x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სუეცის არხში საკონტეინერო გემის გაჭედვამ, მსოფლიო ეკონომიკას მილიარდები დააკარგვინა თავად არხში კი უზარმაზარი საცობი შეიქმნა

image საავტომობილო საცობებით დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ წყალზეც თუ შეიქმნებოდა საცობი არასდროს ვიფიქრებდი. 23 მარტს სუეცის არხში გაურკვეველი ვითარების გამო მსოფლიოში ერთერთი უდიდესი კონტეინერმზიდი გემი "EVER GIVEN" -ი მკვეთრად შემობრუნდა და არხი მთლიანად ჩაკეტა, გემი ქიმით და კიჩოთი არხის ქვიშიან ნაპირებზე "დაჯდა". გემის ადგილიდან დაძვრა შვიდმა საბუქსირე გემმა ვერ მოახერხა.
სუეცის არხის სიღრმე 20 მეტრს შეადგენს, აღნიშნული გემი წყალში დატვირთულ მდგომარეობაში 16 მეტრამდე ჯდება წყალში, წესით გემს რომლის სიგრძე 400 მეტრია ხოლო 220 000 ტონამდე თავისუფლად უნდა გაევლო არხი რომლის სიგანე წყლის ხედაპირზე რიგ ადგილებში 350 მეტრია.
კაპიტნის თქმით 20 000 კონტეინერით დატვირთულ გემს უდაბნოს ძლიერი ქარიშხალი შეეჯახა, გემის და ტვირთის სიმაღლემ რომელიც მთლიანობაში 60 მეტრს აღწევდა აფრის როლი შეასრულა და გემი პრაქტიკულად უმართავი გახადა. გემის მკვეთრად მობრუნებამ კი არხის პარალიზება გამოიწვია, საჭირო გახდა გემიდან კონტეინერების ნაწილი გადმოეტვირთათ გემის წონის შესამცირებლად, მოეყვანათ მცურავ პონტონებზე მდგარი ექსკავატორები, ასევე სახმელეთო სპეც ტექნიკა, რომლებმაც გემის ქიმის და კიჩოს გვერდებიდან უზარმაზარი მოცულობის ქვიშა ამოიღეს რათა გემს შესაძლებლობა მისცემოდა საბუქსირე გემბის დახმარებით შესძლებოდა არხში სწორ პოზიციაზე დაბრუნება.
მოწვეულ იქნა სპეციალისტები, შეიქმნა საგანგებო შტაბი და დღეს ერთობლივი მუშაობის შემდეგ მოხერხდა უზარმაზარი გემის არხში დაბრუნება და არხის ორივე მხარეს შექმნილი უზარმაზარი საცობის ნელი ტემპით დაშლა.
სუეცის არხი მოგეხსენებათ აზიას აკავშირებს ევროპასთან და უზარმაზარი მოცულობის ტვირთსაც ატარებს ყოველდღიურად. არხის თითქმის ერთკვირიანი ბლოკირების გამო მსოფლიო ეკონომიკამ მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადა.
"EVER GIVEN" გახლავთ ახალი თაობის კონტეინერმზიდი, მისი ასაკი სულ 3 წელია. გემი დაცურავს პანამის დროშის ქვეშ და ემსახურება
აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, სუეცის არხით ყოველდღიურად 600 000 ბარელამდე ნავთობის გადატანა ხდებოდა, არხის ბლოკირება კი სავარაუდოდ ნავთობზე ფასის მომატებას გამოიწვევს.
სუეცის არხის გახსნის დღიდან ეს მესამე შემთხვევაა როცა არხი დაიხურა.
პირველად 1956 წელს ეგვიპტის მიერ არხის ეგვიპტის საკუთრებად გამოცხადებისას დაიხურა, როცა ისრაელ-ეგვიპტეს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სუეცის არხზე კონტროლის დასამყარებლად ეგვიპტეში დესანტი გადასხეს.
მეორედ არხი დაიკეთა ისრაელსა და არაბეთის ქვეყნებს შორის "ექვსდღიან ომად" წოდებული ომის დროს, როცა არხში დიდი რაოდენობით მოხვდა საზღვაო ნაღმები.
კონტეინერმზიდმა უკვე დატოვა სუეცის არხი და წითელ ზღვაში იმყოფება.

imageimage imageimageimageimage





0
68
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
68