x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბურჩინ თერზიოლუსა და ენგინ ალთან დიუზიათანის ინტერვიუ ჰურიეთ ფაზარისთვის 27.10.2019

ენგინ ალთანი : ‘’ჯერ კიდევ არ შემიძლია შეჩვევა როცა სარკეში ვიხედები’’


ბურჩინ თერზიოლუ : ‘’ სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები და წყალი ‘’


ისინი ორივე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახიობები არიან, თითოეული ნაბიჯი რომელსაც ისინი დგამენ, იქნება ეს ახალი ამბავი თუ მათი პირადი ცოხვრება ყოველთვის საინტერესოა.


ჩვენ ენგინ ალთან დიუზიათანს და ბურჩინ თერზიოლუს პიერველად ვხედავთ ერთად ერთ პროექტში.


ჩვენი შეხვედრის მიზეზი სერიალი ‘’ტყვიაა’’, ვისაუბრეთ მშობლიური ქალაქის განწყობაზე, სიახლეებზე მათ ცხოვრებაში და სიყვარულზე.




ენგინ ალთან დუზიათანი : ‘’ რასაც ჩვენ დიდებას ვეძახით, საზოგადოებისგან შორს ყოფნას გვაიძულებს’’

თქვენ კვლავ სერილით ბრუნდებით ეკრანზე რას იტყვით იმ პერიოდზე, რომელ პერიოდშიც სერიალის მოქმედება ვითარდება?

ენგინი : ისეთი რთულია 1300 -იანი წლებიდან რელაურ ცხოვრებაში დაბრუნება რომ 1970-იანებში უნდა შეისვენო, სამუშოს არჩევისას ბევრი ასპექტი უნდა გაითვალისწინო, ამ სერიალში ყველაფერი ერთმანეთს ავსებს, პროდიუსერი, სცენარისტი, სიუჟეტი, რეჟისორი .


როგორია კადრში, გრძელი სამოსის, ცხენების და ხმლების გარეშე ყოფნა?


ენგინი : ახლა ხმლის ნაცლად იარაღია და ცხენის ნაცვლად მოტოციკლი, ორივე სამუშაოს თავისი სირთულე აქვს, თუ ერთუგრულში სერიოზული სირთულეები ფიზიკურ სამუშაოსთან იყო დაკავშირებული, ტყვიაში ეს ეს სირთულე ემოციურობაა.


თქვენ ზალიან დიდხანს იყავით გძელი თმით და წვერით. როდესაც შეიჭერით და გაპიარსეთ რა იგრძენით?


ენგინი : თმა და წვერი ერთდროულად მოვიშორე, ცოტა უცნაურდ ვიყავი, ჩემი ბიჭი ემირი სულ მეკითხებოდა მამა როდის გახდები ჩემნაირი?, იმ დღეს კი როცა თამა შევიჭერი და გავიპარსე მან მითხრა : მამა შენ ჩემნაირი ხარ, ალარა კი ისეთი გაოცებული იყო რომ ხელი სულ ჩემს სახეზე ედო, მე კი ახლაც ვერ შევეგუე როცა სარკეში ვიყურები, მაგრამ მოკლე თმა და წვერის გარეშე ყოფნა უფრო კომფორტულია.


სერიალი ერთუგრულის აღზევება რომელშიც თქვენ ხუთი წელი თამაშობდით, თქვენი გმირი საყავრელი და კონსევატიულ-ნაციონალური იყო, ახლა კი თქვენ ანსახიერებთ პროკურორს რომელიც 70-იან წლებში სამართალს ეძებს, მზად ხართ იმისთვის რომ თქვენი გმირი მარცხენა მხარეს გადიახაროს, მიიღებთ კრიტიკას?


ენგინი : არუნდა ელოდოთ იმას რომ ის სამქე რომელსაც აკეთებთ, ყველას ან თითოეულ ადამიანს მოეწონება. თუ თქვენ გჯერათ თქვენი საქმის, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყოთ, მე მსახიობი ვარ, როდესაც მე ვმონაწილეობდი ფილმში '' დაე ეს იყოს ბოლოჯერ'' მუდამ მეუბნებოდნენ შვილო ნუთუ ეს შენ ხარ?, ამას მოჰყვა ფილმი ''ანატოლიის აწივები'' და უკვე მეუბნებოდნენ ჩვენო ბიჭო, მერე დაიბადა ერთუგრული სერიალში '' ერთუგრულის აღზევება'' და ყველა ერთიდაიგივეს მეუბნებოდა : '' თქვენ თურქეთის პირველი მსახიობი გახდით'' სინამდივლეში კი მე ვარ მსახიობი და ვცდილობ ჩემი სამუშო უფრო და უფრო უკეთ შევასრულო, ხელოვნებაში არ არის დისკრიმინაცია, რასიზმი, სექსიზმი, რელიგია, წარმოშობა, ენა და პოლიტიკა.


