x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!
image


  • 1-ლი-4 აპრილი - ნაკლებად უმართლებთ ვერძებს, ქალწულებსა და ტყუპს

ამ ორი უკანასკნელის მმართველი პლანეტა მერკური (გონება, კომუნიკაცია, ინტელექტი, გადაადგილება) ახლა თევზების ზოდიაქოში იმყოფება. მათი გონება თითქოს ძველებურად აქტიური აღარაა. ტყუპს კომუნიკაციაში ექნება შეფერხება, ქალწულს - ინფორმაციის ლოგიკურ დამუშავებაში. არც საქმეები მოგვარდება ისე, მათ რომ მოეწონებოდათ. ამიტომ, ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყოთ. აი, რაც შეეხებათ ვერძებს, მერკური მათაც შეუქმნით გაუგებრობას, რადგან დისპუტი, კამათი და აზრების ხმამაღლა გამოთქმა, რაც ვერძებს ასე ძალიან უყვართ შენელებულია, აზრები და ფრაზები თითქოს უმისამართოდ "დაცურავენ". გირჩევთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, მოერიდეთ ტყუილებში გახვევას.


  • 1-ლი-14 აპრილი - ნაკლებად უმართლებთ კუროებსა და სასწორებს

ახლა სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძში იმყოფება. აქ, აგრესიული მარსის სახლში, ის თავს უხერხულად გრძნობს. კუროები უკმაყოფილოები იქნებიან დინამიკურად განვითარებული მოვლენებით, მათ დაფიქრების, აუჩქარებლად მოქმედების, დასვენების დრო არ ექნებათ. გაუჭირდებათ სწრაფი რეაგირება და შეცდომებსაც დაუშვებენ.


სასწორებს საერთოდ არ მოეწონებათ გარშემო მყოფების ქცევები. დელიკატური და კულტურული მანერების საპასუხოდ უხეშობასა და აგრესიას მიიღებენ. განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ამის ატანა საყვარელი ადამიანისგან. მაქსიმალური მოთმინებით აღიჭურვეთ, ნუ გაიფუჭებთ სოციალურ, პირად და საქმიან ურთიერთობებს.


  • 23 აპრილი - 11 ივნისი ნაკლებად უმართლებთ კირჩხიბებს


მარსი თქვენს ზოდიაქოში გადმოინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მშვიდ აუზში ვულკანი აფეთქდება. კირჩხიბებში მოიმატებს უსაფრთხოების გაასმაგების სურვილი. შეიძლება სიგნალიზაცია დააყენონ. წაეჩხუბონ მეზობლებს, რათა მათ ქმედებაში რაღაც საეჭვო მოეჩვენოთ. კირჩხიბებს არ უყვართ აქტიურობა, რასაც მათგან აპრილის ბოლოს მოითხოვენ და ამის გამო გაღიზიანებულები და ნერვიულები გახდებიან.


არ მოეწონებათ ეს პერიოდი ვერძებსაც. თქვენ სხვისი გრძნობების გამო დაზარალდებით. საქმეების წარმოება თქვენზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ სხვებზე, რომლებიც ემოციებს აყოლილები დროულად ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს.


  • აპრილის ბოლოს ყველაზე უიღბლოები იქნებიან კუროები, სასწორები, ტყუპი და ქალწულები

25 აპრილს შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა სატურნი ცუდად უპირისპირდება მერკურსა (გონება) და ვენერას (სიყვარული). იმდგაცრუებაა მოსალოდნელი სასიყვარულო და ფინანსურ თემებში. იქ, სადაც ადრე მარტივად აგვარებდით საქმეებს, თამამად ამბობდით სათქმელს, სიტუაცია დაიძაბება და პარტნიორს გაუჭირდება თქვენი გაგება. იძულებული გახდებით, ყველაფერი უკეთესი პერიოდისთვის გადადოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:



ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1472
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0