x
ე.წ. სამოთხის ხე,ანუ პოეტური გიგანტესა

პოეტესა
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება რეალური განვითარების ხელშესახები ყოფიერება არის, კაცობრიობის ისტორიაში მაინც დიდი როლი სიმბოლიზმს უკავია და ადამიანთა ჯგუფიც სწორედ სიმბოლიკების ძიებაშია დაკავებული და მათ გამოგონებაში ატარებს დროის ნაწილს, სადაც ეპოქის იდეები სხვადასხვა რაკურსში მონუმენტურ თუ მეტაფორულ ხასიათს ატარებს და მის განშტოებებსაც ხშირად ლიტერატურულ, ან კულტურულ ჟანრში ვაწყდებით, როგორც რაიმე რიტუალის გამოსავლენად, რათა პატივი მიეგოს წარსულის საუნჯეს სამახსოვრო საჩუქარის აღსანიშნავად. სწორედ ეს გიგანტური “ სამოთხის ხე " იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის იმ ღვთაებრივი კომედიის მეტაფორა არის, სადაც პოეტი სამოთხის თავში ასე ადიდებს:- “ მითხრა: “ მეხუთე ამ ვარსკვლავის განშტოებაში, “ ხეზე რომელიც მწვერვალიდან ღებულობს საზრდოს, “ რათა მარადჟამს იყვავილონ მსხმოიარეთა, “ დავანებულან აწ ნეტართა სულთა დასები, “ რომელთაც ქვეყნად, ისე დიდი ჰქონდათ სახელი, “ რომ ეყოფოდა თავად მუზებს სადიდებლად." 22 სანტიმეტრის სიგრძის ეს ღვთაებრივი მონუმენტი ქალაქ ფლორენციაში საისტორიულო პიაცა სინორიაზე პოეტის გარდაცვალების თარიღს მიეძღვნა, რომლის ავტორიც იტალიელი ხელოვანი ჯუზეპე პენონეა და მან ეს პოეტური გიგანტესა ქალაქის მერ დარიო ნარდელასთან ერთად 2021 წლის 25 მარტს პუბლიკისთვის საპატიოდ გახსნა.


მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

ფლორენცია/იტალია

1
40
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
40
  
პ.ს. 22 მეტრის სიგრძის სამოთხის ხე!- ( წერის დროს ღილაკების ვარდნის გამო ხშირად თავს იჩენს ლაფსუსი და მკითხველთან უკაცრავად ). პატივისცემით, ჯორჯიანა ????
0 1 1