ახლა ცხოვრებაში როგორ პერიოდი გაქვთ? როგორ ხართ?


ენგინი : მშვიდად ვარ, ბევრ რამეში თავს ახლა უფრო კომპედენტურად ვთვლი, როდესაც შვილი შემეძინა, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ახლა ისეთი პერიოდი მაქვს როდესაც გრძნობ რომ ბევრი რამ რაზეც ფიქრობდრი რომ უსიამოვნო იყო პრობლემად აღარ გეჩვენება.


რას იტყვის თქვეს შესახებ გასაოცარს მაგრამ რეალურს?


ენგინი : ძალიან მორცხვი ვარ, როდესაც მაქებენ მთელი სახე მიწითლდება


თქვენ 19 წელია ეკრანზე ხართ, თქვენი აზრით, რა არის ამ პროფესიის ყველაზე რთული ასპექტი?


ენგინი : თავისუფლების შეზღუდვა, სამსახიობო ხელოვნება ეს ადამიანური პროფესიაა, მსახიობი არ უნდა განცალკევდეს საზოგადებისგან, ის რასაც ჩენ დიდებას ვეძახით, გავიძულებს, რომ საზოგადოებისგან განვცალკევდეთ, რეალურად კი რაც უფრო ახლოს ვარ სხვადასხვა ადამიანებანთა საზოგადოებაში მით მეტად ვიკვებები როგორც მსახიობი, ადამიანებისთვის თვალყურის დევნებით.


რა მოდხდა თქვენს ცხოვრებაში 6 თვიანი შესვენების პერიოდში?


ენგინი: ფიზიკურად დავიღალე, რაღაც დროთ უბრალოდ ვისვენებდი, მერე სხვადასხვა ქეყნებში წავედი ჩემი დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის აფრიკაში, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, მასზე მუშაობის დასრულებას იანვრისთვის ვგეგმავ.


ექვსი წელია რაც დაქორწინებული ხართ, როგორ არის საქმეები?


ენგინი : ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, შინგანი მხარეები სრულდება და ახალი სივრცე იხსნება სადაც სასიამოვნო სუფთა სიყავრულია და ‘’ მე მუდამ მართალი ვარ’’ არ არსებობს.






რას ფიქრობთ იმაზე რომ რუთურქი ახლა ინტერნეტ სერიალებსაც აკონტროლებს?


ბურჩინი : თუ სერიალები არ აფართოვდებიან და არ უწყობენ ხელს სიტუაციის ნორმალიზებას, რომელბიც აღვივებენ ძალადობას და საზოგადოებაში წესრიგს არღვევენ, მათ უნდა აჩვენონ არსებული რეალობა გარკვეულ ჩარჩოებში, რომ არ სეიტანონ ეჭვი მათ მიერ განვლილ გაზაზე, ამ ყველაფერში ქექვით გვგონია რომ ჭეშმარიტებას ვპოულობთ, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ მაგიდაზე მდგარი ღვინის ბოკალი ხალხს ალკოჰოლიზმს გაუღვიძებს, ან რომელიმე გავრცელებული სლენგის გამოყენება აიძულებს ადამიანს ამ სლენგით ისაუბროს და შელახოს მისი მორალი, მფიქრობ რომ ასეთი დარღვევა ან ჯარიმები არაფერს არ შეცვლის, ვინმე ფიქრობს რომ სექსუალური სცენები ვინმეს გარყვნილებისკენ უბძგებს? იმიტომ რომროდესაც გარყვნილებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ იმაზე რომ გარკვეულ წილად ეს ბავშვებს ეხებათ ხოლმე, არაინ ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ, ქალის სამოსი ხდება ქალთა მიმართ ძალადობის და შევიწროვების გამომწვევი მიზეზი, არიან ისეთი ადამიანებიც რომლებიც ამართლებენ ძალადობას და მკვლელობას, განა ამ ყველაფერში სერიალებია დამანაშავე? მთავარია მაყურებლის ცხოვრება შევცვალოთ სერიალის დახმარებით ან ავამაღლოთ საზოგადოების კულტურული, კეთილსინდისერი და ზნეობრივი ღირებულებები.


