x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ციხიდან გაქცევის ყველაზე ეპიკური და დაუჯერებლი ისტორიები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ზოგიერთი პატიმარი ისეთი ილუზიონისტია, რომ დევიდ კოპერფილდის მსგავსად ჰაერში უკვალოდ აორთქლებაც კი შეუძლია, თუმცა ყველა ამ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული როდია... დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ ციხიდან ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ გაქცევის ისტორიულ მაგალითებს, რომლებიც შოკში ჩაგაგადებთ. ვფიქრობ, ამ პატიმრების ფანტაზია და წარმოსახვის უნარი ჰოლივუდის ყველაზე საკულტო რეჟისორებსაც კი შეშურდებოდათ.



კლინტონის ციხიდან გაქცევა (აშშ) - 2015 წელი



ეს იყო ამ ციხიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველი გაქცევა. მკვლელობაში ბრალდებული ორი მამაკაცი ტექნიკური სართულის გავლით გაიქცა. მათ კამერებში უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც პატიმრები ტექნიკურ სართულზე მოხვდნენ.


image


გაქცევისთვის მათ ელქტრო ინსტრუმენტები გამოიყენეს, თუმცა გამომძიებლები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ თუ როგორ აღმოჩნდა მათ ხელში აღნიშნული ინსტრუმენტები, რომელთა მეშვებითაც მათ ციხიდან გაქცევა შეძლეს.


imageimage


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დამნაშავეებმა პოლიციელებს შემდეგი შეტყობინება დაუტოვეს - "კარგ დღეს გისურვებთ".


imageimage


პატიმრები სწორედ ამ ლუკიდან ამოვიდნენ და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.


image



ქალაქ სერესის ციხე, ბრაზილია



რამდენიმე პატიმარმა გაქცევა სცადა, თუმცა ციხის კედლებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა. მეორე დამნაშავე კი, გაქცევისას კედლის ხვრელში უხერხულად გაიჭედა.



image


ასე რომ მისი გადარჩენა თავად ციხის თანამშრომლებს მოუწიათ, რაც შეეხება გაქცეულ პატიმარს მისი დაჭერა ვერ მოხერხდა.


imageimage



ალტიპლანოს ციხე მეხიკოში - 2015 წელი



მექსიკელმა ნარკობარონმა, მეტსახელად ელ ჩაპომ (ქონდარა) საგანგებოდ დაცული ციხიდან გაქცევა 1, 5 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გავლით მოახერხა.


image


როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი საკნის საშხაპე კაბინის იატაკში მდებარეობდა ხვრელი, რომელიც კონდიცირების სისტემით იყო აღჭურვილი. გვირაბში განთავსებული იყო სპეციალური ურიკა, რომელსაც მუშები სწრაფი გაადგილებისთვის იყენებდნენ.

imageimage

აი, სად სრულდებოდა მიწისქვეშა გვირაბი.


image




ციხე ჩეტუმალში, მექსიკა - 2011 წელი


ერთ-ერთი პატიმრის კანონიერმა ცოლმა საყვარელ მეუღლეს ტანსაცმლით სავსე, უზარმაზარი ჩემოდანი მიუტანა, თუმცა ციხის ზედამხედველებისთვის ძნელი შესამჩნევი არ იყო თუ როგორ გაჭირვებით მიათრევდა ქალი იგივე ჩემოდანს უკან.


image


თუმცა როდესაც დაცვამ მისი საეჭვოდ მძიმე ბარგის შემოწმება გადაწყვიტა, ჩემოდანში საკმაოდ უჩვეულო რამ აღმოაჩინა.



image



გაქცევა ალკატრასიდან - 1962 წელი


ეს გაქცევა დიდი ხნის წინ მოხდა, თუმცა მისი დავიწყება დღემდე რთულია. 1962 წლის 11 ივნისს ალკატრასის ციხიდან სამი პატიმარი გაიქცა: ფრენკ მორისი და ძმები ჯონ და კლარენ ენგლინები. პატიმრებმა ციხე თვითნაკეთი ბურღის საშუალებით ბეტონში გათხრილი ხვრელით დატოვეს, რომელსაც მომიჯნავე საკნებში ზედმეტი ხმაურის დროს თხრიდნენ.


image


დამნაშავეებმა ტენიანობისგან დაზიანებულ ბეტონში გასასვლელის გათხრა და გვირაბში გასვლა წარმატებით მოახერხეს, ხოლო ციხიდან მათი გაქცევა რაც შეიძლება გვიან რომ შეემჩნიათ, პატიმრებმა პაპიე - მაშისგან საკუთარი ფიტულები გააკეთეს და საწოლებზე დააწვინეს.


imageimage


გაქცეულები სავენტილაციო შახტიდან თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ, შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი მოძებნა ვერ შეძლო, ვინადან ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება საგანგებოდ დამზადებული თოჯინების წყალობით შეძლეს, მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. ვინ იცის, შეძლეს კი მათ გადარჩენა? ერთ - ერთი ვერსიის თანხმად, გაქცეულები სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირნენ.


image


გაქცევა ვოლოგდას კოლონიიდან - 2012 წელი


პატიმარმა, რომელსაც მკვლელობისთვის მისჯილი 24 წელი ჰქონდა, ციხიდან გასაქცევად საკმაოდ ეფექტური გზა იპოვა, თუმცა მოგვიანებით, დამნაშავე ვოლოგდას რეგიონში პოლიციის მიერ, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაინც იქნა აყვანილი.


image


ციხიდან გაქცევა კი მან შემდეგნაიარად მოახერხა, პატიმარმა ჯერ ნაცნობ ბიზნესმენს ტელეფონზე დაურეკა და "მაღალი დონის დელეგაციისთვის" ვერტმფრენის მომზადება სთხოვა, მართალია ნაცნობი ვერ მიხვდა თუ რას გულისხმობდა ის, მაგრამ საჭირო თანხა ვერტმფრენისთვის მან მაინც გადაიხადა. მოგვიანებით პატიმრის თანამზრახველებმა ვერტმფრენი გაიტაცეს და პილოტი აიძულეს მამაკაცი "ზონის" ტერიტორიიდან, კიბის საშუალებით აეყვანათ.


image




ყანდაარის ციხიდან გაქცევა - 2011 წელი



ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარის ციხიდან მასობრივი გაქცევა 2011 წელს განხორციელდა: გაქცეულთა რაოდენობა მთლიანობაში სულ - 483 ადამიანს შეადგენდა. აქედან 100-ზე მეტი თალიბანის წევრი გახლდათ, რომლებიც ტერორისტული აქტების მოწყობასა და შეიარაღებული თავდასხმებისთვის იყვნენ გასამართლებული.


imageimage


გაქცეულებმა ღამით ერთ - ერთი კედლის ქვემოთ არსებული თხრილის საშუალებით გაღწევა მოახერხეს, რომლის სავარაუდო სიგრძეც ქარეზამდე თითქმის 400 მეტრი იყო.


imageimage




0
633
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
633