სიახლეები მეგი ბაქრაძის სიკვდილის ქრონიკა და აქამდე უცნობი დოკუმენტები 2021, 29 მარტი, 21:06 “მთავარმა არხმა” მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – რამ მოკლა 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე. ტელესიუჟეტის მტკიცებით ვლინდება რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომელიც მეგი ბაქრაზის თბილისში გამოდმოყვანის დროს ვლინდება, კერძოდ პირველი ჩანაწერი არის ფილტვების ანთება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ექიმი ასკვნის, რომ პაციენტს მუცლის ღრუში სითხე აქვს, ამასვე ასკვნის ექოსკოპია, რომ პაციენტს მენჯის ღრუში 500-დან 700-მდე მილილიტრი სითხე აქვს ჩაღვრილი, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, აღნიშნებოდა უმძიმესი შინაგანი სისხლდენა. შეგახსნებთ, მეგი ბაქრაძე 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან დაახლოებით ნახევარ საათში კომაში ჩავარდა, რის გამოც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. შსს-მ საქმე აღძრა 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მეგი ბაქრაძე ორ მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მეუღლის დედასთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ცხოვრობდა.იგი ახალციხეში, კლინიკა "იმედში", მედდად მუშაობდა და ექიმებს კორონავირუსის ანალიზების აღების პროცესში ეხმარებოდა. "შესანიშნავი გოგო იყო. უზომოდ კეთილი იყო. მშვიდი და პოზიტიური. სულ კარგ ხასიათზე იყო და მის გვერდით ვერ მოიწყენდი. სამაგალითო დედა და მეუღლე იყო. " - ასე დაახასიათა მეგი მეზობელმა. 337 4-ს მოსწონს
|