x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ბურჩინ თერზიოლუს ინტერვიუ ჟურნალ მერი ქლეარისთვის 2013 წლის ნოემბერი
image

ქალი, რომელი ცოთხი წლის ასაკიდან გადასაღებ მოედანზეა, ყველაზე გიჟური რაც სიყვარულისთვის გამიკეთებია ეს არის გათხოვება, ამბობს, რომ ცხოვრების სრულყოფილება უბრალოებაშია, პასუხობს მკვეთრი და ამავე დროსა კომიკური შენიშვნებით. იცის, რომ დელიკატურობა ასევე მიმზიდველია.... ინტერვიუ ბურჩინ თერზიოლუსთან, რომელმაც თავისი სერიალის "გულმოწყალება"გადაღებიდან დრო გამონახა, რომ ჩვენთან ესაუბრა თავისი ცხოვრების, ქორწინების და გამოცდილებებისშესახებ.

მსახიობობა.

ვიტრინის თვალიერებისასპროდიუსერი მომიახლოვდა და თქვა "საგნებს ისე ლამაზად, ისეთი გრძნობით უყურებ, ვარსკვლავი უნდა გაგხადოო. იმ დღიდან დღემდე ეს ხაზი გადავკვეთე. ახლა კი ხუმრობის გარეშე: "ჩემი ოჯახი ამ ბიზნესშიიყო. მამამ პირველად 4 წლის ასაკში წამიყვანა გადასაღებ მოედანზე. ჩემი პირველი როლიმახსოვს ვიღაცას ხელში აყვანილი შევყავარ ერთ კარში და გავდივართ მეორე კარში. იმ ენერგიისშეგრძნების შემდეგ, სხვა აღარაფერი მიკეთებია. ზოგადად, გადასაღებ მოედანზე თავს ყველაზეკომფორტულად ვგრძნობ. ჩემი პროფესიული მეგობრები, სქესის მიხედვით არასოდეს ამირჩევია.რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, გინდა იმუშაო ყველასთან მშვიდობიანად და პატივისცემით.ყველაფერს გავაკეთებ თუ არა როლისთვის? მესამე სართულიდან არ გადავხტები, ან ჩემს თავსარ მივაბამ აალებად ფითილზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. სცენარი რომ იყოს ბუნებრივი, ეს უნდა იყოს წინასწარ განხილული. ამჟამად სერიალებში ყველაფერი ძალიან შეზღუდულია.ტურკან შორაი დღეისათვის ახალ წესებს აწესებს. მაგალითად, საინფორმაციო საშუალებებისმიერ გავრცელებული სიუჟეტი სადაც საგზაო სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ქალის და ბავშვისავტობუსის დატაკება, დღეისათვის სერიალში სისხლი შენიღბულია, აგრეთვე არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში სერიალებს უფრო მეტი მაყურებელი ყავს, ვიდრე ახალ ამბებს. რაც შეეხებაკინოს. ისტორია უნდა შეეხებოდეს იმას, რაც მე მჯერა, ასახავდეს სინამდვილეს, არ იყოსრეკლამით სავსე და, არ იყოს რეჟისორის პირადი მეს დაკმაყოფილება, არ უნდა გადადიოდესსაზღვრებს. მე არასოდეს ვყოფილვარ სერიალის გადამწყვეტი მაყურებელი გარდა "ეზელი"-სა.ალბათ მსახიობისთვის საჭიროა სხვა სერიალების ყურებაც, დარწმუნებით ვერ გეტყვით. მეთვითონ ამ სფეროში ვარ და ჩემი მეგობრები ან ჯგუფის სხვა წევრები შეიძლება მონაწილეობდნენსერიალებში. ამიტომ როგორც წესი, თავიდან რამოდენიმე სერიას ვნახულობ ცნობისმოყვარეობისდასაკმაყოფილებლად.


