x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მწვანეთმიანი კუ მდინარე მერიდან გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიყვანეს

image













მწვანეთმიანი კუ მდინარე მერიდან ესაა კუს ერთ-ერთი უნიკალური სახეობა, რომელიც წყალქვეშ სუნთქავს სასქესო ორგანოს გამოყენებით.

გლობალური დათბობა ზემოქმედებს ზღვის კუს სახეობრივ მრავალფეროვნებაზე. ამასთანავე, ადამიანის საქმიანობა და მისი შედეგებიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეწარმავლის სახეობების შენარჩუნებას. თვალსაჩინო მაგალითია მწვანეთმიანი კუ, რომელიც ადამიანთა სიხარბის მსხვერპლი გახდა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეწარმავლებს შორის 29-ე ადგილს იკავებს.

მწვანეთმიანი კუები ბინადრობენ ავსტრალიაში, მდინარე მერი-ზე და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის კარგად ნაცნობია. მასობრივი დაჭერის წყალობით, 60-70-იან წლებში მწვანეთმიანი კუ გახდა პოპულარული შინაური ცხოველი ავსტრიელთათვის. მხოლოდ ბოლო ათწლეულში (2018 წლის მდგომარეობით) მონადირეებმა ველური ბუნებიდან 15 000 კვერცხი აიღეს, რის გამოც მწვანეთმიანი კუს სახეობა ახლა გადაშენების ზღვარზეა. ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ იგი გადაშენების პირას მყოფ ქვეწარმავლებს შორის 29-ე ადგილზე შეიყვანა. კუს ეს სახეობა უნიკალურია. არის საშუალო სიგრძით 40 სანტიმეტრი; თავზე აქვთ მწვანე თმის მსგავსი გამონაზარდები და ორიც ნიკაპზე, წვრილი თითების მსგავსი.











image

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0