როგორ ფიქრობთ მსახიობი მიბაძვის ობიექტი უნდა იყოს?


ენგინი : მე არ ვფიქრობ რომ, მსახიობი მაგალითი უნდა იყოს საზოგადოების ყველა სფეროში, მაგრამ მიმაჩნია რომ, ხელოვნებას აგრეთვე აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები, მაგალითად გახადოს ცხოვრება უფრო ლამაზი, გაანათლოს და იყოს ერთგვარი სარკე საზოგადოებისთვის, მაგრამ მსახიობი ყველთვის არ შეიძლებიყოს მართალი, ისიც ხომ ადამიანია, ევლოუციონირებადი არსებაა! რთულია იმის მოლოდინი რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა თავის ცხოვრებაზეა პასუხსიმგებელი.


სერიალის სიუჟეტი 1970-იანი წლებში ვითარდება, ყველაზე მეტად რამ აღგაფრთოვანათ ამ წლებში?


ბურჩინი : ერთმანეთს ყველა განსაკუთრებულად ექცეოდა, გნსაკუთრებულად კი მეზობლები, პატივისცემა, სუფთა სიყვარული, ემოციებიც უფრო ორგანული იყო, შესანიშნავი წლები იყო, თვითდაჯერებულობა ლიდერობდა, ქალებიც და კაცებიც უფრო ყურადღებიანები იყვნენ, თავიანთი შეხედულებისამებრ იცვამდნენ, ახლა კი ჩვენ ქაოსურ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი მალე იფიტება, ყველაფერი ინტერესებზეა დაფუძნებული.


და როგორ აისახება ეს ყველაფერი ურთიერთობაში?


ენგინი : ეს გნსაკუთრებით ჩანს დიდ ქალაქებში სადაც ადამიანები სიახლოვეს კარგავენ, ნდობის ფაქტორი იკლებს, მეგობრობა მხოლოდ სოციალურ ქსელებში გრძელდება, ამ ყველაფერმა იქმადე მიგვიყვანა, რომ უგრძნობი ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან მარტოსულები, რადგან საკუთარი თავის გარდა სხვაზე არ ფიქრობენ.


სერიალში სამართლიანობის თემა განიხილება, როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანები ვართ დღეს ჩვენ?


ბურჩინი : რთულია სამართლიანობაზე საუბარი იმ შმეთხვევაში როდესაც ინდივვდუალური ინტერესები იკვეთება და პრიორიტეტად არ არის სამართლიანობა და თანასწორობა. ჩვენ როდესაც ახალია ამბების სათაურებს ვკითხულობთ, ყოველთვის ვეკითხებით საკუთარ თავს : ‘’ სად არის სამართლიანობა’’, ჩვენს საზოგადოებაში ადამინის სიცოცხლე გაუფფასურებულია, ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრბთ რომელიშიც სექსუალური ძალადობა იშვითობა არ არის, სამაგიეროთ იშვიათობაა ამის გამო ვინმეს დასჯა, ადამიანები ძალადობენ, ქალებზე, ბავშვებზე, ცხოველებზე, ამაზე ფიქრი ძილს გვაკარგვინებს, ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, რათაქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს სამართლიანობის სისტემა არ მუშაობს, ხშირად ჩვენ შეგვიძლია ეს უკეთესობისკენ შევცვალოთ და ჩვენზეა ის ფაქტი დამოკიდებული, რომ ჩვენ შეგვიძლია სულაც არ გადავაწყდეთ ამ უარყოფით მაგალითებს.


კიდევ რა გაღელვებთ ქეყანაში და მსოფლიოში?


ენგინი : კლიმატური ცვლილებები, ნარჩენები პრობლემა ზღვებში, წყლის პრობლემა უახლოეს მომავალში, , ჩვენს ქვეყანაშ ქალების მკვლელობა, ბავშების მკვლელობა, ცხოველებზე ძალადობა


როდესაც საუბარია ქალებზე ძალადობაზე რას გრძნობთ ამ ახლა ამბებზე?


ბურჩინი : მხოლოდ სინანულს იმის შესახებ რომ ამაზე წლობით ვსაუბრობთ და არაფერი იცვლება, მე ვერ ვხედავ რომმ ასეთი შემთხვევები იშვიათობა იყოს, ამ პრობლემის გაუმჯობესებას ვერ ვხედავ, ჩემი წინადადებაც კი ახლა ამთემაზე უძლურია, მე მინდა რომ საზოგადოებაზე სინდისი წვიმა წამოვიდეს.


