x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ მუშაობს იღბალი: არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილზე თქვენი ყოფნისას ღმერთი მუშაობს თქვენს დასაცავად
image

რას ნიშნავს იყო "იღბლიანი"? ანუ ადამიანები ვაღიარებთ ბედისწერას, მათ შორის, მართლმადიდებლებიც? გამოდის, რომ ყველანი ტროლეიბუსებივით ვართ მიბმული წინასწარ გაწერილ ტრაექტორიას და მივყვებით მას. მაშინ აბსოლუტურად კარგავს აზრს განკითხვის დღე, რადგან მთელი შენი ცხოვრება ვიღაც "სხვას" დაუწერია და შენ მსხვერპლი ხარ! ლოგიკურია მას მოეკითხოს, ვინც ამ გზაზე ცოდვების ქმნა და მისგან გამომდინარე ფათერაკები დაგიწერა, ვთქვათ მკვლელობისთვის, ქურდობისთვის ციხეში ცხოვრების ნაწილის გატარება.

მაგრამ მეორე მხრივ თუ ცხოვრების უცნაურობებს დავაკვირდებით, შეუძლებელია არ იფიქრო, რომ ჩვენ მართლაც ვიღაცის, რაღაც ზებუნებრივი ძალების მარიონეტები ვართ, რადგან ზოგჯერ წამები გვიწყვეტენ ცოცხლები გადავრჩებით თუ დავიხოცებით.

მაინც ემოციების გარეშე ვერ გავიაზრებთ იმ ფაქტს, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს ბევრი "იღბლიანი" ადამიანი აღმოჩნდა სავაჭრო ცენტრის გარეთ:

1. ერთ-ერთი დიდი კომპანიის ხელმძღვანელი გადაურჩა 11 სექტემბრის შეტევას, რადგან მან ამ დღეს შვილი საბავშვო ბაღში პირველად მიიყვანა.


2. გამყიდველი ბიჭი გადარჩა, რადგან დონატებზე მისი წასვლის ჯერი იყო.


3. სავაჭრო ცენტრში მომუშავე ქალმა ამ დღეს სამსახურში დააგვიანა, რადგან მისმა მაღვიძარამ დროზე არ დარეკა.



4. ასევე ერთ-ერთმა მამაკაცმაც დააგვიანა, რადგან ნიუ – ჯერსის საავტომობილო გზის საცობში იყო ჩარჩენილი.


5. ერთს ავტობუსმა გაასწრო.


6.ერთმა ქალმა ყავა დაასხა ტანსაცმელს და მას დრო სჭირდებოდა შესაცვლელად.


7. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დილით ავტომანქანა ვერ დაძრა.


8. ერთ-ერთი კი სახლში შებრუნდა სატელეფონო ზარზე პასუხის გასაცემად.


9. ევიღაცის ტაქსიმ დააგვიანა.


ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მომხდენია მამაკაცი, რომელმაც იმ დილით ჩაიცვა
ახალი ფეხსაცმელი, გზაში ფეხის ნეკა თითზე არსებულმა "მაზოლმა" შეაწუხა, ამიტომ აფთიაქში შევიდა სამედიცინო ლენტის საყიდლად, მერე ეს ლენტი ნეკზე გადაიწება. ამიტომ ის ახლა ცოცხალია. მაზოლმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე!

ახლა, როდესაც საცობში ვხვდები, ლიფტში ვეჭედები, სახლში შევბრუნდები ტელეფონზე პასუხის გასაცემად, ავტობუსი აგვიანებს და ეს წვრილმანები მაღიზიანებს, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ღმერთს უნდა ამ მომენტში ვიყო. როდესაც გეჩვენებათ, რომ დილა დაბრკოლებებით დაიწყო, ბავშვები ნელა იცვამენ, მანქანის გასაღებებს ვერ პოულობთ, ყოველ შუქნიშანზე დგახართ, არ ინერვიულოთ და მოთმინება არ დაკარგოთ - ღმერთი მუშაობს თქვენს დასაცავად...

და მაინც, რატომ ჩუქნის ზოგს ღმერთი იღბალს და ზოგს არა?
თუ დააკვირდებით, არანაირი დამსახურებით არ ნაწილდება ეს ჯილდო... ხშირად ძალიან წესიერი, მშრომელი, პატიოსანი, ნიჭიერი, ყველანაირი ღირსებით შემკული ადამიანები ხდებიან უიღბლო და ხელმოცარულები.

0
124
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0