x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
წარმატების მომტანი ნივთები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


ალბათ იცით, რომ გარკვეულ ნივთებს წარმატების მოტანა შეუძლიათ. ასტროლოგემა კი გააკეთეს მარტივი ნივთების ჩამონათვალი, თუ რომელ მათგანს მოაქვს ზოდიქოს კონკრეტული ნიშნებისთვის წარმატება. გადახედეთ სტატიას და ამოიკითხეთ, თუ რას შეუძლია მოგიტანოს მეტი წარმატება.


თილისმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის




☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი).- თუ გსურს, რომ იყო დაცული და წარმატებული, თან ატარე ფოტო ადამიანის, რომელსაც უყვარხარ და ფიქრობს შენზე.



☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი)- მუდამ ატარეთ თან ფანქარი. რატომ? იმიტომ, რომ ყველა დიდი იდეა ჩაიწეროთ.



☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)- იქონიეთ თან მონეტა, რომელიც წარმატებას და ფულს მოგიტანთ.



☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)- თქვენთვის აუცილებელია მუდმივად იქონიოთ კამერა და კარგია, რომ ის დღეს ნებისმიერ სმარტფონს აქვს.



☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა თქვენი წარმატების ნივთი სახრახნისია (ატვიორტკა).



☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - აუცილებლად ატარეთ ძეწკვი ან ბეჭედი, რომელსაც ძლიერი ემოციური დატვირთვა აქვს თქვენთვის.



image



☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - მუდამ ატარეთ პატარა ჭურჭლით არომათერაპიის სურნელოვანი ზეთი და დაიტანეთ მკლავებზე, რა წამსაც იგრძნობთ, რომ ჩიხში ხართ.



☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - თქვენ უნდა ატაროთ ბუმბული, ის წარმატებას მოგიტანთ.



☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - თქვენი წარმატების თილისმა ყელსახვევია (კაშნე), მაგრამ არა ნებისმიერი, მხოლოდ ის, რომელიც ძვირფასმა ადამიანმა გაჩუქათ.



☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - თქვენი წარმატების ძალა არის საინფორმაციო წყარო, დედლაინი, წიგნაკი, საათი და ტელეფონი.



☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - მიუხედავად იმისა, თუ არ ეწევით, ატარეთ სანთებელა.



☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - აუცილებლად ატარეთ თილისმად პატარა ქვა, რომელიც თუნდაც ქუჩაში გქონდეთ ნაპოვნი.



0
273
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0