x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როცა შუა თითი გვიჩვენეს ავტობუსიდან გული ყელში მომებჯინა და ბოღმით ვთქვი...." - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. კილაძის თქმით, მას არ სურს ისეთ საქართველოში ცხოვრება სადაც რუს ოკუპანტებს ქვეყნის პოლიცია საგანგებო კორდონით თავისივე მოქალაქეებისგან იცავს: "კრემლის იდეოლოგებმა საქართველო დატოვეს !და ეს იმ გულანთებული სამოქალაქო აქტივისტების დამსახურებაა მედიასთან ერთად, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ მათ ჩამოსვლას. ერთ მომენტში გული ყელში მომებჯინა და ლაივშიც სიტყვა გამიწყდა, მერე ბოღმით ვთქვი-ნაბიჭვრები ! ეს ის მომენტი იყო როცა ჩვენს სამშობლოში პუტინის ნაბიჭვრებმა შუა თითი გვიჩვენეს ავტობუსიდან და მათ ჩვენგან პოლიციის კორდონი იცავდა ! ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში !!!"- წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 50–მდე მეგობართან და კოლეგასთან ერთად ჩამოვიდა. რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან უდიდესი პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. ვლადიმერ პოზნერი კი თავისივე სტუმრებთან ერთად სასტუმრო "რუმსში" იყვნენ გადაყვანილები, თუმცა მოქალაქეებსა და აქტივისტებს არც იქ შეუწყვეტიათ საკუთარი პროტესტი, საბოლოოდ, პოზნერმა თანმხლებ პირებთან ერთად ქვეყნის ტერიტორია დროზე ადრე დატოვა.













0
332
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
332