x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნეხვის გროვა,ჰერაკლეს მეშვიდე გმირობა და საქართველო-რევი ჩოგოვაძე
image
"ჰერაკლეს მეშვიდე გმირობა და საქართველო
საქვეყნოდ იყო ცნობილი მეფე ავგიასის მრავალრიცხოვანი ჯოგები, რომელთა სადგომები ოცდაათი !!! წლის განმავლობაში არ გაწმენდილა. ნაკელის სქელი ფენის გამო გავლა ადამიანს არ შეეძლო, მთელ პელოპონესოსში იდგა ნაკელის სუნი. ჰერაკლემ ავგიასს აღუთქვა, რომ ერთ დღეში გამოასუფთავებდა მის თავლებს, თუ გასამრჯელოდ ჯოგების მეათედს მიიღებდა. მეფე დასთანხმდა. ჰერაკლემ ნათქვამი აღასრულა, ბაკებში ორი მდინარე მიუშვა. წყალმა უმალ წაიღო დაგროვილი ნაკელი. ოცდაათი წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ოცდაათი !!! წლის განმავლობაში არ გაწმენდილა მრავალრიცხოვანი პოლიტიკან-საქმოსანთა ჯოგებისაგან დაბინძურებული საქართველოს პოლიტიკური გარემო. პოლიტიკური ნაკელის სქელი ფენის გამო გაუჭირდა განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს......ნორმალური ცხოვრება და სუნთქვაც კი გაძნელდა. ამ გარემოში საქმიანობა და მედიატორობა ევროპელმა პოლიტიკოსმაც ვერ შეძლო. პოლიტიკური ნაკელის სუნმა ევროპასაც მიაღწია - ნაკელის სქელი ფენა კი იზრდება და იზრდება. იწყება დამოუკიდებლობის 31-ე წელი-ჰერაკლეს გამოჩენის დროა!"
წერს სოციალურ ქსელში, ინჟინერი და მეცნიერ-პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მფლობელი რევი ჩოგოვაძე.
image
0
93
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0