x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რით დამთავრდა ირანული "ჩინუკების" შეჭრა საბჭოთა ტერიტორიაზე 1978 წელს

image 1978 წლის 21 ივნისს ირანის კუთვნილმა ვერტმფრენებმა "ჩინუკი" დაარღვია საბჭოთა კავშირის საზღვარი და ქვეყნის საჰაერო სივრცეში განაგრძო ფრენა )მოგვიანებით ირანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათი ვერტმფრენები არ იყვნენ შეიარაღებით და თან ნისლის გამო დაკარგული ორიენტაციის გამო არ იცოდნენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე თუ იმყოფებოდნენ). ირანელებს ეს წინასწარგამიზნული ქმედება თუ უბრალოდ შეცდომა ძვირად დაუჯდათ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 2 ვერტმფრენი განადგურდა.
დილის 6:21 წუთზე საბჭოთა რადიოსალოკაციო სადგურმა დააფიქსირა აშხაბადის სოფელ ბაგირთან 4 ობიექტი. აშკარად ჩანდა, რომ ისინი ირანიდან მოფრინავდნენ და სამაოდ დაბალი სიჩქარით მიუყვებოდნენ ერთმანეთს ყარაყუმის არხის გასწვრივ. აეროდრომ "აკ-ტეპედან" განგაშის სიგნალზე აფრინდა გამანადგურებელი MиГ-23 რომელსაც კაპიტანი დემიანოვი მართავდა. მან მიიღო ბრძანება ძლიერი ნისლის გამო არ მიახლოებოდა ობიექტებს და არ გამოეყენებინა მის არსენალში არსებული შეიარაღება.
დემიანოვმა ძლიერ ნისლში ირანული ვერტმფრენი საბჭოთა ვერტმფრენს Ми-6 მიამსგავსა ხელმძღვანელობას ინფორმაცია მოახსენა და ბაზაზე დაეშვა. ხელმძღვანელობას კაპიტნის მოხსენება არადამაჯერებლად მოეჩვენა და ვიცე-პოლკოვნიკ მილოსლავსკის ბრძანებით საბჭოთა ვერტმფრენი აფრინდა კაპიტან შკინდერის ხელმძღვანელობით.
ეკიპაჟმა მალევე აღმოაჩინა ირანული ვერტმფრენები და ინფორმაცია გადასცა ხელმძღვანელობას, საიდანაც უბრძანეს იერიში მიეტანა მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებზე.
შკინდერმა P-60 ტიპის ორი რაკეტა გაუშვა ირანული ვერტმფრენებიდან ერთერთის მიმართულებით, ორივე რაკეტა მოხვდა სამიზნეს, ირანული ვერტმფრენი დაბა გიაურსთან ჩამოვარდა და ადგილზევე დაიწვა (შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა). კაპიტანმა ხელმძღვანელობას მოახსენა პირველი სამიზნის გნადგურებაზე და მიიღო ბრძანება შეეტია მეორე სამიზნისათვის.
მეორე ირანული ვერტმფრენი რომელსაც კვალში ჩაუდგა საბჭოთა ვერტმფრენი, ირანისაკენ შებრუნდა და სცადა საბჭოთა კავშირის ტერიტორია დაეტოვებინა თუმცა უშედეგოდ.
შკინდერმა უკვე ვერტმფრენის ტყვიამფრქვევიდან ГШ-23 გახსნა ცეცხლი, დაზიანებული ვერტმფრენის ეკიპაჟი იძულებული გახდა გიაურსკის სასაზღვრო ბაზასთან ახლოს დაესვა ავარიულად ვერტმფრენი, სადაც ისინი საბჭოთა მესაზღვრეებმა დააკავეს.
დანარჩენმა "ჩინუკებმა" ნისლით ისარგებლეს და ირანის მიმართულებით საზღვარი გადალახეს.
მიუხედავად ერთი ვერტმფრენის და მისი ეკიპაჟის სრულად განადგურებისა საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის მომხდარს გლობალური გართულება არ მოჰყოლია, დაზიანებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ნება მისცეს ირანიდან ჩამოტანილი ნაწილებით აღედგინათ ვერტმფრენი, სხვათაშორის ირანული ვერტმფრენის აღდგენაში საბჭოთა სპეციალისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
რემონტის დასრულების შემდეგ ირანული ვერტმფრენი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.
მართალია კაპიტანი შკინდერი წარადგინეს საბრძოლო, წითელი დროშის ორდენზე, მაგრამ მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით აღნიშნული ორდენი შკინდერს არ მიუღია.
ირანს ასევე გადაეცა დაღუპული ეკიპაჟის ნაშთები. მართალია ირანის ხელისუფლება აცხადებდა "ჩინუკები" შეიარაღების გარეშე იყოო, მაგრამ "ჩინუკის" აღდგენაზე მომუშავე საბჭოთა სპეციალისტების თქმით ვერტმფრენში იყო რადიოდაზვერვისათვის საჭირო აპარატურა და რამდენიმე ყუთი ტყვიამფრქვევის "კასეტა".
მოგვიანებით 1988 წელს ორმა საბჭოთა გამანადგურებელმა МиГ-23, ჩამოაგდო 2 ირანული თვითმფრინავი AH-1J, ოღონდ ეს მოხდა უკვე არა საბჭოთა ტერიტორიაზე, არამედ ავღანეთში, სადაც საბჭოთა ჯარები "ინტერნაციონალურ მისიას" ახორციელებდნენ.

0
372
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
372