x
image
თუთიკო ბერძენა
მეცნიერთა მიგნება - პროდუქტები, რომლებიც იწვევს მკერდის ზომების გადიდებას ან შემცირებას
image


მკერდის ზომების ფორმირება მოზარდობის ასაკში მთავრდება, თუმცა შვილოსნობის დროს ის გარკვეულწილად იცვლის ზომასაც და ფორმასაც.


შვედეთის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კვების სპეციალისტებმა, პროფესორებმა მედიცინის დარგში, ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ მკერდის ზრდას მოზარდობის ასაკში როგორც გენეტიკური ფაქტორები და ჰორმონები, ასევე ის ნივთიერებები განსაზღვრავს, რომელსაც კვებისას ვიღებთ.




მხოლოდ პლასტიკური ოპერაციები არ არის მკერდის გასადიდებლად ერთადერთი გამოსავალი. თუ ენდოკრინოლოგმა გითხრათ, რომ ჰორმონების მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაშინ 20 წლამდე შანსი გაქვთ სწორი კვებით მკერდი გაიზარდოთ.

გარკვეული დიეტა არის თქვენი მკერდის გადიდების ერთ-ერთი გზა.

მკერდის ზრდას ხელს უწობს მოზარდობისას ცილებით მდიდარი საკვები (რძე და მისი წარმოებულები, ქათმის ფილე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები);
ბურღულეული (შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ფეტვი, ქერი, ქეშიუ);
ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვები (სელის თესლი, ქუნჯუთის თესლი, ზეთისხილი).
ამ საკვების რეგულარული მიღება ხელს შეუწყობს თქვენი მკერდის მოცულობის გადიდებას.

დიახ, კომბოსტო მკერდის მოცულობას ზრდის, მაგრამ 20 წლის შემდეგ მხოლოდ დროებით, 20 წლამდე რეგულარული მირთმევისას კი იგი ხანგრძლივ შედეგს იძლევა.

თუმცა არსებობს ასევე პროდუქტები, რომლებიც მკერდის ზომას შეამცირებენ. მოგეხსენებათ, რომ სარძევე ჯირკვლები ირგვლივ ცხიმოვანი ქსოვილია განლაგებული, სწორედ მის ხარჯზე და ასევე კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე, რომელსაც მკერდის დიდი კუნთი ჰქვია, ხდება მკერდის მოცულობის მომატება


image


ამიტომ მკერდის მოცულობა შეიძლება შეამციროს ტარტრონის მჟავას შემცველმა პროდუქტებმა, როგორიცაა კიტრი, თალგამი, ასევე ბრომელაინის შემცველმა პროდუქტებმა, როგორიცაა ანანასი. რაც შეეხება ცირტუსებს, რომლებიც ნარინგინს შეიცავენ, მხოლოდ მცხომების შეწოვას უშლიან ხელს, ამიტომ ციტრუსები მკერდის ზომაზე გავლენას არ ახდენენ მიუხედავად იმისა, რომ წონაში კმებისთვის ძალიან სასარგებლოა მათი გამოყენება.


უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მკერდის ზომის შემცირებას იწვევს ავოკადო და ბანანი, ასევე მარწყვი, ურთმელი, ჟოლო, მაყვალი, შავი მოცვი, მოცხარი, და, ზოგადად, კენკროვნები. ასევე შემცირებით რეაგირებს მკერდი ისეთ საკვებზე, როგორიცაა ტარხუნა, ტყემალი, ალუჩა. მკერდის მოცულობას ამცირებს ყავა და თამბაქო.

გისურვებთ, გქონდეთ ლამაზი და არა უზარმაზარი მკერდი, რომ მოდის ცვლილებამ გავლენა არ იქონიოს თქვენი მკერდის ზედკეტად დიდ ან ზედმეტად პატარა ზომებზე. ბოოს და ბოლოს, კლასიკური და ზომიერი ყველაფერი კარგია და რაც დროს უძლებს, სწორედ კლასიკა და ზომიერებაა

0
610
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0