ენგინი : ჭრილობა რომელიც წლობით არის სისხლმდინრე როგორც ბურჩინი ამბობს სოციალური ტკივილია, გვინდა, რომ იმედიანად ვიყოთ, მაგრამ ამისათვის ცვლილებები აუცილებელია, საქმე მხოლოდ კანონების ცვლილებაში არ რის, ბავშვის არზრდა ჯანმრთელ მშობლებთან ერთად . ბავშებში ძალადობისაკენ მიდრეკილებას არ აჩენს.




მოდით კარგ რაღაცებზე ვისაუბროთ, სერიალში არის შეუძებელი სიყვარული როგორ ფიქრობთ სიყვარული აღიარებს დაბრკოლებებს?


ბურჩინი : ერთადერთი ნათელი პასუხია არ აღიარებს


ენგინი : მე ვიტყოდი რომ სიყავრული ხშირად არ აღიარებს დაბრკოლებებს, იმიტომ რომ ამ თემაზე ათასობით წიგნია დაწერილი და ფილმების დიდი კოლექციაა შექმნილი.


ბურჩინი : სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც საკვები და წყალი


თქვენ თმა სპეციალურად სერიალისთვის შეიღებეთ უკვე მიეჩვიეთ?


ბურჩინი : პირველ დღეებში ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე, ჩემი თმები ასეთი ღია ფერის პირველად არის, დაწეპებული წამწამების ყოვლედღე ტარებასაც მივეჩვიე, ჩემი თვალის კუდების გაკეთება ახლა აუცილებლობა გახდა


თქვენ ისევ ისეთ პერსონაჟს თამაშობთ ვისი მამაც ბნელი სამქეებით არის დაკავებული და თქვენი პერსონაჟი კვლავ ამ ბნელი მამების გამო იტანჯება


ბურჩინი : შავბნელი ხალხი ეზელში, ფოირაზ ქარაელში და თანაგრძნობაში შეყვარებულებიიყვნენ ბნელ მხარეზე, ახლაც კვლავ სახიფათო მამაა, წარმოუდგენელი დამთხვევაა .


თქვენი ცხოვრების როგორ პერიოდს გადიხართ ახლა?


ბურჩნი : ახალი სერიალია ეთერში, ახალი გადამღები ჯგუფი, ახალი მეგობრები, მალე ფილმ სილამაზის პორტრეტის ტრეილერიც გამოვა, ახალი წლის პირველ კვარტალში კი სერიალ მცველის მესამე სეზონი გამოვა, მე ძალიან აღელვებული ვარ და იმედი მაქვს ჩემი სამუშაოსი, მთლიანად საქმეზე ვარ გადართული


გვითხარით რაიმე გასაოცარი მაგრამ რეალური თქვენს შესახებ


ბურჩინი : ყოველი ახალი პროექტის წინ ყოველთვის სტრესით ვავადდები, ჩემი იმუნური სისტემა ეცემა, ვღელავ და ცოტათი მშიშარა ვარ




თქვენ იცით სერიალების სექტორების საპექტები, მოდი ამ სექტორში არსბულ პრობლემებზე ვისაუბროთ


ბურჩნი : საუბარი საქმეში არსებულ პრობლემებზე, რომლების გადაწყვეტის გზების მოძიება შეუძლებელია, ეს სხვა არაფერია გამეორების გარდა, მე მოგიყვებით ამ ბრწყინვალების მიღმა არსებულ სიცარიელზე .


იმისატვის რომ აღვდგე, ვმოგზაურობ ქვეყანაში და მსოფლიოში, ვკითხულობ, ეს ყველაფერი ჩემთვის აუცილებლობაა, იმისატის რომ დავრჩე იმად აც ვარ და გავაფართოვო ჩემითვალთახედვა, გამოვიდე ინტესნსიური სამუშაოს ჩარჩოებიდან.


