x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან პირდაპირი ტრანსლიაციის კადრში ორი იდუმალი უცხო ობიექტი მოხვდა
image




პირდაპირი ტრანსლიაციის კადრებში, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ჩატარდა შეამჩნიეს სფერული ობიექტები, რომლებიც ასტრონავტის ზურგს უკან სწრაფად მოძრაობდნენ. ორი მბზინავი უცხოპლანეტელების ობიექტი შენიშნა ფლორიდას (აშშ) მკვიდრმა. იხილეთ ვიდეო ქვემოთ.






ტრანსლიაცია მიმდინარეობდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების დროს. აუდიტორია უყურებდა ასტრონავტს კოსმოსურ კოსტუმში, რომელიც უსაფრთხოების თოკით მუშაობდა კოსმოსში. გარკვეულ მომენტში, უკანა ფონზე გამოჩნდა ორი მოელვარე ობიექტი, რომლებიც ასტრონავტთან ძალიან ახლოს იყვნენ. რა იყო ეს უცნობია, მაგრამ უფოლოგებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს საუბარი დაუდგენელ მფრინავ ობიექტებზე.






"ერთი ობიექტი პლანეტადან მაღლა მოძრაობდა, მეორე კი მისკენ გაფრინდა. ორივე ერთნაირი ფორმისა და სიკაშკაშის იყო. შესაძლებელია ეს უცხოპლანეტელების ობიექტებია, რომლებიც აგროვებენ სადაზვერვო მონაცემებს დედამიწის სიახლოვეს. ასეთი უცხო ობიექტები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ჩნდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ისინი კოსმოსში აღმოაჩინეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაყენებული კამერების წყალობით. "- ამბობენ ენთუზიასტებიი, რომელებიც უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებებს ეძებენ.







უფოლოგებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კამერამ პირველად არ აღბეჭდა უცხო ობიექტი. იდუმალი შუქმფენი ობიექტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის კამერის ობექტივში მუდმივად ხვდებიან.









0
322
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0