x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა არის "თეთრი ხმაური" და გეხმარებათ თუ არა იგი ძილში? - იხილეთ კვლევის შედეგები

image





















თითქმის ყველა ადამიანი როცა საუბრობს "თეთრ ხმაურზე", გულისხმობს ნებისმიერ უწყვეტ ხმაურს, რომელიც ბლოკავს სხვა ხმებს, ან უბრალოდ დამამშვიდებლად გამოიყურება.

"ლაივ საიენს"-ი განმარტავს, რომ თეთრი ხმაური ყველა ხმის სიხშირის ერთობლიობა, კომბინაციაა, რომლის დაჭერაც ადამიანის სმენას შეუძლია 20-დან 20 000 ჰერცამდე ფარგლებში. ამის გამო ისინი ერთი და იმავე ამპლიტუდით წარმოგვიდგება.

სიხშირე, რომელიც წამში ტალღის რაოდენობას აღწერს, ითვლის, თუ რამდენჯერ მეორდება ტალღა წამში, განსაზღვრავს ხმის სიმაღლეს. ამპლიტუდა, ანუ თითოეული ბგერის სიმაღლე უკავშირდება ბგერის მაღალ ხმოვანებას. წარმოიდგინეთ ფორტეპიანო, რომელსაც თითოეული ტონისათვის აქვს ცალკეული ცალკეული გასაღები (კლავიში), რომლის დაჭერაც ადამიანის სმენას შეუძლია. თუ თქვენ უწყვეტად და ერთდროულად დააჭერთ ყველა კლავიშს ერთი და იმავე ძალით (ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჟღერდეს დანარჩენებზე მაღლა), თქვენ მიიღებთ რაღაც თეთრი ხმაურის მსგავსს.

ვარდისფერი ხმაური, თეთრი ხმაური და ყავისფერი ხმაური

ამდენად, თეთრს ხმაურს ასე ეწოდება იმიტომ, რომ თეთრი ფერის ეს ბგერითი ეკვივალენტი წარმოადგენს ყველა სინათლის ტალღის კომბინაციას, რომელთა დანახვის უნარი ადამიანებს აქვთ, მაგრამ ეს არაა ერთადერთი ფერადი ხმაური. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ხმაურში ყველა სიხშირეს აქვს ერთი და იგივე ამპლიტუდა, ადამიანის ტვინი, როგორც ცნობილია, განწყობილია უფრო მაღალ სიხშირეებზე - ამრიგად, თეთრი ხმაურის უფრო მაღალი ხმები შეიძლება, ჟღერდეს ოდნავ ხმამაღლა, ვიდრე მათი დაბალსიხიშირიანი ანალოგები. სხვა სიტყვებით, ზოგს შეიძლება, ეგონოს, რომ თეთრი ხმაური ფრთხილად, ნაზად ჟღერს, რათა იყოს დამამშვიდებელი. ამ მიზეზით, ხმის ინჟინრებმა შექმნეს მრავალი სხვა სახის ხმაური, რომლებიც ამ ეფექტის ჩახშობას უწყობენ ხელს.










image











ვარდისფერი ხმაური, ასევე, ყველა ადამიანის სმენის მიერ აღქმადი სიხშირის კომბინაციაა, მაგრამ სიხშირეების ამპლიტუდები მცირდება სიხშირეების გაძლიერებასთან ერთად. შედეგად დგება უფრო ღრმა, რბილი ხმის ნაკადი, რომელიც ნაწილობრივ ჰგავს შხაპს.

ყავისფერ ხმაურში ამპლიტუდები კიდევ უფრო მცირდება. სხვათაშორის, ყავისფერ ხმაურს საერთო არაფერი აქვს ფერთან - ის უკავშირდება რობერტ ბრაუნის (რომლის გვარი "ბრაუნი" რუსულად ითარგმნება, როგორც "ყავისფერი") სახელს. ესაა მე-19 საუკუნის შოტლანდიელი ბოტანიკოსი, რომელმაც შეისწავლა მიკროსკოპული ნაწილაკების შემთხვევითი, უწყვეტი მოძრაობა. ეს მოძრაობა ცნობილია, როგორც "ბრაუნის მოძრაობა", ხოლო ყავისფერ ხმაურს ზოგჯერ "ბრაუნის ხმაურსაც" უწოდებენ.

შეიძლება, თუ არა თეთრი ხმაური ძილში დაგეხმაროთ?

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, რომ თეთრი ხმაური (ნებისმიერი რამ, რაც ფერს უკავშირდება) დაგეხმარებათ სიზმრების სამყაროში გამგზავრებასა და იქ დარჩენაში, ძილში, რეალურად ყველაფერი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული. "ბიოლოგიურად თქვენ არ გჭირდებათ ეს ხმაური დასაძინებლად", - განმარტავს მაიკლ გრანდერი, არიზონას უნივერსიტეტის ძილისა და ჯანმრთელობის კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი. - მაგრამ თუ თქვენ მას გამოიყენებთ ყოველღამე, თქვენ მიეჩვევით მას და მის გარეშე ნორმალურად ვერ შეძლებთ დაძინებას".

თეთრ ხმაურს ნამდვილად შეუძლია სხვა ხმების დაბლოკვა, რომლებიც გაღვიძებენ თქვენ, ან პირველივე მცდელობაზე დაძინების საშუალებას არ გაძლევენ. ის, რომ ჭრაჭუნა კიბემ, ან ავტომობილის სიგნალიზაციამ შეიძლება, გაგაღვიძოთ თქვენ, ამის მიზეზი არაა ხმის სიძლიერე, არამედ, არამედ მოულოდნელობა და შეუსაბამობაა. თეთრი ხმა უწყვეტია და მოიცავს ყველა აღქმად სიხშირეს, რის გამოც მასში სხვა ხმები იკარგება.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0