x
image
თუთიკო ბერძენა
საშიშია თუ არა თქვენი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სხვისთვის მიცემა და სხვისი გამოყენებული ტანსაცმლის ტარება?

გაქვთ ქამარი, რომელსაც არ ატარებთ. როგორ უნდა მოიქცეთ - უნდა გადააგდოთ თუ მისცეთ სხვას? რა მოხდება, თუ თქვენს ნივთებს სხვა ატარებს? მოხდება თუ არა ენერგიის საპირისპირო გადმოცემა მისი სამყაროდან თქვენს სამყაროში?
image

ხალხს უყვარს საუბარი ფენ-შუიზე, მაგრამ რატომღაც ისინი საერთოდ არ აკავშირებენ ფენ-შუის საკუთარ თავთან, საკუთარ გარდერობთან, საგნების სიძველესა და სიახლესთან. მათი თვალსაზრისით, ყველაფერი უკავშირდება არა ფენ-შუის, არამედ მოდას.

მართლაც, საკითხის გადაწყვეტა არ არის მარტივი.

ვფიქრობ, რომ სიკეთის კეთება კარგია, განსაკუთრებით თუ ხედავ, რომ ადამიანი ძალიან გაჭირვებულია. მაგრამ...



შეგიძლიათ გააჩუქოთ თქვენი ტანსაცმელი, თუნდაც ის ახალი იყოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ადამიანი მზად არის თქვენი ტანსაცმლის მისაღებად.

ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი არ არის მემკვიდრეობა. არ არის აუცილებელი, გადაეცეს შვილებსა და შვილიშვილებს.


თავისუფლად მიიღეთ ტანსაცმელი სხვისი მხრიდან. მაგრამ აუცილებელია პირობა, რომ ის ადამიანი, ვინც მას ატარებდა, აუცილებლად კარგი და კეთილშობილი ადამიანია.

მარილი არის ნებისმიერი ინფორმაციის (ნეგატიურის, პოზიტიურის) გამანეიტრალებელი, ასუფთავებს ენერგიას. ამიტომ თუ ტანსაცმელს დამარცხებული ადამიანი გჩუქნით, აუცილებლად დაალბეთ მარილწყალში. ხოლო გამარჯვებული და ბედნიერი ადამიანის ტანსაცმელი შეგიძლიათ ამ პროცედურის გარეშე ატაროთ და ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია, რომელსაც მისი ტანსაცმელი ატარებს, საკუთარ თავზე დაიტოვოთ.



ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ნივთებითაც მიმდინარეობს. ღარიბი კაცი ატარებს თქვენს ტანსაცმელს, რომელშიც არის თქვენი ენერგია. ეს არ არის თქვენთვის კარგი. ამიტომ გაჩუქებამდე ამ ტანსაცმელთან დადეთ პაწაწინა ქისა - მარილით სავსე და ერთი ღამით მაინც დატოვეთ ასე. დილით კი გაჩუქეთ. ადამიანს, რომელსაც ჩუქნით, ეს დაიცავს თქვენი ნეგატიური ენერგიისგან და ცუდ გავლენას არ მოახდენს თქვენს ენერგო-ინფორმაციულ სფეროზეც, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ცხოვრებისეულ მოვლენებს. იგივე გააკეთეთ ნებისმიერ ნივთებთან, მათ შორის, ფეხსაცმელებთან მიმართებაში.

ეს ასევე ეხება ქსოვილებს, მათ ბუნებრიობას. სინთეტიკა არ მუშაობს ენერგიებთან. მასში არ ჯდება ენერგია, ამიტომ, მისი ზედაპირიდან წყალი ყველაფერს გარეცხავს. ამიტომ მისი გაჩუქება გაცილებით კეთილსაიმედოა.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ სამკაულთან როგორც ჩუქების, ასევე გაჩუქებისას, რადგან სამკაული ატარებს მფლობელის უზარმაზარ ენერგიას

0
96
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0