x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ახალი დროის კოლონიალიზმი - ბლუმბერგის ბრძოლა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების წინააღმდეგ
image


მაიკლ ბლუმბერგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და ის Forbes-ის 2020 წლის მსოფლიოს მილიარდელთა სიაში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.


80-90-იან წლებში ფილანთროპი აქტიურად ჩაერთო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი მაიკლ ბლუმბერგის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე შეზღუდვების დაწესების პროცესში.


მილიარდელის საქმიანობისა და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის Bloomberg Philantrophis-ის “კოლონიალისტურ მიდგომებს” ამერიკელი ჟურნალისტი მიშელ მინტონი RegularWatch-ის ერთ-ერთ ეპიზოდში აკრიტიკებს.



“მაიკლ ბლუმბერგი სოლიდურ დონაციებს ახორციელებს ისეთ ჯანდაცვის ორგანიზაციებში, რომელთა მეშვეობით ის შეძლებს, გავლენა მოახდინოს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების საკანონმდებლო პროცესებზე”, - ამბობს მიშელ მინტონი.


ჟურნალისტის განმარტებით, ფილანთროპის ორგანიზაციიდან ფინანსდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელსაც “ბლუმბერგის თამბაქოს მოხმარების შემცირების ინიციატივის” ფარგლებში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება აქვს მიღებული, ხოლო 2.5 მილიარდი დოლარი - სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის.


“განხორციელებული შემოწირულობების შედეგად ბლუმბერგი ჯანმოს არაგადამდებ დაავადებათა ამბასადორის სტატუსის მფლობელი გახდა. ჯანმო იზიარებს ფილანთროპის სურვილებს, უარყოფს სამეცნიერო მტკიცებულებებს და ეწინააღმდეგება უკვამლო პროდუქტების მოხმარებას”, - ამბობს ჟურნალისტი.


მიშელის განცხადებით, ჯანმო ხელს უწყობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საკანონმდებლო ორგანოებზე განხორციელებული ზეგავლენის შედეგად ცდილობს, აკრძალოს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება მაშინ, როდესაც არ ითვალისწინებს ტრადიციულ სიგარეტებზე მსგავსი მკაცრი პოლიტიკის გატარებას.


ბლუმბერგის მთავარ სამიზნეს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები წარმოადგენს, სადაც მსოფლიოს მწეველთა 80% ცხოვრობს. მიზეზი მარტივია - განვითარებად ქვეყნებს არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სისტემა და ისინი მოწყვლადები არიან ნებისმიერი ფინანსური დახმარებისა თუ ჯანდაცვის ექსპერტიზისადმი.


აღსანიშნავია, რომ დაფინანსების გაცემას თან ახლავს გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფოები და შემოწირულობის მიმღები ორგანიზაციები დაემორჩილებიან შემომწირველთა სურვილებს.


ამას მოწმობს ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორებიც არის: ინდოეთი, ფილიპინები, მექსიკა, ვიეტნამი... სხვადასხვა სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.


“ფილიპინების FDA-მ აღიარა, რომ ისინი Bloomberg Initiative-ისა და The Union-ის (ბლუმბერგის მიერ დაფინანსებული) ფონდიდან იღებდნენ დაფინანსებას, რათა მხარი დაეჭირათ ქვეყანაში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე აკრძალვების დაწესებისთვის”, - განაცხადა მიშელ მინტონმა.


ჟურნალისტის განმარტებით, ბლუმბერგი და მისი გუნდის წევრები არ ითვალისწინებენ კონკრეტული სახელმწიფოებისა და მათი მოსახლეობის სურვილებსა და მოთხოვნილებებს, თავს ახვევენ საკუთარ შეხედულებებს და აიძულებენ, იმოქმედონ მათი მიზნებისა და სურვილების შესაბამისად.


“ბლუმბერგი იყენებს პატერნალისტურ მიდგომას და ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. მისი მთავარი მიზანია, მოხდეს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარების პრევენცია, მთელი მისი დაფინანსება ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული და არ ითვალისწინებს, რომ ამ ქვეყნებში ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ”, - ამბობს მიშელ მინტონი.


მისივე თქმით, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე წვდომის ხელშეწყობას აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


“ეს არის კოლონიალიზმის ახალი ფორმა. იარაღის ნაცვლად ახლა მთავარ ინსტრუმენტს ფული წარმოადგენს. მისი მეშვეობით, მდიდარი და გავლენიანი პირები თუ ორგანიზაციები ჩართულნი არიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზეგავლენას ახდენენ საკანონმდებლო პროცესებზე, ეს კი ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს”, - ამბობს მიშელ მინტონი.


ბლუმბერგის მიდგომა ფილანთრო-კოლონიალიზმის ახალი ფორმაა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი მეშვეობით, ფილანთროპი არალეგალურად აფინანსებს სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოს იმისათვის, რომ განახორციელოს ანტი-თამბაქოს პოლიტიკა და ხელი შეუწყოს ახალი, თამბაქოს ინოვაციური მოწყობილობების გავრცელების პრევენციას.


(R)


0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0