x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
გარდაიცვალა ქართული მწერლობის უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე ქართული კლასიკური მწერლობის უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.


ის ნიუჰოსტიპალის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.


მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. წერდა მარადიულ თემებზე სიყვარულზე, თავისუფლებაზე, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე. მის ყველაზე ცნობილ შემოქმედებას წარმოადგენს "სამოსელი პირველი", "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "ვატერპოლო ანუ აღდგენითი სამუშაოები" და სხვა.


დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2010 წელს, ხოლო 2018 წელს გადაეცა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…"



იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.


image

გურამ დოჩანაშვილი, ახალგაზრდობის ფოტო



0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0