x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"და მამაშენი რომ მოსკოვში დადიოდა, გამსახურდია დაგვამხობინეთო, მაგ ამბავი თუ იცი?"- ნახეთ, ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფეისბუქ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ აქციას გამოეხმაურა, ყველა ნაციონალი "ანტივაჟად" შეაფასა და "სტუმარ-მასპინძლიდან" შემდეგი ციტატაც მოიყვანა: "დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა". კილაძე აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს წლების წინ, მამამისის გია კობახიძის მოსკოვში საინტერესო ვოიაჟის რამდენიმე მიზეზს ახსენებს: "ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ვაჟა იქეთ იყოს და მამაშენი რომ მოსკოვში დადიოდა, გამსახურდია დაგვამხობინეთო, მაგ ამბავი იცი თუ არა?! 26 მაისს რომ ნასედკა იყო, სხვა დროს მოგიყვები - ახლა ეთერში შევდივარ, "რეაქციაში"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 50–მდე მეგობართან და კოლეგასთან ერთად ჩამოვიდა. რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან უდიდესი პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. ვლადიმერ პოზნერი კი თავისივე სტუმრებთან ერთად სასტუმრო "რუმსში" იყვნენ გადაყვანილები, თუმცა მოქალაქეებსა და აქტივისტებს არც იქ შეუწყვეტიათ საკუთარი პროტესტი, საბოლოოდ, პოზნერმა თანმხლებ პირებთან ერთად ქვეყნის ტერიტორია დროზე ადრე დატოვა.




0
299
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
299