x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ტროლეიბუსის მძღოლმა გოგონა სუციდისგან იხსნა,თუმცა გაოცებულია ხალხის გულგრილობით
imageმძღოლის თქმით, მას მოუწია გაჩერება და ახალგაზრდა გოგონას დაჭერა, რადგან მოძრაობის ყველა მონაწილე გულგრილად მოძრაობდა აქეთ-იქით.


ქალაქ ომსკში, ტროლეიბუსის მძღოლმა ბოლო მომენტში დაიჭირა გოგონა, რომელიც კომსომოლსკის ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა. შემთხვევა 30 მარტის დილით მოხდა.

38 წლის ალექსანდრე ტატარენკო №4 ტროლეიბუსის ჩვეულ მარშრუტს მართავდა და ხიდზე მან შენიშნა გოგონა, რომელმაც გაიხადა ქურთუკი, იქვე დაკიდა, მოაჯირზე გადაძვრა და ფატალური ნახტომისთვის გამბედაობას იკრებდა.

image


"გახდილი იყო, ყვითელი კოფთა ეცვა და ყველაფერი დანარჩენი ხიდზე ეკიდა - ზურგჩანთა და ქურთუკი. გავჩერდი და მისკენ გავიქეცი. მას უბრალოდ გადახტომა უნდოდა, მოაჯირიდან გადავიდა, მაგრამ მისი დროულად დაჭერა მოვახერხე და უკან ამოვათრიე.... მაშინვე გადმოვხტი... მექანიკურად ”, - განაცხადა მან.

image

ტროლეიბუსის მძღოლს, როგორც კი გაიაზრეს რა ხდებოდა, მყისიერად რამდენიმე მამაკაცი მგზავრი მიეხმარა. ისინი დაეხმარნენ ალექსანდრეს 25 წლის გოგონა დაეკავებინათ, რომელიც ყვიროდა "რატომ? გამიშვით!" იგი ტროლეიბუსში გადაიყვანეს, ტატარენკომ მგზავრებს სთხოვა, თვალი არ მოეშორებინათ გოგონასთვის, რათა არ გაქცეულიყო. რამდენიმე მამაკაცი გოგონას ნებაყოფლობით დაემგზავრა ბოლომდე.

image

ალექსანდრემ მომხდარი ინციდენტი სადისპეტჩეროს გადასცა, თვითონ კი გააგრძელა მარშრუტი ბოლომდე-რკინგზის სადგურამდე, სადაც გადარჩენილ 25 წლის გოგონას პოლიციისა და დეპოს თანამშრომლები უკვე ელოდნენ.


ტატარენკომ აღიარა, რომ მან პირველად გადაარჩინა ადამიანი და ამ შემთხვევის შემდეგ "ცოტაოდენი შოკი მიიღო". მამაკაცმა უკიდურესად გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ბევრმა დაინახა რაც ხდებოდა, მაგრამ გულგრილად გვერდს უვლიდა, ზოგიერთმა კი, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მოემოქმედებინდა, მობილური ტელეფონი ამოიღო და გადაღება დაიწყო.

0
139
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0