გულმოწყალება

დაახლოებით ასე ხდება სერიალის მონაწილეების შერჩევა: გიგზავნიან სცენარს წასაკითხად, თუ მოგეწონებაწაკითხული და გინდა მონაწილეობა მიიღო, დათქვამ შეხვედრას და განიხილავ პერსონაჟს.თუ შეთანხმება მოხდება უკვე მზადა ხარ. ასე მოხდა ამ შემთხვევაში. როგორც რომანი, ასევედაწერილი სცენარი ძალიან ლამაზია. ჩემთვის არ არსებობდა მიზეზი თუ რატომ არ უნდა ვყოფილიყავინებისმიერ პროექტში, რომელსაც გიულ ოღუზის და ჯაღატაი ტოსუნის ჯადოსნური ხელი შეეხებოდა.პერსონაჟი რომელსაც ვასახიერებ არის დენიზი, რომლემაც მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ერთად ერთი დარჩენილი ოჯახის წევრი მისი დაა, მას არასოდეს ჰქონია ფინანსური პრობლემები.თავისუფალი, გიჟმაჟი, თამამი, გაბედული. როგორიც ჩანს, ისეთია, მეგობრული და გახსნილიპიროვნება. ცოტათი გიჟი და გაბედული, მაგრამ დიდი თანაგრძნობით, ჰუმანურობით სავსედა ძალიან მეგობრული. ყოველი როლის თამაშის დროს თავს იჩენს შენი სხვადასხვა ხასიათი.რაც გინახავს, გაგიგონია, განგიცდია, წაგიკითხავს, ყველაფერი შენგან შეუმჩნევლად შენში თავს იყრის. როგორც მსახიობი ამ ყველაფერს ეძიებრომ შენი პერსონაჟის ხასიათს შეუთავსო და შენ ქმნი ახალ პიროვნებას. დენიზმა მეც გამიღვიძარაღაც გრძნობები. მე მიყვარს დენიზი, მისი თამაშისას თავისუფალი ვარ და თავს კომფორტულადვგრძნობ. გადასაღებ მოედანზე ბევრ დროს ვატარებ. ყოველ კვირას გამიზნული გვაქვს, რომგადაღებების ვადაში ჩავჯდეთ, თითოეული სერია, მხატვრული ფილმის სიგრძისაა და ეს ძალიანშრომატევადია, ბევრ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ამავე დროს თავს შევიქცევთ მშვიდ გარემოში.ადრე დილით მოვდივართ გადასაღებ მოედანზე, პირველად მუსიკას ვრთავთ და ვგიჟობთ. მართლაცკარგად ვერთობით ოღუზთან ერთად. არაჩვეულებრივი ტექნიკური ჯგუფი გვყავს, ყველა ერთმანეთისმიმართ პატივისცემითაა გამსჭვალული. ბედნიერი ჯგუფით და ბედნიერი მსახიობებითაა მოედანისავსე. გადაღებების შუალედში ყოველთვისაა მუსიკა, ბევრი ყავა და საუბედუროდ, ბევრისაჭმელი. დიახ, საუზმის დროს ვფიქრობთ სადილზე. ბევრს ვმუშაობთ და ბევრ ენერგიას ვხარჯავთ.

სერიალები

მაყურებელს რაიზიდავს სერიალში, უკვე აღარ ვიცი. ფაქტიურად, ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. როცა მითქვამს, რომ რაღაც პროექტმა შეიძლება არგაამართლოს, შეიძლება 52-ე ეპიზოდს ვიღებდეთ და რომლებიც კარგია და გგონია წარმატებულისერიალი იქნება, შეიძლება გააჩერონ გადაღებები. სცენარი, რეჟიმი, მსახიობები, მუსიკა, განათება ყველაფერი ერთად უნდა შეთავსებული იყოს. აგრეთვე მნიშვნელოვანია გულწრფელობადა ბუნებრივობა. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს სერიალი შესაფერის დღეს, შესაფერისდროს აჩვენოს ტელეარხმა. რაც შეეხება ჩემს სერიალს, თუ გადასაღებ მოედანზე არ ვარ, ვცდილობ ვუყურო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვნახო რა გავაკეთე ან ვერ გავაკეთედა შევძლო ჩემი თავი გამოვასწორო.

