x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ყინულის კაცი"- ევროპაში აღმოჩენილი უძველესი მუმია

“ყინულის კაცი" იგივე ეცი ენეოლითის ხანის პირველყოფილი ადამიანის მუმიაა, რომელიც 1991 წელს იპოვეს შემთხვევით ტურისტებმა ეცტალის ალპებში სიმილაუნის კალთებზე, 3200 მეტრის სიმაღლეზე. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ის დაახლოებით 5300 წლის წინ ცხოვრობდა.

image


ყინულის კაცის ხელი სტერილურ ფოლგაზეimage


ჰოლანდიელმა მხატვრებმა ადრიემ და ალფონს კენისმა მოახდინეს ყინულის კაცის ჩონჩხის 3D სკანირება სრულ ზომის ასლის შესაქმნელად. თავდაპირველად, მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ეცის თვალები ცისფერი იყო, მაგრამ ბოლო დნმ-ის კვლევებმა აჩვენა, რომ თვალები ღია ყავისფერი ჰქონდა.

image


ყინულის კაცის “ფეხსაცმელი" ყინულის ფეხზე.image


მუმიის ლაბორატორიაში გადაყვანის შემდეგ, მკვლევარებმა ტემპერატურა 17, 8 გრადუსამდე აწიეს მუმიის გასადნობად. გამდნარი წყალი კი ბაქტერიებზე შეამოწმეს, რომლსი წყალობითაც მუმია ასე თი “შენახული" დარჩა.

image

ყინულის კაცის დანა და დანის ჩასადებიimage


9 საათიანი აუტოფსიის შემდეგ მუმია ისევ თავდაპირველ ტემპერატურაზე დააბრუნეს, –6, 1 გრადუს ცელსიუსზე, შემდეგ კი მინის სარკოფაგში მოათავსეს.

image

სპილენძის ნაჯახი მოწმობს, რომ "ყინულის ადამიანი" მაღალ თანამდებობას იკავებდა თავის ტომში. კუჭის გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეციმ საკვები მიიღო სიკვდილამდე რვა საათით ადრე. ნაპოვნია ქატოს, ფესვების, ხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ორი სახის ნაშთი, რომლებიც შეესაბამება ჯიხვის და ირმის ხორცს.

ეს ისრები თავდაცვისა და ნადირობისთვის გამოიყენებოდა. სიკვდილის დროს ეცის სიმაღლე 165 სმ იყო, წონა კი 50 კგ.

image

ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელიც მუმიასთან ერთად იპოვეს.image


ფეხსაცმელი დამზადებული ბალახისგან, ირმის ტყავისგან და დათვის ტყავისგან. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველია, რაც კი მეცნიერებს აღმოუჩენიათ.image


მუმია სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში, ბოლცანოში, იტალიაში. ოთახი შენარჩუნებულია 17, 8 გრადუსი ტემპერატურისა და 98, 5% ტენიანობის პირობებში - ყინულის ფენის სიმულაციისთვის, რომელიც მუმიას იცავდა ხუთი ათასი წლის განმავლობაში.

image

მეცნიერების ვარაუდით, სიკვდილის დროს ყინულის კაცი დაახლოებით 40-45 წლის იყო.image











0
330
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0