x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სექსი და საქართველო

image






” ვაიმე დედა “სექსი”, ეს რა ახსენა, უზრდელი გარეწარი, გაეთრიე ჩემი სახლიდან შე უმსგავსო. ”
გეცნობათ ყველას ეს ფრაზა? ყველა ასე თავაზიანად მოგმართავდათ რამოდენიმე ათეული წლის წინ სიტყვა “სექსი” რომ გეხსენებინათ. მაგრამ რა ხდება დღეს საქართველოში? ისევ იგივე პრობლემაა თუ შეიცვალა უკვე თაობა, და სიტყვა “სექსის” გამო რამდენიმე სართულიან გინებას აღარ მოისმენთ?

გადავწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. იმ პერიოდიდან როცა გავიაზრე რა არის “სექსი” დღემდე, პრობლემის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის საქართველოში ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემს უნივერსიტეტში ვიჯექი და ლექციების ბოლოს ჩემს დაქალ-ძმაკაცებთან ლაპარაკით ვირთობდი თავს. საქართველოში ძალიან აქტიური თემაა “სექსი”, და გადავწყვიტეთ ჩვენც გაგვეხილა ეს თემა, თამამად დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი. თემა დაიწყო კითხვით: “შეიძლება თუ არა ქალს ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე?” ხო და მეც კითხვის დასმისთანავე, წამოვდექი ფეხზე და საკმაოდ ხმამაღალი და დამაჯერებელი ტონით განვაცხადე, რომ ქალს, ისევე როგორც კაცს, შეუძლია ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე, ის რომ ქალმა არ უნდა შეიზღუდოს თავი, არ უნდა მოიკლოს რაიმე, და არ უნდა ელოდოს თავის პრინცს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გამოცხადდეს. სამწუხაროდ ჩემს ასეთ თამამ გამოხმაურებას, გაოცებული სახეების მთელი რიგი და ბიჭების მხრიდან ერთი ორი მსუბუქი გინება მოყვა. ყველა, გოგო, ბიჭი, დიდი, პატარა, ყველა ჩემი მეგობრებიდან იმას მიმტკიცებდა, რომ ყოვლად დაუშვებელია გოგოს ქონდეს სექსი ქორწინებამდე, ბიჭები იმას ამტკიცებდნენ რომ, ქართველი კაცი არაქალიშვილს არ მოიყვანს ცოლად. გოგოები კი იმას ამბობდნენ, რომ სადაც გოგოს ერთხელ ექნება სექსი, იქ მეორეჯერაც წავა ამაზე და ასეთი გოგო კი უკვე ბოზია. სხვა რაღა გზა მქონა, ავდექი და წამოვედი თავში იმ პასუხგაუცემელი კითხვით, თუ რატომ ფიქრობენ ასე ჩემი მეგობრები…..?

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ამ ამბის მერე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მაინც უნდა დავუმტკიცო ჩემი აზრი, უნდა ვანახო რომ, საქართველოში ეგეთი მდგომარეობა უკვე აღარ არის, რომ წყვილისთვის მთავარია სიყვარული და არა იმის გარკვევა, ქალიშვილია თუ არა მისი შეყვარებული. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ საქართველო შეიცვალა, რომ მოკლე კაბით გარეთ გასვლა ბოზობას არ ნიშნავს. რომ დროა 21 საუკუნე მარტო ციფრებით კი არა ასევე თავისი ქმედებებითაც განსხვავდებოდეს მეოცე საუკუნისგან. როგორც ჩემი წინა პოსტებიდან მოგეხსენებათ (იმედია წაკითხული გაქვთ) მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ხოდა ავიღე პასტა-ფურცელი, ჩამოვწერე რამოდენიმე კითხვა და გავედი ქუჩაში სტატისტიკის დასადგენად. სტატისტიკა შემდეგნაირი იყო: დაახლოებით 100 გამოკითხულიდან, ოთხმა ჩანთა ჩამარტყა თავში, 65-მა ისევე მიპასუხა როგორც ჩემმა მეგობრებმა. 24-მა კითხვას თავი აარიდა, და სულ 4 კაცმა თამამად დააფიქსირა თავისი თანხმობა, ქორწინებამდე სექსის შესახებ. სხვა გზა აღარ მქონდა შევეცადე დამევიწყებინა ეს თემა.