სიყვარული

"სიყვარულითითქოს გარედან ვიღაც გვაწოდებს, ისე მოდის.სიყვარული გარეშე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტაა და მხოლოდ იმ ერთ ადამიანზე კონცენტრირებაა, ყოველგვარი გაანალიზების და გათვლის გარეშე, 100% იმ ადამიანს მიუძღვნა თავი. სიყვარულშისაზღვრები და ლოგიკა არ არსებობს. აქამდე სიყვარულისთვის ყველაზე გიჟური რაც გამიკეთებიაეს დაქორწინებაა. თავიდან შეგიყვარდება, ამბობ ეს ის ადამიანია, მერე გადაგიყვარდება, რეალობის და სიცრუის შეგრძნებები ერთმანეთში ირევა, არა ეს არ იყო ის ადამიანი. კარგი ადამიანებიც არიან ლოიალური, თანაგრძნობით სავსე, მშვიდი... ყველადანარჩენი ტყუილია."

მურატი

მე და მურატიერთმანეთს გადაღებებზე შევხვდით. ვიცი, ეს ძალიან მოკლე პასუხია, მაგრამ ჩვენ ორივესჩვენი ცხოვრება გვინდა იყოს პირადად ჩვენი. ჩვენ არ ვხარჯავთ ზედმეტ ენერგიას. ორივესსახლში ყოფნა გვიყვარს. როცა სახლის კარებს ვკეტავთ, ჩვენი ცხოვრება ძალიან მშვიდია.ჩვენთვის ცნობისმოყვარე თვალისგან და ჭორებისგან მოშორებით ყოფნა უფრო კომფორტულია.საზოგადოების მიერ ჩემი სამუშაოს გამო ნახვაუფრო შესაფერისია. იგივე პროფესიის ადამიანთან ქორწინებაში ყოფნა სასარგებლოცაა და რთულიც. თუსად ხარ და როგორ პირობებში გიხდება მუშაობა, ამის გაგება შენი პარტნიორისთვის ადვილია.მაგრამ როცა მეუღლეც მსახიობია, მეგობრებიც მსახიობები გყავს, როცა ერთმანეთს ხვდებით, ყველა საუბრობს ამ სფეროზე და გადაღებებზე. რა თქმა უნდა, გვინდა შვილი გვყავდეს, მაგრამგადავწყვიტეთ არ ავჩქარებულიყავით და ბედს მივნდობოდით. მოდით ასე ვთქვათ, ყველაფერიკარგადაა.

ქორწინება

ორი ადამიანი, სხვადასხვა მშობლების მიერ გაზრდილი, სხვადასხვა აღზრდის მქონე, სხვადასხვა წეს-ჩვეულებებითგაზრდილი, სხვადასხვა გემოვნების და განსხვავებული შეხედულებების მქონე... შეიყვანოსახლში და უთხრა ერთად იცხოვრონ. ეს მხოლოდ სიყვარულით, ურთიერთ პატივისცემით და ერთმანეთისგაგებითაა შესაძლებელი. სხვაგვარად ქორწინება ალოგიკურია, მაგრამ როცა სახლში მოდიხარდა იქ გხვდება ძლიერი მხარი რომ თავი მიაყრდნო, ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებშიშენს გვერდითაა, უძნელეს გარემოებებში და მაინც კომფორტულად ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე უფრო მეტად ძლიერდებით და ახლოვდებით ერთმანეთთან.

