x
ვარსკვლავი,რომელიც არ ქრება...

ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით საერთო-კულტურულ მემკვიდრეობას.ამ საუკუნეების განმავლობასში ორმხრივი იყო მეგობრობაც და სიყვარულიც, ებრაელებსა და ქართველებს შორის.ეს მოიცავს მდიდარ ისტორიას, ამ ერებს შორის ურთიერთობის.ქართველი ებრაელები არაჩვევლებრივი ენერგიული და ნიჭიერი ხალხია.ისინი შესანიშნავად ინახავენ ტრადიციებს და გააჩნიათ მაღალი ზნეობრივი თვისებები მე-20 საუკუნეში საზოგადო მოღვაწე და რაბინი დავით ბააზოვი ამბობდა; “ქართველი ებრაელები ეთნოსით ქართველები არიან და რელიგიით ისრაელიტები“მრავალი ებრაელი საქართველოს მეორე სამშობლოს უწოდებს. ამ პუბლიკაციის დაწერის მიზანია .მოგითხროთ ერთ-ერთ ღიესეულ წარმომადგენელზე ებრაული სათვისტომოსი-ბატონ მაქს მეირ შავიტზე.ძირძველი თბილისელი.ერთდროულად ორი ერის შვილი მალხაზ შოთაშვილი იმ ავად სახსენებელ პერიოდში 90-იანი წლებისა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და ისრაელში გადასულიყო საცხოვრებლად.ჩასვლისთანავე დაუბრუნდა თავის ძირძველ გვარს და გახდა მაქს მეირ შავიტი.დრო გადიოდა, აღწევდა წარმატებებს თავის ბიზნესში, მარა მაინც ნოსტალგია ტანჯავდა საქართველოსი.ამ პერიოდშიც, საქართელოშიც შეიცვალა ცხოვრებაც.2007წელს ბიზნესმენი და მეცენატი ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი ჩასულა ისრაელში და შევედრია ბ-ნ მაქს.შეუთავაზებია ჩამოსვლა საქართველოში და სტუდიის გახსნა, რომელზეც თანხმობა მიიღო ბიზნესმენმა.2008წელს ჩამოვიდა ოჯახთან ერთად გახსნა შავიტის სტუდია.ეს იყო საწინდარი მხატვარ-დიზაინერთა აკადემიის დაარსებისა, რომელსაც დიდი ჰუმანისტი პიროვნების ოსკარ შინდლერის სახელი მიენიჭა.ჩემი დაინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო, მარა ზოგად ინფორმაციებით შემოვიფარგლები.პროფესორი ამბობს:სასწავლებელი სამი ნაწილისგან შედგება- პირველი-ოსკარ შინდლერის სახელობის მხატვარ-დიზაინერთა აკადემია-ასწავლის რა უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს.ჩვენ ვასწავლით ისე, რომ თავიანთი თავი, თვითონვე დაისაქმონ.ეს არის აკადემია, რომელიც ასწავლის ბევრ პრაქტიკას.აგრეთვე, ორიენტირებულია სეზღუდული შესაძებლობები პირებისთვის. მეორე-მაქს მეირ შავიტის სტუდია, მუშაობს საუველირო, სასაჩუქრე მიმართულებით. მესამე- დიზაინ-მეწარმეთა ასოციაცია.საქმიანი ხიდია ისრაელსა და საქართველოს შორის.მეწარმეთა დახმარებები, ხელშეწყობები. აკადემიამ 300 სპეციალისტი მოამზადა, რომელთა ნაწილი საქართველოშია დასაქმებული, ნაწილი საზღვარგარეთ. მაქს შავიტის სტუდია თავიდან სამკაულების, საჩუქრების და ჯილდოების შექმნით იყო დაკავებული.დღეს-დღეობით ახალი ხაზის შექმნა დაიწყო, ეს არის ქართული ღვინოსა და ქართული კულტურის ნაზავი, ახალი პროდუქცია, საექსპორტო, გამორჩეული დიზაინით(ხელით მოხატვიტოქრო და ვერცხლით)100 მოდელიდან 500 მოდელამდეა უკვე შექმნილი.აგრეთვე ვმუშაობთ კონიაკის და ჭაწის შეფუთვაზე.ყველა ნაწარმი მზადება ქარხნული წესით.ამჟამად, ჩვენი ნაწარმი იყიდება-თბილისი ცენტრალში, თბილისი მოლი და სათი მოლში.აგრეთვე, იგეგმება ქუთაისში და ბათუმში გახსნა მაღაზიებისა. ბ-ნ მაქსი საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრია, იგი არის დავითის ვარსკვლავის რაინდი.სტუმრობის ბოლოს თავის სტუდიაში შექმნილი მართმადიდებლური ჯვარი და შავიტის ნაწარმის კატალოგი, თავისი ავტოგრაფით მისახსოვრა. image
ამ ღირსეულ პიროვნებას, რომელიც მეგობრობის ხიდად არის გადებული ქართველებსა და ებრაელებს შორის ვუსურვებ ჯანის-სიმრთელეს, მზეგრძელობას, კეთილი საქმეების სიმრავლეს, წარმატებებს თავის ოჯახთან და კეთილ-მსურველებთან ერთად

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ხვიჩა კოლხი
ხვიჩა კოლხი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0