x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თავსატეხი: "8 ფერადი კენჭი"

image













პირობა: თქვენ გაქვთ სასწორი პინებით (თასებით) და 8 ფერადი კენჭი. მათგან 7 კენჭი იწონის ზუსტად 20-20 გრამს, ხოლო მე-8 - 21 გრამია.

კითხვა: როგორ გავიგოთ, რომელი ერთი კენჭია დანარჩენ 7-ზე მძიმე, თუ სასწორის გამოყენება მხოლოდ ორჯერ შეგვიძლია?


ჯერ შეეცადეთ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ პრობლემას. საჭიროების შემთხვევაში კი, ქვემოთ შეგიძლიათ, პასუხს გადახედოთ.






















image

















პასუხი:

მიდგომა 1. თუ ჩვენ ყველა კენჭს გავყოფთ 2 თანაბარ გროვად, ანუ 4-4-დ, 1 გროვა უფრო მძიმე იქნება. გამოდის, რომ მასში არის ყველაზე მძიმე კენჭი.

ახლა ჩვენ დაგვრჩა სასწორის მხოლოდ ერთხელ გამოყენების შესაძლებლობა და შეიძლება, არ გაგვიმართლოს: თუ ჩვენ კენჭების მძიმე გროვას (სულ 4 კენჭი) ორად გავყოფთ, ანუ 2 კენჭს ერთ პინაზე დავდებთ და კიდევ 2 კენჭს - მეორე პინაზე, მაშინ 2 კენჭი დაგვრჩება "ეჭქვეშ", ხოლო თუ თითო - თითო კენჭს დავდებთ პინებზე, მაშინ შეიძლება, ყველაზე მძიმე კენჭი აღმოჩნდეს სწორედ იმ დარჩენილ 2 კენჭში, რომლის აწონვის შესაძლებლობა უკვე აღარ გვექნება (სასწორის მხოლოდ 2-ჯერ გამოყენების უფლება გვაქვს ). გამოდის, რომ ეს მიდგომა არ გამოგვადგება.

მიდგომა 2: თავსატეხის ამოხსნის სწორი გზა

მაშ, ასე: გადავდოთ 2 კენჭი ცალკე და 5 ავწონოთ: 3 ერთ პინაზე დავდოთ, სამი - მეორეზე. თუ რომელიმე პინა ჩამოიწევს მეორეზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე კენჭი სწორედ ამ პინაზე დევს (3 კენჭიდან ერთ-ერთია). აწონეთ უფრო მძიმე პინის 3 კენჭიდან ნებისმიერი 2. ამ შემთხვევაში ორი შესაძლო შედეგი იქნება:


1. პინებზე დადებული ორი კენჭიდან უფრო მძიმე გადასწონის მეორეს და ყველაზე მძიმე კენჭიც ნაპოვნი იქნება;

2.თუ სასწორზე 2 კენჭის დადებისას პინები ინარჩუნებს წონასწორობას, გამოდის, რომ ორივე კენჭი თანაბარია, ანუ 20 გრამია და ესეიგი მესამე კენჭი ყოფილა ყველაზე მძიმე.


0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0