ცხოვრება- სიცოცხლე

ჩემი ცხოვრებისრომელ ეტაპზე ვარ ახლა? ზოგჯერ ვფიქრობ ამაზე. დაღლილი, ცოტა გაბრაზებულიც, მაგრამუფრო ძლიერი და ისე ადვილიც აღარაა ჩემი გულის ტკენა, გარშემო ბევრ სიყვარულს ვგრძნობ, მეც ბევრი გარშემო მყოფი მიყვარს და კიდევ მე, მე ვარ. კარგად ვარ... მაგრამ როცა ვიწყებთიმის ფიქრს, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენ გვეკუთვნის, აქედან იწყება ილუზია. ჩვენ მოგვეცაგზა და ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე სიარულს. პერიოდულად შეიძლება ალტერნატიული მარშრუტით წავიდეთ, მაგრამრაც მოგვეცა, მხოლოდ იმის გამოყენების უფლება გვაქვს. ცხოვრების სილამაზე კიდევ იმაშია, რომ შევძლოთ ყველაფერი ობიექტურად შევაფასოთ. ზოგისთვის ეს ნიშნავს მწყურვალი ცხოველისთვისწლის მიწოდებას და მერე იმ ცხოველის თვალებში მადლიერების დანახვას, მაგრამ ზოგისთვისსხვის ხელზე სხვისი თბილი ხელის შეხების შეგრძნებაა.მინდა ვიცოდეთ ჩვენი ცხოვრების მიზანი და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომ ამ მიზანსმივაღწიოთ და იმის ცოდნა, რომ ამ სიმშვიდეშია შინაგანი ბრწყინვალება. აქამდე საუკეთესორაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა: ანთაქიის მთებში მდებარე კოტეჯში ყოფნა საყვარელ მამაკაცთანერთად, ჩემი ოჯახი, ძაღლები, ცხენი, სამხრეთის ნიავის ხმა, და თვეობით ფილოსოფიურინაშრომების კითხვა. რა შეიცვალა ჩემში. ვფიქრობ, ხალხს აღარ ვენდობი ისე ადვილად. გარკვეულისიტუაციები და ხალხი უფრო ფრთხილებს გვხდის. უფრო მეტი დრო მჭირდება რამეს დავნებდე.ძირითადად, კეთილგონიერი ადამიანი ვარ. თუ მკითხავთ ცხოვრებაში იმედგაცრუება თუ მქონია, რა თქმა უნდა, მაგრამ აღწევ იმ დროს, როცა ოცნების დრო დამთავრდა, რადგან ფიქრობ ოცნებებიშეიძლება დაგემსხვრეს. შემდეგ ხვდები, ოცნებას ვერ დათმობ, რადგან როცა აღარ ოცნებობს, ადამიანი კვდება. ამის გამო შიშს ვძლიე და აღმოვაჩინე, რომ ადამიანი დამსხვრეულ ოცნებებსუნდა ცივილურად შეხვდეს. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ არასწორად გამიგებენ, ესნამდვილად მაწუხებს, თუ ეს მოხდება ალბათ ვერდავიძინებ. ცუდი ბედისწერის მეშინია, მაგრამ ამავე დროს ბედისწერის მჯერა. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება.

მეგობრობა

თუ ჩემი მეგობრებისწრეში მივიღე ვინმე, ეს იმას ნიშნავს, მეგობრობის ყველა გამოცდა ჩავაბარეთ და მე ყოველთვისგულწრფელი ვარ, ყოველგვარი ორჯერ დაფიქრების გარეშე შემიძლია ვიცინო და ვიტირო კიდეცმათთან ერთად. მე კარგი მოსმენა შემიძლია, საიდუმლოს საიდუმლოდ ვინახავ, შეგიძლიათმენდოთ. არ მინდა რომ მათ ჩემს მიმართ ნდობა დაკარგონ. როცა ადამიანს პირველად ვხვდებიდა ის მე როგორც მსახიობ ბურჩინს ისე მექცევა და საუბარიც ამ კუთხით წარიმართება, მეორედრომ მნახავს ეს ადამიანი, თავის თავს უნდა კითხოს ჩვენ ხომ ერთმანეთი უკვე გავიცანით?თუმცა როცა ცდილობენ ბურჩინს დაუმეგობრდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, სწორედ მაშინვექცევი მათ მეგობრულად და უდიდესი პატივისცემით.

