x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508478
სოლომონის სამკუთხედი - მაგების განუყრელი ატრიბუტი დემონების განსადევნად
image

სოლომონის სამკუთხედია ახსნა:

ღმერთი რომ მხოლოდ ერთი ყოფილიყო, ის ვერასდროს იქნებოდა შემოქმედი ან მამა. თუ ის ორი იქნებოდა, იქნებოდა უსასრულო ანტაგონიზმი ან დაყოფა, და იქნებოდა ყველაფრის გაყოფა ან სიკვდილი, ამიტომ ის არის სამი, რათა შექმნას საკუთარი თავისგან და თავისივე მსგავსებით უსასრულო სიმრავლე არსებებისა და რიცხვებისა.

ამრიგად, იუდეველებს მიაჩნიათ რომ ღმერთი თავისთავად ერთია სამში და იუდეველები მასში ხედავენ საკუთარ თავში სამმაგს:ერთს მას, მეორეს- გონებით და მესამეს -სიყვარულით.


მათ მიაჩნიათ, რომ რაც ზევით არის მსგავსია ან ტოლია იმისა, რაც არის ქვევით.

სამყაროს იერარქიულ ანალოგიაში სამი შესაბამისია: 1. ბუნებრივი ან ფიზიკური სამყარო, 2.სულიერი ან მეტაფიზიკური სამყარო და3. სულიერი თუ რელიგიური სამყარო.

ამ პრინციპიდან მოდის სულების იერარქიაც, რომელიც დაყოფილია სამ კატეგორიად და ეს კატეგორიებიც, თავის მხრივ, იყოფა სამად.

ეს მორწმუნისთვის საიდუმლოებაა და აბსოლუტურ და რეალურ მეცნიერებებში ინიცირების ლოგიკური აუცილებლობაა.

მაგიურ სამკუთხედს დიდი ხანია იყენებენ მაგები ბოროტი სულებისა და მათი მანიფესტაციების გასაკონტროლებლად ფიზიკურ სამყაროში. სოლომონის კლასიკური სამკუთხედი არის შავი და თეთრი, სამი ღვთიური სახელი მისი კიდეების გასწვრივ წითლად არის გაკეთებული შავზე, ხოლო წრე ცენტრში არის მუქი მწვანე.


image

სამკუთხედის სიმბოლო მიგვანიშნებს ფიზიკურ სამყაროში მანიფესტაციაზე, რადგან მინიმუმ სამი წერტილია საჭირო ადამიანის თვალისთვის გეომეტრიული ფიგურის აღსაქმელად. ეს არის შერიგების რიცხვიც: ორი საპირისპიროს შერიგებისათვის ყოველთვის საჭიროა რაღაც შუამავალი, ორი პოლუსის შერიგება და დაკავშირება. ამ სამკუთხედის დახმარებით, დემონური არსება თავს იჩენს ფიზიკური ფორმით, რაც მოითხოვს მაგის მნიშვნელოვან ცოდნას და თვითკონტროლს.



0
93
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0