x
image
თუთიკო ბერძენა
ლადო მხეიძე: უნიჭიერესი ქართველი ჰომოსექსუალი მხატვარი, რომლის მიმართ ჰომოფობიურმა კომენტარებმა სოციალური ქსელები წალეკა.

image

ლადო მხეიძე - უნიჭიერესი მხატვარი, იოგას ინსტრუქტორი, რომელიც თავისი ჩაცმულობით, ორიენტაციით და ცხოვრების წესით ციციკორეებს აღიზიანებს. არადა, ლადო ძალიან გულიანი და ერთგული მეგობარი და ძალიან კარგი შვილია. ვისაც ასეთი ადამიანები გაღიზიანებთ
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი ფოტოების ქვეშ სწორედ ისინი აფრქვევენ აგრესიას, ვინც შეუმდგარია, ხელმოცარული, არც სიყვარულში გაუმართლა, არც პროფესიაში, არც ადამიანობაში და ასეთი ფრუსტრაციის ფონზე აგრესია დაუგროვდა. ლორენცისა და ფროიდის აგრესიის ჰიდრავლიკურ თეორიას ვინც იცნობთ, გეცოდინებათ, აკუმულირებული აგრესია რა ფორმით ინთხევა ხოლმე საზოგადოებაში.
image

ლოგიკურად რომ მივყვეთ, რაღაც ფოტო ან ვიდეო ჩნდება, რომლის პირველივე კადრი გაღიზიანებს, რატომ არ უნდა აუარო გვერდიდა იგნორირება მოახდინო? მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ხარ დაინტერესებული ან სულ მცირე, მაზოხისტი, რომ უყურო იმას, რაც გაღიზიანებს და ნერვებს გიშლის. მერე კი ამოიღო თუ ვინმესგან რაიმე ნეგატივი დაგიგროვდა და მიაყარო წყევლა-კრულვად და გინებებად მას, ვისაც არაფერი დაუშავებია გარდა იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს და საკუთარი მსოფლმხედველობით ცხოვრობს.
image

ეს არ არის ჭორაობა, ეს მეცნიერებაა, ექსპერიმენტებია, რომ ამა თუ იმ პოზიციის ყველაზე გულმოდგინე ოპონენტები არიან ისინი, ვინც ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ ამ პოზიციასთან.
ჩემთვის ავტორიტეტული პროფესორის, ჩარლზ რაიტ მილსის ექსპერიმენტების მიხედვით, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ესხმის თავს სექსუალურ უმცირესობებს, სწორედ ის ადამიანია, ვინც ძალიან მიდრეკილი იყო მსგავსი ქცევისკენ და ვინც "სახიფათოდ ახლოს მივიდა ამ ცდუნებასთან". ამასთან, ადამიანი, რომელსაც ეშინია, რომ შეიძლება სექსუალურად მიმზიდველი იყოს თავისივე სქესის ადამიანისთვის, უფრო მიდრეკილია ჰომოსექსუალური დამოკიდებულების განვითარებისკენ“
პროფესორ ჰენრი ადამსისექპერიმენტიც მოიძიეთ.
ამ ძალიან საინტერესო და ბევრისთვის შოკისმომგვრელი ექსპერიმენტის შინაარსს აქ ვერ დავწერ რიგი მიზეზების გამო.
image


ამიტომ, ვინც გაწიწმატებული თუ აროხროხებული აგინებს, ლანძღავს, დასცინის და განიკითხავს ლადოს, ექსპერიმენტები ასაბუთებს, რომ ასე მათი ქვეცნობიერი მუშაობს და ეს მათივე თვითგამართლებაა საკუთარ თავებთან.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველაზე გარყვნილები, თან ჩუმი გარყვნილები მორალისტები არიან! ზნეობრივი ადამიანები ისეთ სიბინძურეებსაც არ წერენ მათზე, ვინც ან რაც არ მოწონთ და არ ციციკოროობენ.
image

ლადოს აქტივობებს თუ გონების თვალით დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს არის პროტესტი ამ საზოგადოების მიმართ, ზოგადად, ზიზღის მიმართ, და სხვების სურვილებსა და ატიტუდებში ცხვირჩაყოფის მიმართ! თუ არ გაღიზიანდებით, საერთოდაც არ ექნება ასეთი მწვავე პროტესტი. მანამდე კი ჰყავს აუდიტორია და ერთობა, იღებს ნახვებს და ა.შ. წარმოიდგინეთ, ზუსტად ასეთი კაბები რომ მდედრობითი სქესის ახალგაზრდამ ჩაიცვას, რამდენი ნახვა ექნება? ნ უ ლ ი.

