x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სისხლიანი ქორწილი» და სადილი მუმიებთან

კოლექციონერობის სურვილი, ალბათ, ადამიანის გაჩენასთან ერთად გაჩნდა. თუმცა, შუა საუკუნეებში, როდესაც მაგ., მარკები, სამკერდე ნიშნები, ასანთის კოლოფები და მსგავსი რაღაცეები ჯერ კიდევ არ არსებობდა, იშვიათი ნივთების შეგროვება ადვილი არ იყო. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად, რაღაცის შეგროვება მაინც რომ შეეძლოთ... მაგ., გვირგვინოსნები სამკაულებს, საომარ აბჯარს, იარაღს ან საყვარლებს აგროვებდნენ. ხოლო, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I, იგივე ფერანტემ (1423–1494 წწ.) მუმიების შეგროვება გადაწყვიტა. საინტერესო კი ის არის, რომ ირგვლივმყოფებმა, მათ შორის დედოფალმაც, მეფის უცნაური «გატაცების» შესახებ იცოდნენ. თუმცა, ამ ფაქტს არ აპროტესტებდნენ. შესაძლებელია, ეშინოდათ კიდეც, რომ თავადაც ამ საშინელი კოლექციის «ექსპონატები» არ გამხდარიყვნენ...


image


ნეაპოლის მეცხრე მეფე, ფერანტე ტახტზე მამის ანდერძის თანახმად ავიდა. თუმცა, მისმა გამეფებამ დიდგვაროვნების უმრავლესობის პროტესტი გამოიწვია, რადგან ის მეფის უკანონო შვილი იყო.


imageფერდინანდ I


ცნობილი არ არის, თუ როდის გადაწყვიტა ფერდინანდ I თავისი მტრების გვამების «შეგროვება», მაგრამ სულ ცოტა ხანში, მის კოლექციაში და მინი მუზეუმში, ათამდე «ექსპონატი» იყო. ეს საშინელი კოლექცია დიდი ხნის მანძლიზე რომ შენახულიყო, მიცვალებულების მუმიფიცირება იყო საჭირო, რასაც XV საუკუნეში ნაკლებად მიმართავდნენ. მაგრამ, სამეფო კარის ექიმებს შორის, ამის მცოდნეებიც გამონახეს... ხოლო, «კოლექციის» შესანახად, სპეციალური დარბაზი გამოიყო, რომელშიც მეფის ყოფილი ოპონენტები, საკუთარ სამოსში გამოწყობილნი, ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ «ისხდნენ».


imageფერდინანდ I ერთ–ერთი გამოსახულება


გადმოცემის თანახმად, მეფე საკუთარი კოლექციით ამაყობდა, თავის «მუზეუმს» ხშირად სტუმრობდა და სასახლის სტუმრებისთვის «საექსკურსიო ტურებსაც» აწყობდა. ხანდახან კი, სადილს იმ სუფრასთან მართავდა, რომელთანაც მუმიები ისხდნენ. ასე ფერდინანდს შეეძლო, რომ საკუთარი გამარჯვებით სრულად დამტკბარიყო.
მაგრამ მეფემ, ამგვარი საქციელით, ყველას დაშინება მაინც ვერ შეძლო. დიდგვაროვნების ერთმა ნაწილმა არჩევანი ტახტის პოტენციურ პრეტენდენტზე რენე ანჟუელზე (1409–1480 წწ.) შეაჩერა, რომლის შვილმა დაქირავებული მეომრების რაზმი შექმნა და მეფის წინააღმდეგ არაერთხელ გაილაშქრა.
ამბოხი და არეულობა მრისხანე მეფის სამფლობელოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და პრაქტიკულად, არასდროს შეწყვეტილა. ყველა ამბოხებებს რომის პაპიც კი უჭერდა მხარს... და მაშინ, ფერანტემ საკუთარი თავი სრულად გამოამჟღავნა: ჯერ ოპონენტებთან მყიფე ზავი დადო და ყველა დიშვილის ქორწილში დაპატიჟა. ასე მან მოწინაღმდეგეების უმრავლესობა სასახლეში შეიტყუა. ხოლო შემდეგ, «სისხლიანი ქორწილი» მოაწყო – ყველა სტუმარი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს...


imageკასტელ ნუოვოს სასახლე, ადგილი სადაც XV საუკუნეში «სისხლიანი ქორწილი» გაიმართა


მიუხედავად იმისა, რომ ეს ხოცვა–ჟლეტვა დინასტიისთვის დამღუპველი აღმოჩნდა, თავად ფერდინანდ I ცხოვრება მშვიდად, ოჯახურ გარემოში (მას 2 მეუღლისგან 8 შვილი ჰყავდა) დაასრულა.

მრისხანე მეფის გარდაცვალების შემდეგ, ყველა დაფარული უკმაყოფილება თავს ალფონსო II დაატყდა, რომელიც ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ, ავიდა.
რომის პაპმა «თვითმარქვია გვარი» ეკლესიიდან განკვეთა, ხოლო ფეოდალებს უკანონო დინასტიის დამხობისკენ მოუწოდა. ფერდინანდ I გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში, ნეაპოლმა დამოუკიდებლობა დაკარგა და ესპანეთის ჰაბსბურგების დინასტიის მფლობელობაში გადავიდა.

imageimageimageimageimageimageimage







0
243
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0