იჯდე უცნობ ადამიანებში გაღიმებული, მუდამ იმას აკვირდებოდე თუ რა გაცვია დრო და დრო მიყავხარ იმ ადგილამდე სადაც შეგიძლია მოიქცე უფრო თავისუფლად რადგან იქ ნაკლები ხალიხია ვინც შენ გიცნობს, ძირითადში ეს სახლში ყოფნისას ხდება ხოლმე და არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პირადი ცხოვრებას, ფულს რომელიც თქვენ გამოიმუშავებთ, არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა მაკიაჟი, რა გაცვიათ, გახსნილი ხართ საუბარისთვის როდესაც ზაზოგადოება ამ ყველაფერზე რეაგირებს და აკომენტარებს ცოტა გძაბავვს, მადლობა ღმერთს მე და ჩემს მეგობრებს ასეთი რაღაცები არ გვწყინს, ადამიანი ასეთი რაღაცებს ეჩვევა.


რას ურჩევდით იმ ახლაგაზრდებს რომლებსაც მსახიობობა სურთ?


ბურჩინი : მე არ შემიძლია ვინმეს რჩევა მივცე იმაში რა ილაპარაკოს ან როგორ მოიქცეს, ვფიქრობ რომ საკმარისია ჰქონდეთ ნიჭი და სურვილი, არ ქვს მნიშვნელობა იქნები მეზობელი ბიძიას შვილი ან ცნობილი ოჯახის შვილი, არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ საიდან ხარ წარმოშობით მათავარია თუ სად გინდა წასვლა, თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდე გადაწტყვიტო რა გინდა, გსურს გახდე უბრალოდ ცნობილი თუ გსურს გახდე მსახიობი, ჰაჰა სარკაზმი ვერ შევამჩნიე.


იმისათვის რომ განავითარო შენი ნიჭი ყველასთვის აუცილებელია დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, გამბედაობა, ცნობისმოყვარეობა.


ჩვენი ბოლო შეხვედრისას თქვენ რაღაც ახალი აღმოჩენა გქონდათ სიყვარულზე


სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც საკვები და წყალი, შეიძება ეს არ იყოს მნიშვნელოვნი თქვენი ცხოვრების ფუნქციისთვის, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის რომ თქვენი სულიცოცხალი იყოს, ჩემშიყველთვის ცხოვრობს სიყვარული საჭირო არ არის ჩემს გვერდით ვინმე ნახოთ იმისათვის რომ დაიჯეროთ რომ სიყვარული ჩემში ცხოვრობს, მეყოველთვის მიყვარდება ის რისიც მჯერა.


რამ შეიძლება ადამიანის შეყვარება გაიძულოთ?


ბურჩინი : შეყვარებულობა ეს ამოუცნობი წიგნია, გულწრფელი ღიმილი, გონებამახვილობა, სუფთა გული, ელეგანტურობა, მგონია რომ ეს საკმარისზე მეტია დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის.




‘’ ჩვენ არ მოგვინდებოდა ჟურნალისტობა’’


სერიალის ერთ მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტია - გენდომებოდათ ჟურნალისტი ყოფილიყავით?


ბურჩინი : ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა, ხალხამდე მიიტანო მსოფლიოს, ქვეყნის სიახლეები და სხვა ცხოვრებისეული თემები. ეს სისტემა შრომას და სუფთა ქმედებას მოითხოვს, ის დაძაბულია, რთულია, თქვენ იმ მდგომარეობაში უნდა იყოთ რომ უემოციოდ თავისუფლად წეროთ, მე არ მენდომებოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი.


ენგინი : ახლა ყველას თავისი გაზეთი და ტელევიზორი აქვს, ჩვენ ციფული კომუნიკაციების ეპოქაში ვცხოვრობთ და პრესაც ევოლუციას განიცდის, პროცესებს მიჰყვება, საინტერესოა სადამდე განვითარდება, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ჟურნალისტიკა და ჟურნალისტი სულ უფრო რტლადაა მისაღწევი, სიმართლე გითხრა არც მე მენდომებოდა ჟურნალისტობა.


ბატონო ენგინ თქვენი პერსონაჟი პროკურორია მაგრამ ის ბნელ მხარეს გადადის და საკუთარ სამართლიანობას ამყარებს, თქვენ თუ გქონიათ ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილბები?


ენგინი : მე დიდი ცვლილებები არ განმიცდია, ორჰანის ცვლილება მიზეზია საგამოძიებო კავშირისა, დრმატული მოვლენების შედეგად რომელიც მან გადაიტანა, გამოაჩენს მის ბნელ მხარეს.


https://www.hurriyet.com.tr/kelebek/hurriyet-pazar/engin-altan-duzyatan-hala-aynaya-baktigimda-alisamiyorum-41359946

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0