ყველა ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ არჩევანში და ჩვენ ყველა ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ისეთებს, როგორებიც არიან.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ზიზღით და სტიგმით მხოლოდ საკუთარ მდარე ინტელექტს და პიროვნულ სისუტეს აჩვენებს საზოგადოებას, თორემ ბუნებამ ადამიანიც და ყველა სხვა ცოცხალი არსება ისეთი შექმნა, როგორნიც არიან და ყველა ერთმანეთისაგან განსხვავდება სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ბუნების სილამაზე და მრავალფეროვნება, რაც მალე გაიაზრებენ ამას ადამიანები, მით უფრო ლამაზი იქნება ცხოვრება ზიზღის გარეშე. გადარჩენილია თვით ლეონარდო ვინჩიც კი, რომელიც დღევანდელ საქართველოში არ დაიბადა! გამოღეჭავდნენ მძულვარებით, მისი ზენიჭიერების, ზეუცნაურობებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო...
imageჯენიფერ ენისტონი ლადო მხეიძის მიერ დახატულ საკუთარ პორტრეტთან დაკავშირებით

ზოგს ჰგონია, რომ ვგიჟდებით, ისე მოგვწონს ასეთი არჩევანი, ვინც ასეთი ადამიანების მიმართ ეპმათიას გამოვხატავთ ზიზღით სავსე კომენტარების საპასუხოდ. რაც უფრო ებრძვიან და თათხავენ ასეთებს, მით უფრო მძაფრდება ემპათია მათ მიმართ და ადვოკატირების სურვილი. ანუ ვისაც არ უნდა მსგავსი ადამიანების სიმრავლე საზოგადოებაში და ამას აგრესიით გამოხატავს, უფრო მეტ გულშემატკივარს უჩენს მათ, რადგან ბრძოლა ბრძოლას წარმოშობს, წინააღმდეგობა - წინააღმდეგობას, აგრესია - აგრესიას!
image

მე მტკივა ლადოს არჩევანი, მაგრამ ზუსტად ამდენივე ხარისხით მტკივა ის საშინელი რეპლიკები მის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს ვითომ ძალიან მორალური ადამიანებისგან. ნუ გგონიათ, რომსხვისი ლანძღვით, სხვის გვამზე შედგომით ამაღლდებით. პირიქით, ზემონახსენები ექსპერიმენტებით დასკვნებს გაგვაკეთებინებთ, რომ არაფრით ხართ განსხვავებულები ლადოსგან, უბრალოდ ხმამაღლა გეშინიათ ამის გამოხატვა!
ის, რისი არჩევაც ადამიანებს თვითონ არ შეუძლიათ, არის:
სიმაღლე;
დაავადებები;
შეზღუდული შესაძლებლობები;
სექსუალური ორიენტაცია;
რასა;
დაბადების ადგილი.
მაგრამ ის, რისი არჩევაც ადამიანებს შეუძლიათ, არის
სრული უვიცობა და დაუნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ იმ ნიშან-თვისებების გამო, რისი არჩევაც შეუძლებელია.

ჩაიკოვსკის ცხოვრების შესახებ ამერიკელების მიერ გადაღებულ ფილმს თუ ნახავთ, ჩაიკოვსკი ჰომოსექსუალია,
რუსების მიერ გადაღებულ ფილმს თუ ნახავ, ჩაიკოვსკი მექალთანეა.
რომელს უნდა დაუჯერო?
ამიტომ უნდა ნახო "გედების ტბა", "მაკნატუნა", "მძინარე მზეთუნახავი", დატკბე მისი დიდებული მუსიკით, ხილი მიირთვა და არ დაინტერესდე ვის გვერდით იწვა მებაღე!

