი გახდა, ივანიშვილი კობახიძეს ღარიბაშვილის მეშვეობით დაეკონტაქტა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსთხოვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

ამასობაში საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ კობახიძე პოსტიდან გადადგომის შემთხვევაში საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ითხოვს, თუმცა რამდენად დააკმაყოფილებენ მის თხოვნასა თუ მოთხოვნას, არავინ იცის.


კობახიძემ, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ნინო ბურჯანაძის პარტიიდან გადაიპარა, შესაძლოა ამასობაში ახალი პარტიაც მოიძიოს. საინტერესოა, დაიბრუნებს თუ არა ევროკავშირისგან წუნდებულ პერსონას მშობლიური პარტია

2
895
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
895
  
2021, 6 აპრილი, 13:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 6 აპრილი, 13:27
ბურჯანაძე პოლიტიკოსად, რომ გვყავს ამიტომაც ვართ "კარგ" დღეში.
აშკარა რუსეთუმეა...
0 1 2