x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აბსოლუტურად უწყინარი, ორაზროვანი ფოტოები, რომლებიც პოზიტივით აგავსებთ
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.


ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.



image



ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა. თუმცა, ბავშვები ყველაზე სუფთა არსებები, პოზიტივისა და ენერგიის წყაროები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ გულწრფელობა ყველგან და ყველაფერში.



დღევანდელ სტატიაში, სწორედ მათ გულწრფელობაზე მინდა გახალისოთ და წარმოგიდგინოთ უწყინარი ორაზროვანი ფოტოები, სადაც პატარებმა საკუთარი აზრები თუ განცდები გამოხატეს.




1. "დისნეი-ლენდში" ქალიშვილმა სთხოვა დედას აღებეჭდა ფოტოდ მომენტი, როდესაც ის მის საყვარელ გმირს კოცნის. აი შედეგიც. image




2. ფოტო-ბომბა შემთხვევების ისტორიაში. image





3. "ჩემს პატარა ძმას სურდა, რომ "ჰელოუინზე" დინოზავრი ყოფილიყო. image




4. ჩემი ექვსი წლის შვილიშვილი დარბოდა "ამით" ხელში და ყვიროდა, მე ვიპოვე "ოქროს ბილეთი", რაშიც ფილმს "ჩარლი და შოკოლადების ქარხანას" გულისხმობდა. image





5. მომენტი, როცა გშია. image




6. ზუსტად საჭირო ადგილას... image





7. ჩემი მეგობრის ბავშვი, ფოტოს გადაღებისას, ყველა პრინცესას მკერდზე კიდებდა ხელს. image





8. როდესაც ცნობისმოყვარეობამ გძლია. image



1
273
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
273
  
2021, 4 აპრილი, 13:59
მიყვარს პატარები, ეროვნების და რასის განურჩევლად.
0 1 1