მოდა

მოდა ერთის მხრივ, სხვისი გემოვნების დაწესებაა ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად წელს ვიტრინებში კლეჩიტი ჭარბობს.როცა რამეს ვიცმევ, მასში თავისუფლად უნდა ვგრძნობდე თავს და, თუ მიხდება კიდეც, მაშინპრობლემა არაა და კმაყოფილი ვარ მოდის ამ განაცხადით. ტანსაცმელშიც და ავეჯის დიზაინისმხრივაც ყველაზე მეტად 60-იანი წლების სტილი მომწონს. რაც მომწონს უფრო მეტად იმ პერიოდისსტილში ვპოვულობ. თანამედროვე დიზაინერებიდან მომწონს მაილკ კორსი, მარკ ჯაკობსი, სტელამაკარტნი, ჯიმი ჩუ, ივ სენ ლორენი და ელი სააბი. შეიცვალა თუ არა ჩემი გემოვნება დროთაგანმავლობაში? მე მგონია რომ ძალიან უმნიშვნელოდ. ჩემი ყოველდღიური ჩასაცმელი კომფორტულიუნდა იყოს. მაგალითად დღეს მთელი დღე ქუსლებზე ვიდექი გადაღებების დროს და ეს გრძელდება5 დღე კვირაში, 12 საათი დღეში. მიტომ, როცა არ ვმუშაობ ფეხშიშველი მიყვარს ყოფნა პიჟამოებში.ამ ეტაპზე სწორძირიან ფეხსაცმელებთან კარგი დამოკიდებულება არ მაქვს. ისინი მე არ მიხდება.თუ სილამაზეზე ვისაუბრებთ... ჩვეულებრივ დღეებში ბევრ მაკიაჟს არ ვიყენებ, კანს თავისუფლებასვაძლევ და ვასვენებ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ როგორი ტიპის მაკიაჟი როდისდა როგორ გაიკეთო, ასაკის შესაბამისად. სახეზე დამატენიანებლის გარდა არაფერს ვიყენებდა არასოდეს ვიძინებ მაკიაჟით, რადგან გადაღებების დროს ბევრ დროს ვატარებ მაკიაჟით.ვამჯობინებ ორგანულ მაკიაჟს, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. აგრეთვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ ზოგჯერ სახეზე კვერცხის ცილას ვიდებ ყინულით, განსაკუთრებით დილით, რადგან ვიცი, რომ მთელი დღე გადაღებებზე უნდა გავატარო. ქალისთვის სილამზე ძალიან მრძნობიარე საკითხია.ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა რაც მის სიარულის მანერაში, მის მზერაში და რა თქმა უნდა, მის ღიმილში გამოიხატება. ქალი ან ჭკვიანი, ელეგანტური, მოხერხებული, პრაქტიკული, ძლიერი და ძალიან შრომისმოყვარეა, ან არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი, მაგრამ სილამაზე მაინც მათი სისუსტეა.

ურთიერთობები

ქალის და კაცისურთიერთობებში ძლიერი ყოფნა, მხოლოდ მამაკაცის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს, რადგანამან ზოგჯერ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ადამიანში სიძლიერის შეგრძნება განსაკუთრებულია.ურთიერთობებს შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანის სურვილმა, იყოს უფრო მეტად ძლიერიორს შორის. როცა ქალს და მამაკაცს ვადარებთ, ორივე თანასწორი შეიქმნა და ზოგჯერ კაცებიფიქრობენ, რომ უფლება აქვთ ცხოვრება რთული გახადონ და ქალი ყოველთვის მათ სურვილს უნდადანებდეს. რომ არსებობდეს გარკვეული გზა თუ როგორ დავაბალნსოთ სიტუაცია, სიამოვნებითდაგეხმარებოდით. ვერ გამოვიყენებ დიდ ფრაზებს და ვერ დაგეხმარებით ამ სიტუაციის დაბალანსებაში.მაპატიეთ, მაგრამ როგორც არ უნდა შევეცადო შევცვალო ჩემი მეორე ნახევარი გარკვეულ სიტუაციებში, ან ეს შესაძლებელია თუ არა, ჩემი პასუხია არა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვერპოულობს ისეთ სრულყოფილ თავის შესაფერისს, როგორსაც ეძებდა. როგორ ძალიანაც არ უნდაეცადო, ის ადამიანი ინდივიდუალურია და მას ვერ შეცვლი. დღეს დღეობით ურთიერთობებშითითქოს რაღაც აკლიათ. ძველთან შედარებით, ახლა უფრო იოლია რასაც ეძებ იმის პოვნა, მაგრამასევე იოლია მისი დაკარგვა. არც ბედნიერება და არც მოწყენილობა ისე დიდი ხანი არ გრძელდება.ზოგჯერ თავისუფლების სურვილი ძლევს მთლიანობის სურვილს, ადამიანების პირადი მე მუდმივჭიდილშია ერთმანეთთან.