ხოლო, ვისაც მაინც ასე ძალიან გაღიზიანებთ, ნუ მოუსმენთ მერკურის, ელტონ ჯონს, ჯორჯ მაიკლს, რიკ მარტინს, ნუ წაიკითხავთ ოსკარ უაილდს, ბაირონს (ბისექსუალი იყო), არ უყუროთ ჭაბუკიანის ბალეტს, არ ნახოთ ლეონარდო და ვინჩის ტილოები, პაზოლინისა და ვისკონტის ფილმები, დაივიწყეთ კრისტიან დიორის და კიდევ არაერთი ბრენდის ავტორის სუნამოები.
სიძულვილით დამყარებული "წესრიგი", ჯერ ისტორიას არ ახსოვს, წარმატებით დასრულებულიყოს...

9
176
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
176
  
2021, 5 აპრილი, 16:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 4 აპრილი, 21:14
რა ვიცი )))
ჰოოო, სიამის ტყუპებს რაკი ორი თავი აქვთ, მათი ჰიპოფიზები იქნება სხვადასხვა და შესაბამისად, სასქესო ჰორმონების წარმოქმნის კონტროლიც სხვადასხვაგვარი, მაგრამ საინტერესოა თვითონ ორგანიზმში როგორ ხდება ამ ორი თავიდან და ორი ჰიპოფიზიდან ამის კონტროლი... არადროს მიფიქრია მაგაზე.
2021, 4 აპრილი, 17:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 აპრილი, 17:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 3 აპრილი, 19:46
ამიტომ გაფასებთ!
2021, 3 აპრილი, 19:34
ამიტომაც დავწერე ამისი და მისი თემის ცხოვრება არ მაინტერესებს, არ ვეხები არც კარგად და არც ცუდად.
მისი არჩევანია და ამის გამო მისი ცემა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ არ დავუშვებ მათი "აღლუმის" ჩატარებას.
პირადი სივრცე პირადი სივრცეა და იქ არც მე და არც სხვას არაფერი ესაქმება.
2021, 3 აპრილი, 18:50
აღლუმების მომხრე არც მე ვარ, მაგრამ ვისაც როგორი ფოტო უნდა , ისეთს გადაიღებს და ამ ფოტოებზე აგრესიის გამოხატვა არ მგონია სწორი. ზოგადად, არ ვარ წელსქვევითა ინსტიქტებზე აყოლილი ადამიანების მიმართ სიმპათიებით, კაცი იქნება თუ ქალი, მაგრამ როცა ჰორმონული დისბალანსია (ავადმყოფობის რანგში არ გადის დისბალანსი, რადგან უფრო სინდრომია, დამეთანხმება დედათქვენი), არ შეიძლება კეტებით და "ტაბურეტკებით" დავცხოთ და ჩავქოლოთ ამისტვის. სტატიის პათოსია ერთი - რომ ბრძოლა ბრძოლას წარმოშობს, აგრესია - აგრესიას და აღლუმების გამართვის გარეშე, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ თანაარსებობის უფლება. თუ ქალი იცმევს შარვალს, კაცმაც ჩაიცვას კაბა, როგორც შოტლანდიელები, მაგალითად, ამისთვის შოლტები, ლანძღვები, გინებები და წყევლაი და კრულვაი არ მგონია იყოს გამოსავალი...
2021, 3 აპრილი, 18:29
არ ვიცი ციციკორეებს ვის უწოდებთ, მაგრამ ღმერთმა ქალი ქალად შექმნა და კაცი კაცად.
სწორი ნაწლავის დანიშნულება, რომ არ იცის მისი პრობლემაა.
ეს ორიენტაცია კი არა ავადმყოფობაა...
არაა ეს ინდივიდი ჩემთვის საინტერესო, არც მისი თემის ცხოვრებაში ვერევი, მანამ სანამ თავიანთი ცხოვრების ქუჩაში გამოტანას არ ეცდებიან "აღლუმებით".
0 1 9