x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება,მით უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნება მსოფლიოს და გადაშენდებიან თუ არა ევროპელები?
image

შვედი მეცნიერების გათვლებით, მოსახლეობის შემცირებით მიღებული სარგებელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ყველა სხვა ღონისძიება, რომლებიც გარემოს დაცვას ითვალისწინებს.




2019 წლის მარტი, ლონდონი. ორგანიზაცია Extinction Rebellion აქტივისტები დაუნგინ სტრიტზე სისხლს ასხამენ.რა თქმა უნდა ნამდვილი სისხლი არ არის. ისინი ამბობენ, რომ ეს ჩვენი შვილების გარდაუვალი დაღუპვის სიმბოლოა და არა მარტო შვილების, ასევე შვილიშვილების, შვილთაშვილების და ა.შ. და ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების გამო ხდება.

გზავნილი ასეთია: რაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, მით უფრო ცუდია ეკოლოგია, რაც ნიშნავს, რომ ბავშვების გაჩენით მომავალ თაობებს ვუმზადებთ ტანჯვას და ნაადრევ სიკვდილს. ამიტომ უმჯობესია შვილები საერთოდ არ გყავდეს, ვიდრე დამნაშავე იყო კაცობრიობის თვითგანადგურებაში.


image

ერთ-ერთ ამ დემონსტრაციას ესწრებოდა 33 წლის ბრიტანელი ქალი ბლაიტ პეპინო(Blythe pepino-ქვემოთ ფოტოზე), რომელიც მხოლოდ ქორწინებასა და ოჯახზე ფიქრობდა. იგი იმდენად შეძრწუნებულია მოსალოდნელი აპოკალიფსით, რომ პარტნიორს განუცხადა: შვილი არ ეყოლებოდათ. უცნობია, რა რეაგირება მოახდინა ამ მამაკაცმა მაგრამ ბლიტი გახდა ცნობილი ადამიანი: მან დააარსა მოძრაობა BirthStrike და მოუწოდა ყველა მომხრეებს არ იმშობიაროს მანამდე, სანამ გლობალური დათბობა არ გაჩერდება. მისი მომხრეები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ისინი არ ეწევიან უშვილობის პროპაგანდას და საერთოდ არ მოუწოდებენ უშვილობას, მათი ამოცანაა უზრუნველყონ, რომ კაცობრიობამ აღიაროს მოსალოდნელი ეგზისტენციალური კრიზისი.

image

მსგავსი განცხადებები ისმის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, აი რას ამბობს ამერიკელი კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო-კორტესის მხრიდან.(ქვემოთ ფოტოზე)


"მთლიანობაში მეცნიერებამ ერთსულოვნად დაასკვნა, რომ ჩვენი ბავშვების ცხოვრება ძალიან რთული იქნება, რის გამოც ახალგაზრდებს ლოგიკური კითხვა უჩნდებათ: ნორმალურია, რომ შვილი ვიყოლიო?"

image

2017 წელს ლუნდის უნივერსიტეტმა (შვედეთი) გამოაქვეყნა საკუთარი გამოთვლების შედეგები ცხოვრების სხვადასხვა წესის შეცვლით ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად . გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჰაერის გაწმენდა შესაძლებელია ხორცზე გლობალური უარის თქმით (და შესაბამისად, ხორცის მოშენებით), ავტომობილების და საჰაერო მოგზაურობის შემცირებით. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ შეედრება - პლანეტაზე ბავშვების რაოდენობის შემცირებას.


შედარებისთვის შვედ მეცნიერებს შემდეგი მონაცემები მოყავთ: თუ ერთი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში არ მართავს მანქანას, ამ დროს ატმოსფეროში აღარ გამოიყოფა 2.4 ტონა ნახშირორჟანგი; თუ ამ ოჯახში ბავშვი არ დაიბადება, შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული წელიწადში 58 ტონა სათბური გაზის გამოყოფა. The Guardian- ის ცნობით, გაანგარიშებისას, მეცნიერებმა გაითვალისწინეს გამონაბოლქვი, რომელიც ბავშვის დაბადებით დაემატება, როდესაც ის გაიზრდება.


სხვა სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ ოჯახი, რომელსაც შვილები ჰყავს, საშუალოდ 25% -ით მეტ CO2 გამოყოფს, ვიდრე ოჯახი, რომელსაც არა ჰყავს ბავშვი. საკითხავია, როგორ აბინძურბენ ბავშვები გარემოს? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვები უბრალოდ უფრო პრობლემურია - თქვენ უფრო ხშირად უნდა იაროთ მანქანით საბავშვო ბაღში, კლინიკაში ან მაღაზიებში. ამავე დროს, გარდაუვალია ისეთი საქონლისა და მომსახურების გამოყენება, რომლებიც გარკვეულწილად აბინძურებს ატმოსფეროს და ტოვებს "ნახშირბადის კვალს".

imageამავდროულად, საქველმოქმედო ორგანიზაცია Founders Pledge -მა ეს ციფრები საეჭვოდ მიიჩნია. როგორც მისი ექსპერტები აღნიშნავენ, ამ პროგნოზის გაკეთებისას, ისინი გამომდინარეობენ იქიდან, რომ გამონაბოლქვის მდგომარეობა დარჩება ზუსტად იგივე, რაც ახლა არის და ამასობაში შეიძლება უკეთესობისკენაც შეიცვალოს - საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა. . მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, იგი ვალდებულია 2050 წლისთვის შეამციროს სათბური გაზების გამოყოფის დონე ნულამდე. 2035 წლიდან ეს ქვეყანა აპირებს აკრძალოს ყველა მანქანა შიდა წვის ძრავით.


კალიფორნია, ნიუ იორკი და აშშ-ს კიდევ რამდენიმე შტატები გეგმავენ ჰაერის დაბინძურების შემცირებას მინიმუმ 80% -ით მომდევნო 30 წლის განმავლობაში. თუ ეს დაპირებები შესრულდება, ეკოლოგიის გამო აღარ იქნება საჭირო უარი თქვან წყვილებმა ბავშვის გაჩენაზე, რადგან გლობალური მასშტაბით თითოეულ ბავშვი არა 58, არამედ მხოლოდ 4 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს წელიწადში.


თუმცა ევროპაში ისედაც უკვე შობადობა შემცირებულია, რის გამოც უკვე საგანგაშო სიტუაციაა შექმნილი პროგრესული კაცობრიობისათვის, მეორეს მხრივ, პრობლემის გლობალური მასშტაბის გადახედვისას, უნებლიედ ჩნდება აზრი, რომ ასეთი პოლიტიკა (თუ ეს ნამდვილად გამართლებულია) გაცილებით მიუღებელია აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მოქმედებს დაუწერელი კანონი „რაც უფრო მეტი შვილია, მით უკეთესია ”, ” კონტრაცეფცია არ არის საჭირო ”და სხვა.


ევროპელებისათვის, რომლებსაც მრავალშვილიანი მიგრანტების ნაკადი ეძალება აღმოსავლეთიდან, მშობიარობის შეჩერება მხოლოდ გარანტირებული გადაშენებაა. ევროპაში, მოგეხსენებათ, უკვე იშვიათად ჰყავს ვინმეს ორ შვილზე მეტი და თუ ასე გაგრძელდა ევროპელები მართლა გადაშენდებიან.


1
207
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
2021, 9 აპრილი, 21:54
ზუსტად მასეთი კითხვა დასვა მაგდა ანიკაშვილმა 4 წლის წინ, მგონი დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუსვა და ათრია სრულიად ფეისბუკმა ქალი
0 1 1