x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არაოფიციალური ინფორმაციით ოცნებაში..." - ნახეთ, რა კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არაოფიციალური ინფორმაციით ევროკავშირის მიერ ე.წ. თავისუფალი დოკუმენტის გამოქვეყნება იგეგმება, რომელიც საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა დ შესაძლოა პლებისციტსაც მოიცავდეს. მისივე თქმით, როგორც "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ აღნიშნულ დოკუმენტს ოპოზიციის მხრიდან ხელს - მხოლოდ "გირჩი", "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკური პარტია" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მოაწერს, შესაბამისად, პარლამენტშიც სწორედ ისინი შევლენ: "არაოფიციალური ინფორმაციით - ევროკავშირის მიერ დაიდება ე.წ. თავისუფალი დოკუმენტი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, შესაძლოა, პლებისციტის მოთხოვნით. ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტს ხელს გირჩი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და სტრატეგია აღმაშენებელი მოაწერსო, - ვარაუდობენ ოცნებაში. დაველოდოთ !"- წერს კილაძე. შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკების მოსამზადებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების მიზანი იყო მედიაციის ყველაზე რთული პუნქტების შესრულება. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ის სწორედ, დღეს, 30 მარტს გეგმავს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გამოქვეყნებას.

0
834
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
834