რახან ამდენი ვილაპარაკეთ სექსზე, მოდი ერთი-ორი სიტყვით ქალიშვილობის ინსტიტუტსაც შევეხოთ. რატომ შეიქმნა საერთოდ ეს ინსტიტუტი? რისთვის იყო საჭირო? რა თქმა უნდა, სანამ აქ დავპოსტავდი, ამ თემის შესახებაც ბევრი ვეძებე ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე. ზოგგან ეწერა რომ, იგი შეიქმნა დაავადების არ გავრცელების გამო, ასევე იმის გამო, რომ დარწმუნებული იქნებოდი შენი შვილი, რომ ნაღდად შენი შვილია, მოულოდნელი ორსულობის თავიდან ასაცილებლად და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი შეიძლება გამართლდეს გასულ საუკუნეში მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ჩვენ გაგვაჩნია ათასი თავდაცვის საშუალება, შეგვიძლია სისხლის ანალიზების მიხედვით დავადგინოთ საკუთარი შვილის ჭეშმარიტობა და ყუველა ის პრობლემა რომელიც მეოცე საუკუნეში იყო დღეს დღეობით უკვე გადაჭრილია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვსვავ კითხვას, რად გვინდა ქალიშვილობის ინსტიტუტი? და კვლავ ჩავფიქრდი ამ თემაზე, ჩავფიქრდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ კვლავ არსებობს მიზეზები რის გამოც აუცილებელია ქალიშვილობის ინსტიტუტი, მაგრამ ეს მიზეზები თვით იმ ადამიანებშია რომლებიც მხარს უჭერენ ამ ინსტიტუტს.

დავიწყოთ მამაკაცებიდან: მამაკაცები რომლებიც მხარს უჭერენ ქალიშვილობის ინსტიტუტს. ესეთი მამაკაცები ჩემი აზრით მხოლოდ იმ მიზეზის გამო უჭერენ მხარს ქალიშვილობის ინსტიტუტს, რომ თვითონ რეალურად ვერ აკმაყოფილებენ ქალს, ან ეგოისტი მესაკუთრე კაცები, რომლებიც მხოლოდ ჩემიაზე ფირობენ, და აქედან გამომდინარე ქალიშვილობაც თვითონ უნდათ.

რაც შეეხებათ ქალებს: ქალები რომლებიც უჭერენ ქალიშვილობის ინსტიტუტს მხარს, უმეტესად და უპირველესად საზოგადოების შიში აქვთ. ქალების უმეტესობას საქართველოში ქალური ბედნიერების ამომავალ წერტილად, გათხოვება და ბავშვების გაჩენა მიაჩნია და ვაიიიი დედა, რომ ვერ გათხოვდეს. ქალები ასევე ფიქრობენ იმაზე, რომ ვაი და ჩემს შეყვარებულს ქალიშვილი თუ არ ჩავბარდი, ის რას იფიქრებს, როგორ მიიღებს, და ა.შ. ეს ფიქრები კი ამ მამაკაცების ბრალია რომლებიც ქალიშვილი ცოლის გარდა სხვას ვერ იკადრებენ.

ჩემი აზრით, უბრალოდ დროა მოეშვათ სხვის ტრუსიკებში ქექვას, დროა დაკავდეთ სექსით, გააცნობიეროთ რომ ეს ისეთივე ბიოლოგიური მოთხოვნაა როგორც ჭამა, ძილი, საჭირო ოთახში გასვლა. და იმ ხალხს ვისაც პრობლემები გაქვთ სექსთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს, ნუ მოგერიდებათ და ნუ იფიქრებთ იმას რომ ექიმთან ამ თემაზე წასვლა უმსგავსობაა, თქვენ ხომ აწუხებთ ექიმს თუ პრობლემა გაქვთ უმადობასთან დაკავშირებით, ან უძილობასთან, ხო და ყველანაირი კომპლექსების გარეშე შეგიძლიათგაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან. გისურვებთ წარმატებებს და გამოფხიზლდით 21 საუკუნეა.

ვიცი ამ პოსტს დიდი ოპოზიცია ჩამოუყალიბდაბა ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ყველანაირი გინების გარეშე…


პ.ს. ადმინისტრაციას: ეს ჩემი დაწერილი სტატიაა, მაგრამ ასევე დევს უცნაურზე ამის გამო არ დამბლოკოთ. კიდევ არ ჩამიწერია +18 იმიტომ, რომ არ ვთვლი რომ ეს საკითხი +18-ს ეკუთვნის, გადაიკითხეთ და თქვენთვითონ ნახავთ, რომ არაფერი სა +18-ო არაა. მადლობა წინასწარ.