სტამბული

მე სტამბულისმკვიდრი ვარ. ერთი ნაწილიდან, მეორეში მივდივარ და ცოტა ხანი ვდგავარ. როცა ხიდიდანდაბლა ვიყურები, გაოცებული ვარ, თვალის მომჭრელია, დამატყვევებელია და მეღიმება. ბოსფორისსილამაზე თავბრუდამხვევია, ახლა უფრო მეტად მიწევს ამ სილამაზით ტკბობა, რადგან ხშირადხიდზე საცობებია და გადატვირთული მოძრაობა. მანქანის საყვირის ხმა რეალობაში გაბრუნებსდა ეს გამაღიზიანებელია. ნეტავ ნაკლები ხალხი ცხოვრობდეს, უფრო მეტი ხელოვნება და თავისუფლება, მეტი ბოჰემურობა სუფევდეს, ქუჩები უფრო მოკირწყლული იქნებოდა და ეს იქნებოდა ქალაქისტამბული. ისტორიული დამსახურების მქონე, დაცული იქნებოდა ისტორიული შენობები, და ქალაქშიუფრო ნაკლებად იქნებოდა შუშის უშნო ნაგებობები. ეს ქალაქი სულ უფრო და უფრო იზიდავსპოეტებს, ფოტოგრაფების და ხელოვანი ხალხის შთაგონების წყაროა. ამ ეტაპზე ჩვენი შვილებიდაიკრგებიან ხალხის მასებში და მტვერში და შთაგონებას სხვაგან დაუწყებენ ძებნას. ძალიანსამწუხაროა... რომ შემეძლოს ერთ ერთი რასაც ამ ქალაქში შევცვლიდი, საგზაო მოძრაობაა.ეს ქალაქი გიყვარს კიდეც და აგრეთვე გაღიზიანებს კიდეც, მაგრამ ეს არ არის მტვრის, ხეების, კლდეების ან წყლის ბრალი, ეს ხალხის ბრალია. სწორედ ამის გამოა ზოგჯერ მიფიქრიასხვა ქვეყანაში წავსულიყავი საცხოვრებლად.

ბავშვობა

ყველაზე მეტადჩემი ბავშვობიდან დედას ხელები მახსოვს, ყოველთვის ფორთოხლის არომატით.მიუხედავად იმისა, რომ თეატრისთვის პატარა ვიყავი, პალტოებს დაახვევდნენ ხოლმე და მასზე ვჯდებოდი, სცენარომ დამენახა და ვუყურებდი წარმოდგენებს, რომლებიც "სირაქლემა კაბარეთი"იყო ცნობილი. ასევე მახსოვს როგორ ვსწავლობდით ბურთის აკენწვლას მტვრიან გზაზე. მახსოვსდღე, როცა თმა მოკლედ შემაჭრეს, იმიტომ რომ თმაზე ტილები შემესია და რა თქმა უნდა, მშობლების რეაქცია ტილების დანახვაზე, ლამისგული როგორ წაუვიდათ. კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი რამ მახსენდება. ბევრი რამეც მენატრება.მახსოვს დაწყებით სკოლაში ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულს, როგორ მშურდა მათი, ვინც წერდა, რომ ზაფხული სოფლებშიგაატარა. მათი ვინც პაპა- ბებიებს სტუმრობდა და ხილს თავად კრეფდა ხეებიდან, მათი ვინცცხოველებთან თამაშობდა და მათი ვინც ცდილობდა აეხსნა როგორი სუნი ქონდა ცხოველებს.ვერ გადმოგცემთ იმ გამომეტყველებას ჩემს სახეზე, როცა 22 წლის ასაკში ხიდან ჩემი ხელითბალის დაკრეფის დროს მქონდა, ჩემს ბავშვობაში ეს ჩემი ნატვრა იყო. ჩემმა ბავშვობამ ქალაქში ჩაიარა შენობებსადა მანქანებს შორის და მე არ მინდოდა ასეთ გარემოში გავზრდილიყავი. მაგრამ ერთად ერთირამ, რაც ბავშვობიდან მოყოლებული არ შეცვლილა, მთელი ჩემი ოჯახის გულწრფელობასთან ერთად, არის ჩემს უფროს დასთან ყველაფრის გაზიარების შესაძლებლობა.

imageimageimageimage

imageimage



0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0