x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აშშ-ში შოკოლადის კვერცხი "კინდერ სიურპრიზი" აკრძალულია - მიზეზი გაგაოცებთ

image












შოკოლადის კვერცხი "კინდერ სიურპრიზი" მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ქვეყნებში, გარდა აშშ-ისა, ყოველწლიურად იყიდება 3.5 მილიარდზე მეტი ერთეული. კინდერ სიურპრიზი ესაა შოკოლადის კვერცხი, რომელშიც შიგნით დევს პლასტმასის კაფსულა სათამაშოთი. სათამაშო, როგორც წესი, საკოლექციოა. ესაა პატარა, მინიატურული ველოსიპედი, ან ვედრო.

აშშ-ში "კინდერ სიურპრიზი" ერთ-ერთი მკაცრად აკრძალული პროდუქტია. იგი ყოველთვის იკრძალებოდა აშშ-ში. 1938 წლის კანონი კრძალავს გაყიდვას ნებისმიერი ტკბილეულისა, რომელიც შეიცავდა საკვებად უვარგის საგანს. "კინდერ სიურპრიზი" სწორედ ამ მიზეზით იკრძალებოდა. აშშ-ში შოკოლადის კვერცხის შემოტანის ყველა მცდელობის მიუხედავად, ფედერალური მთავრობა აგრძელებს მისი გაყიდვის აკრძალვას. შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, 2017 წლის მაისში კომპანია "კინდერმა" განაცხადა, რომ მსგავს შოკოლადის კვერცხებს აუცილებლად გაყიდიან ამერიკულ ბაზარზეც. კომპანია გვთავაზობს კვერცხს "ჯოი", რომელიც "კინდერ სიურპრიზის" ახალი ვერსიაა, ამერიკული ბაზრისათვის განკუთვნილი. მასში შოკოლადი გამოყოფილია სათამაშოსაგან. ასე რომ, "ჯოი" შედგება 2 დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან იზოლირებული ნაწილისაგან. "კინდერ სიურპრიზის" ახალი ვერსია აკმაყოფილებს აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიის მოთხოვნებს. ეს არაა ზუსტად "კინდერ სიურპრიზი", ახალი კვერცხი უბრალოდ ძალიან ჰგავს მას და ნებადართულია მთელ აშშ-ის ბაზარზე.

0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0