ხო და ადმინისტრაციას :უცნაურის ბლოგზე მე ვარ mr_ochopintre

16
539
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:pepe
pepe
539
  
2012, 26 სექტემბერი, 14:50
+1
2012, 6 სექტემბერი, 13:08
დარწმუნებული ხარ რომ მართალი ვარ?? მე თუ დამიჯერე დარჩები გაუთხოვარი პაწიავ, ყურს ნუუ მიგდებ, ხო არ გინდა მომოვალში კაცმა ცუდათ მოგეპყროს, გაგინოს იმიტომ რომ აპკი არ გაქ მთლიანი სიტყვაზე. საერთო ჯამში რაა სტატისტიკა არვიცი, უმეტესობა მემგონი არ მოიყვანს არაქალიშვილს ასე რომ ქორწინებამდე სექსი არავისთან არ იქონიო, ქმარს ყველაფერში თავი დაუქნიე და დაუჯერე, დაემორჩილე, ზედმეტი სიტყვა არ უთხრა და მთელი ცხოვრება უერთგულე ხო გაიგე?? წარმატებები. კარგად ბრძანდებოდე.
2012, 6 სექტემბერი, 10:59
კარგი გასაგებია.... მართალი ხაარ
2012, 5 სექტემბერი, 23:02
შენ სტატისტიკურად რაიცი? სასურველ თვისებებთან ერთად ქალიშვილიც თუ იქნება რათქმაუნდა კარგია, ამას ადასტურებენ მაგრამ ქალიშვილი არა და ამის გამო არ მოვიყვან ჩემს გარშემო ეგეთები ცოტა. გითხარი რომ ეგეთთან არ ღირს ურთიერთობის დაჭერა, ეგეთები მეწყვილებს ამცირებენ და ჩაგრავენ, იმათზე ვლაპარაკობ რომლებიც აპკის გარდა გოგოში ვერანაირ სხვა ღირებულებებს ვერ ხედავენ...... შენ შეუყვარდე ბიჭს და აი ნახავ თუ არ დაიჩოქებს შენს მუხლებთან, შენი აპკის არამთლიანობის მიუხედავად :D შეურაწყოფად ნუუ მიღებ, სიტყვაზე ვამბობ.
2012, 5 სექტემბერი, 20:14
როგორ და ქალიშვილი თუ არ იქნება ცოლად არ მოვიყვანო..... უმეტესობაა...
2012, 5 სექტემბერი, 13:44
როგორ მასე???
2012, 5 სექტემბერი, 13:22
ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი მამაკაცი მასე ფიქრობს...
2012, 5 სექტემბერი, 13:04
ქალიშვილი თუ არ იქნება ცოლად არ მოვიყვან, ამას რომ ამბობს მამაკაცი იმის ჭკუა არ გაქვთ რომ მიხვდეთ რაშია საქმე?? ეგეთ შემთხვევაში მამაკაცი კრესტიკს ადებს სიყვარულს, ქალის შინაგან პიროვნულ თვისებებს ხასიათს და ასე შემდეგ, პირდაპირ რომ ვთქვათ კიდიათ ქალი, მხოლოდ იმიტომ მოყავთ რომ შინამოსამსახურე ყავდეთ სახლში რომელიც დალაგებს და საჭმელს მოამზადებს გარდა ამისა ეგეთი კაცები პატივს არ ცემენ მეწყვილებს, ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა ფსიქოლოგთან მიდი და ის დადასტურებს ჩემ სიტყვებს. მე ლაპარაკი მაქ იმათზე რომლებიც პირველ პლანზე წევენ ქალიშვილობას. ეგეთი კაცის გვერდით დებილი ქალი თუ იცხოვრებს.
2012, 4 სექტემბერი, 22:19
ხო და მე ვამბობ რომ მამაკაცებს აქვს კომპლექსი რომ ქალიშვილი თუ არ იქნება ცოლად არ მოვიყვანო, და აქედან გამომდინარე არცეთ ნორმალურ გოგოს არ უნდა მომავალში ქმარმა წამოაძახოს შენ ვიღაცის ნახმაროო გაგასაღე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვიზღვევთ თავს... მოკლედ და კონკრეტულად...
2012, 4 სექტემბერი, 16:52
თემას უხვევ, აქ განვიხილავთ სექს ქორწინებამდე და არა ქორწილის შემდეგ. ეკლესიური თვალსაზრისით აგიხსენი რომ ეკლესისთვის მთავარია მენტალური და სულიერი სიწმინდე..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10