x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
სტალინის ნათესავს თაღლითებმა 2 მილიონი მოპარეს

image




იოსებ სტალინის ნათესავმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანმა, 92 წლის ლეონიდ ალილუევმა ​​ REN TV- ს ჟურნალისტებს განუცხადა, თუ როგორ მოპარეს მას 2 მილიონი მანეთი ბანკის თანამშრომლების სახელით შენიღბულებმა, ხოლო, ვითომ პოლიციის თანამშრომელი შეეცადა მისთვის 3.4 მილიონის მოპარვას.





” 2 მილიონი მათ ანგარიშიდან მოიპარეს." - აცხადებს ლეონიდ ალილუევი.





ლეონიდ სტანისლავის ძე პოლიციაში პირველად 11 მარტს მივიდა. მან განმარტა, რომ დაურეკეს ბანკის თანამშრომლის სახელით, რომელსაც მისცა თავისი საბანკო ანგარიშის პაროლი. შედეგად, თაღლითებმა მას 2 მილიონზე მეტი მანეთი მოპარეს ანგარიშიდან. მოგვიანებით, პოლიციელის სახელით შენიღბულმა მამაკაცმა მოხუცს დაურეკა და სთხოვა 3, 4 მილიონი მანეთის გადარიცხვა, სავარაუდოდ, ექსპერტიზისთვის.






ალილუევმა, სიფრთხილის გამო მიმართა სამართალდამცავებს. 31 მარტს მოხუცთან სახლში ფულის გამო მივიდა გოგონა, რომელმაც პოლიციელად წარუდგინა თავი და ყალბი საბუთი აჩვენა. თაღლითი პოლიციელებმა დააკავეს.






დაკავებული სვერდლოვსკის ოლქის მკვიდრია. დაკითხვის დროს მან აღიარა დანაშაული. საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი დეპარტამენტის ცნობით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.




"ის ფულისთვის მოვიდა, პოლიცია მას ელოდა. მან არაფერი გვითხრა, პოლიციელებს ესაუბრა. ლიფტიდან გამოვიდა და პოლიციამ წაიყვანა. შემდეგ მათ ჩვენთან მოიყვანეს."- თქვა ლეონიდ ალულუევმა.





მამაკაცმა დაადასტურა, რომ ის იოსებ სტალინის ნათესავია, ის საბჭოთა ლიდერის, მეორე ცოლის ნადეჟდა ალილუევას ძმისშვილია.




”დედაჩემი ნადეჟდა სერგეის ასულ ალილუევას და იყო, ნადეჟდა კი სტალინის ცოლი იყო." - აცხადებს ალილუევი.

1
249
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
249
  
2021, 2 აპრილი, 4:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1