x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ლამაზმანი ბლოგერი გაშიშვლდა თქვენს გამო, რომ შეწყვიტოთ წუწუნი და პრეტენზია
ფიტნეს ბლოგერმა ეშლი მოლსტედმა გადაიღო ორი ძალიან გულახდილი ფოტო, რომელზეც ის ნახევრადშიშველი პოზირებდა. მსგავსი ფოტოს მოტივი იყო ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი და იგივე სხეული გადაღების რაკურსებიდან გამომდინარე.



image


რა შედეგი მიიღო?


როგორც უკვე გითხარით, ცნობილმა ბლოგერმა ეშლი მოლსტედმა გადაიღო ორი ფოტო. ერთ-ერთ მათგანზე მან ხელები ზევით ისე ასწია, რომ კანი და სხეული დაჭიმული ყოფილიყო. მეორე ფოტოზე ის უბრალოდ ჩამოჯდა და ხერხემალი ოდნავ წამოხარა წინ, მუხლზე კი ერთი ხელით ჩამოეყრდნო.



მან საკუთარ ბლოგში ამ ორ ფოტოს განხილვას თემაც მიუძღვნა: "ერთი და იგივე სხეული ორ ფოტოში", დიახ, ორივე ფოტოზე მე ვარ. ვიცი თქვენ სხვაგვარად წარმომიდგენდით, თუმცა მე ახლა ჩემი პროფესიონალური მხარეც განახეთ და დროა ამაზე ღიად გამოვხატო ჩემი აზრი და გაჩვენოთ ჩემი რეალური სხეული. ბოლოს და ბოლოს, რეალური ხომ სწორედ ასეთია - დაწერა ბლოგერმა.



image



ეშლიმ გადაწყვიტა თავისი ხელმომწერებისთვის ეჩვენებინა თავისი რეალური სხეული - ფოტო ფილტრების, პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოშოპის გარეშე.



კი, მაგრამ რატომ? მას სურს ახალგაზრდა გოგონებმა და ბიჭებმა ისწავლონ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის დაფასება. და მათ შეაჩერონ ხელოვნური იდეალებისკენ სვლა, რომლებიც ფართოდ გაიზარდა პრიალა ჟურნალებსა და სოციალურ ქსელებში, რაც უბიძგებს ახალგაზრდებს იცხოვრონ მხოლოდ ამ სტანდარტებით.



image


"მე მსურს შევწყვიტო თქვენში სურვილი, რომელიც სავსეა მოლოდინებითა და "სტანდარტების უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ" ყოფნით. შეწყვიტეთ საკუთარი თავისგან შეუძლებელის მოთხოვნა. ნამდვილი ჯადოსნობა სწორედ მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ თავს ვიღებთ ისეთს, როგორიც ვართ სინამდვილეში. ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი რაკურსის დროს უნდა აუცილებლად იყოთ საკუთარი თავი, რამე თუ, ნებისმიერ ადამიანს აქვს ცელულიტი, ნაოჭი, ზედმეტი წონა და არაიდეალური სხეული და ამის არ უნდა გრცხვენოდეთ" - წერს ბლოგერი Ashley Molstead.




0
388
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0