x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სარკე საძინებელში საშიშია! იცოდით, რატომ?
სარკე მხოლოდ თავის მოსაკაზმად როდი გამოიყენება, დიდი ხანია არსებობს მასზე წარმოდგენა, რომ ტელეპორტაციის და სხვა დიდი ენერგიის ძალიან კარგი წყაროა. სარკესთან ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა რიტუალები და მკითხაობები. გჯერათ თუ არა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა თქვენი პირადი აზრი და საქმეა, თუმცა რასაც ახლა გეტყვით, ნამდვილად ღირს გასათვალისწინებლად.


არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად არ უნდა დავიძინოთ სარკის პირისპირ, რადგან ძილის შემთხვევაში, როდესაც დაუცველი ვართ, მას შეუძლია წაგვართვას მთელი დადებითი ენერგია. სარკეს არა მხოლოდ ჩვენი ვიზუალის არეკვლა შეუძლია, ის ასევე ირეკლავს სულს, ამიტომ თუ მას ნეგატივს ვუგზავნით, საპასუხოდ ვიღებთ ნეგატივს. ასე, რომ არ შეიძლება ჩხუბი, ლანძღვა, ტირილი და ისეთი სიტყვების წარმოთქმა სარკის წინ, რომელთაც გამანადგურებელი ძალა აქვთ.


image




წინასწარმეტყველების თქმით, საძინებელში სარკის არსებობა ნამდვილად ცუდი იდეაა, რადგან ის უარყოფით საგნად ითვლება. დღევანდელ სტატიაში კი შეიტყობთ, ასევე "მათი" თქმით, თუ რატომ არ შეიძლება სარკესთან ძილი და როგორ მოვათავსოთ ის სწორად ოთახში?




თანამედროვე ბინების მაცხოვრებელთა უმრავლესობას სურს მოცულობითი ოთახები და უქონლობის შემთხვევაში ცდილობენ ის ვიზუალურად მაინც გააფართოვონ, რაშიც სარკეები კარგად ეხმარებათ. სარკიანი კარადები და სხვა ავეჯი, ქმნიან საინტერესო დიაზაინს და დღეს ძალზედ აქტუალურია. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ სარკის განთავსება ყველა ოთახში არ შეიძლება და სჯობს მიიღოთ სიფრთხილის ზომები.


წინასწარმეტყველების მიერ გადმოცემული სწავლებების თანახმად, საძინებელი არ არის ის ადგილი, სადაც შეგიძლიაც სარკის განთავსება. საძინებელი, ეს არის ოთახი, სადაც ადამიანი იძინებს და მაშასადამე ფიზიკურად თუ სულიერად ისვენებს. ფენ-შუის მიხედვითაც, ადამიანი ძილში თავისუფლდება ყველა ნეგატიური ენერგიისგან, რომლებიც დღის მანძილზე დაუგროვდა, სარკე კი ამ ყველაფერს შთანთქამს და შემდეგ კვლავ უბრუნდება უკან. სარკე, ასევე არის პორტალი სხვა სამყაროსთან კავშირისთვის.



image



არსებობს სხვა მრავალი მოსაზრება სარკესთან დაკავშირებით, ერთ-ერთის თანახმად, რომელიც ძალზედ იყო გავრცელებული ანტიკურ პერიოდში, მიაჩნდათ, რომ სარკე გვართმევდა ენერგიას, სწორედ ამიტომ იყო უწინ, რომ წლამდე ასაკის ბავშვებს სარკეში არ ახედებდნენ.


ფენ-შუის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუ საძინებლის სარკეში ირეკლება წყვილის საწოლი, ეს ცუდის ნიშანია, რადგან შეიძლება საქმე ღალატამდე ან ჩხუბამდე მივიდეს. თუ საწოლში მხოლოდ ერთ ადამიანს სძინავს, მას უიღბლობა ემუქრება. ასევე არ აქვს მნიშვნელობა სარკეში ბოლომდე იხედებით თუ გარკვეული ნაწილით, მას იგივე უარყოფითი ენერგია აქვს.




თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ არის და სარკე უნდა იყოს საძინებელში, არსებობს ზომები, რომლის დაცვითაც თავიდან აიებთ მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს.




პირველ რიგში, კარგი იქნება თუ ისე იქნება დადგმული თუ დაკიდებული სარკე, რომ მასში კარი ან საწოლი არ ირეკლებოდეს. ასევე, კარგი იქნება თუ მას ექნება მრგვალი ან ოვალური ფორმა, რადგან ის თავს აგარიდებთ პორტაციას, რადგან როგორც წესი ოთხკუთხედი სარკის შემთხვევაში, ამის ალბათობა დიდია. (ვიცით, რომ კარის ფორმის სარკეები იყო კარი სხვა სამყაროსთან დასაკავშირებლად პორტაციის მეშვეობით) თავიდან მოიცილეთ სარკე, რომელიც დიდი ხნის არის და გარკვეული ისტორია აქვს. ძირითადად კი ანტიკვარული სარკეები, რომლებიც დიდი ხნისაა და წესიერად მათი პატრონების ისტორიები არ არის თქვენთვის ცნობილი - არ იცით, იყო თუ არა ის ბედნიერი; მოიკლა თუ არა მის წინ ვინმემ თავი და ა, შ. ასევე, შეგიძლიათ ღამე ძილის წინ სქელი ქსოვილი ჩამოაფაროთ სარკეს და ისე დაიძინოთ, ეს თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ საფრთხეს.



image



შენიშვნა: სარკეები, რომლებიც კარადებს აქვს შიგნიდან და მას კარი ფარავს მანამ, სანამ არ გააღებთ, საშიშად არ ითვლება.



0
63
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0