x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ნახეთ, როგორ იქცევა კორონა ვირუსისგან დაზაფრული ხალხი
ზამთრიდან მოყოლებული დღემდე, საშინელ პანდემიას ებრძვის მსოფლიო, რამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა ქვეყნების ეკონომიკასა და ხალხის ფსიქიკურ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სტატიის თემა უფრო მხიარულ ჭრილშია, სულაც არ მეცინება, რადგან ხალხი პანდემიამ და კარანტინმა, სულ დაზაფრა, რაც მათი მოქმედებებიდან ადვილი შესამჩნევია. რატომ? რა არის ამისთანა ეს ვირუსი?


image



რა არის ახალი კორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი (CoV) არის კორონავირუსის ახალი შტამი.




კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა "კორონავირუსით დაავადება-2019" (CO - შემოკლებული "კორონა", VI - შემოკლებული "ვირუსი" და D - შემოკლებული "დაავადება").


ოფიციალურ სახელდებამდე ამ დაავადებას ეწოდებოდა "2019 წლის ახალი კორონავირუსი" ან "2019-nCoV.


ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.




COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა. რას ნიშნავს ეს?


COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.


გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე დაიწყო საგანგებო ღონისძიებების გატარება COVID-19-ზე რეაგირების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ნებისმიერ ქვეყანასა თუ თემში.



რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო.


ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომა იგივეა - ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა (დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში).



image



P.S.

აუცილებლად შეასრულეთ რეგულაციები და დაიცავით როგორც თქვენი, ასევე სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.




ახალი და უცხო არაცერთი თქვენგანისთვის არ არის, რომ პანდემიის დროს კარანტინის დღეებმა ბევრი ჭკუიდან გადაიყვანა. იმაზე ფიქრმა, რომ ვინმეს შეეძლო ჩვენი დაინფიცირება, სახლიდან ცხვირს არ ვყოფდით გარეთ, კარზე კაკუნზე ისეთი საშინელი რეაქცია გვქონდა და ზოგადად სტუმარიც კი შეგვძულდა. ვიცი, ხართ ისეთები, ვინც ფიქრობთ, რომ "კორონა არა...", თუმცა ერთხმად უნდა ვაღიაროთ, რომ კარანტინმა თითოეულ თქვენგანზე დატოვა კვალი, რომელიც სხვადასხვაგვარად ვლინდება. დღევანდელი სტატიის გმირებს კი აერთიანებს ერთი კვალის ხაზი.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



1
185
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
185
  
2021, 29 მარტი, 18:30
მთელი გულით მეცოდება ასეთი დაზაფრული ადამიანები...
0 1 1